მოიძებნა 669201 ჩანაწერი
156861.
განდი | ნაწილი V, თავი III
„და ნუთუ გგონიათ, რომ ძლიერი მთავრობა მუქარას შეუშინდება?“
'And do you think a powerful Government will yield to threats?'
156862.
განდი | ნაწილი V, თავი III
„ერი, რომელსაც სურს დამოუკიდებელი გახდეს, ვალდებულია, თავისუფლების მიღწევის ყველა ხერხსა და საშუალებას იცნობდეს“.
'A nation that wants to come into its own ought to know all the ways and means to freedom'.
156863.
განდი | ნაწილი V, თავი III
„სატიაგრაჰა კი აბსოლუტურად არაძალადობრივი იარაღია“.
'Satyagraha is an absolutely non-violent weapon'.
156864.
განდი | ნაწილი V, თავი III
„ჩემს მოვალეობად ვთვლი, მისი პრაქტიკული გამოყენების საშუალებები და მისი შეზღუდული შესაძლებლობები განვუმარტო“.
'I regard it as my duty to explain its practice and its limitations'.
156865.
განდი | ნაწილი V, თავი III
„ეჭვი არ მეპარება, რომ ბრიტანეთის მთავრობა ძლიერი ხელისუფლებაა, მაგრამ არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ სატიაგრაჰა საუკეთესო გამოსავალია“.
'I have no doubt that the British Government is a powerful Government, but I have no doubt also that Satyagraha is a sovereign remedy'.
156866.
განდი | ნაწილი V, თავი III
ჭკვიანმა მდივანმა სკეპტიკურად გააქნია თავი და მითხრა: ,,ვნახოთ!“
The clever Secretary skeptically nodded his head and said: 'We shall see.'
156867.
განდი | ნაწილი V, თავი IV
შანტინიკეტანი.
SHANTINIKETAN.
156868.
განდი | ნაწილი V, თავი IV
რაჯკოტიდან შანტინიკეტანში გავემგზავრე.
From Rajkot I proceeded to Shantiniketan.
156869.
განდი | ნაწილი V, თავი IV
სწორედ იქ შევხვდი პირველად კალელკარ კაკასაჰიბს.
It was here I met Kakasaheb Kalelkar for the first time.
156870.
განდი | ნაწილი V, თავი IV
იმ დროს, როცა მე შანტინიკეტანში ჩავედი, ისიც იქ დამხვდა.
At the time I went to Shantiniketan, he happened to be there.
156871.
განდი | ნაწილი V, თავი IV
ჩინტამან შასტრიც, რომელიც იმავე საძმოს ეკუთვნოდა, იქ იყო.
Chintaman Shastri, belonging to the same fraternity, was there also.
156872.
განდი | ნაწილი V, თავი IV
ორივე სანსკრიტს ასწავლიდა სკოლაში.
Both tought Samskrit at school.
156873.
განდი | ნაწილი V, თავი IV
მათ მაგანლალ განდი წინამძღოლობდა.
Maganlal Gandhi was at their head.
156874.
განდი | ნაწილი V, თავი IV
ასე წამოვიწყეთ ახალი ექსპერიმენტი.
So we launched the experiment.
156875.
განდი | ნაწილი V, თავი IV
როცა აზრის გამოსათქმელად „პოეტი“ მოვიწვიე, მან მითხრა, რომ საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა.
When I invited the Poet to express his opinion, he said that he did not mind it.
156876.
განდი | ნაწილი V, თავი IV
ბიჭებს კი უთხრა, ამ ექსპერიმენტში დევს სვარაჯის გასაღებიო.
To the boys he said, 'The experiment contains the key to Swaraj.'
156877.
განდი | ნაწილი V, თავი IV
პირსონი თავდაუზოგავად შეუდგა ექსპერიმენტის წარმატებული განხორციელებისათვის შრომას.
Pearson began to wear away his body in making the experiment a success.
156878.
განდი | ნაწილი V, თავი IV
ნაგენბაბუმ და სხვებმა სამზარეულოსა და მისი შემოგარენის დასუფთავება აიღეს თავიანთ თავზე.
Nagenbabu and others undertook to see the sanitary cleaning of the kitchen and its surroundings.
156879.
განდი | ნაწილი V, თავი IV
სიხარულს მგვრიდა მათი დანახვა აქანდაზით ხელში.
It was a delight to me to see them working spade in hand.
156880.
განდი | ნაწილი V, თავი IV
ყველა ერთნაირი ჟინითა და სიამოვნებით შეუდგა საქმეს და შანტინიკეტანი მოფუსფუსე ფუტკრების სკას დაემსგავსა.
All alike took the thing up with zest and Shantiniketan became a busy hive.