მოიძებნა 669201 ჩანაწერი
156941.
განდი | ნაწილი V, თავი VII
ბუნებრივია, ეს აზრი მე შევთავაზე.
The offer was naturally made by me.
156942.
განდი | ნაწილი V, თავი VII
ჩემი საქმე ძირითადად კარავში ჯდომა, იმ უამრავი მომლოცველისთვის, ვინც ჩემს სანახვად მოდიოდა, დარშანის გაცემა და რელიგიური თუ სხვა სახის მსჯელობების გამართვა იყო.
My business was mostly to keep sitting in the tent giving darshan and holding religious and other discussions with numerous pilgrims who called on me.
156943.
განდი | ნაწილი V, თავი VII
აქ, ჰარდვარში, მივხვდი, თუ რამდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოუხდენია სამხრეთ აფრიკაში ჩემს მოკრძალებულ მსახურებას მთელი ინდოეთის მოსახლეობაზე.
Thus it was in Hardvar that I realized what a deep impression my humble services in South Africa had made throughout the whole of India.
156944.
განდი | ნაწილი V, თავი VII
თავს ისე ვგრნობდი, თითქოს ორ ცეცხლს შუა ვიდექი.
I felt as though I was between the devil and the deep sea.
156945.
განდი | ნაწილი V, თავი VII
ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ დარშანის მაძიებელთა ბრმა სიყვარული ხშირად მაღიზიანებდა, უფრო ხშირად კი გულს მტკენდა.
This at least I know that the darshanvalas' blind love has often made me angry, and more often sore at heart.
156946.
განდი | ნაწილი V, თავი VII
მოგზაურობა, თუნდაც მტანჯველი, მახალისებდა და თითქმის არასოდეს მაბრაზებდა.
Travelling, though often trying, has been uplifting and has hardly ever roused me to anger.
156947.
განდი | ნაწილი V, თავი VII
ხეტიალის დროს მომლოცველების დაბნეულობა და დაუდევრობა, ფარისევლობა და უსუფთაობა უფრო მეცა თვალში, ვიდრე მათი ღვთისმოსაობა.
During these roamings I came to observe more of the pilgrims' absent mindedness, hypocrisy and slovenliness, than of their piety.
156948.
განდი | ნაწილი V, თავი VII
აქ ხუთფეხა ძროხა ვნახე!
Here I saw a cow with five feet!
156949.
განდი | ნაწილი V, თავი VII
მეხუთე ფეხი ცოცხალი ხბოსთვის მოეკვეთათ და ძროხის ბეჭზე გადაენერგათ!
The fifth foot was nothing else but a foot cut off from a live calf and grafted upon the shoulder of the cow!
156950.
განდი | ნაწილი V, თავი VII
რომელ ინდუსს არ მიიზიდავს ხუთფეხა ძროხის დანახვა და ასეთი სასწაულის შემხედვარე, რომელი ინდუსი არ გაიღებს მოწყალებას?!
There was no Hindu but would be attracted by a five-footed cow, and no Hindu but would lavish his charity on such a miraculous cow.
156951.
განდი | ნაწილი V, თავი VII
ჰარდვარში მომლოცველის აღტყინებას არ მოვუყვანივარ.
I had not gone to Hardvar with the sentiments of a pilgrim.
156952.
განდი | ნაწილი V, თავი VII
მაგრამ შეუძლებელია, მილიონ შვიდასიათასი მომლოცველიდან, ყველა ფარისეველი ან ღირსშესანიშნაობათა უბრალო დამთვალიერებელი ყოფილიყო.
But the seventeen lakhs of men that were reported to be there could not all be hypocrites or mere sight-seers.
156953.
განდი | ნაწილი V, თავი VII
დარწმუნებული ვიყავი, რომ მათში უთვალავი იქნებოდა მსახურებისა და თვითგანწმენდის სურვილით შეპყრობილი.
I had no doubt that countless people amongst them had gone there to earn merit and for self-purification.
156954.
განდი | ნაწილი V, თავი VII
ძნელია, თუ შეუძლებელი არა, აღწერო, როგორ ამაღლებს ადამიანის სულს ასეთი რწმენა.
It is difficult, if not impossible, to say to what extent this kind of faith uplifts the soul.
156955.
განდი | ნაწილი V, თავი VII
მთელი ღამე ღრმა ფიქრებში გავატარე.
I passed the whole night in deep thought.
156956.
განდი | ნაწილი V, თავი VII
ისინი შემოქმედის წინაშე უცოდველნი წარსდგებოდნენ.
They would be free of guilt before their Maker.
156957.
განდი | ნაწილი V, თავი VII
ეს სავსებით ბუნებრივი იყო ჩემთვის.
This was quite natural for me.
156958.
განდი | ნაწილი V, თავი VII
გამახსენდა ის ფუჭი ჯაფა, რომელიც ჩემი სტუმრობის გამო ჩემს კალკუტელ და რანგუნელ მასპინძლებს მიადგა.
I thought of the unnecessary trouble I had caused to my hosts at Calcutta and Rangoon.
156959.
განდი | ნაწილი V, თავი VII
დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ თავს ასეთ შეზღუდვას არ დავუწესებდი, ჩემს მომავალ მასპინძლებს მეტ უხერხულობას შევუქმნიდი და ნაცვლად იმისა, რომ მათთვის გამეწია სამსახური, ვაიძულებდი, აქეთ მომსახურებოდნენ.
I was convinced that, if I did not impose these restrictions on myself, I should put my future hosts to considerable inconvenience and should engage them in serving me rather than engage myself in service.
156960.
განდი | ნაწილი V, თავი VII
ამიტომ დავდე აღთქმა, რომ ვიდრე ინდოეთში ვიყავი, ოცდაოთხი საათის განმავლობაში ხუთი თავი საჭმლის მეტი არასოდეს მეჭამა და მზის ჩასვლის შემდეგ საკვები აღარ მიმეღო.
So I pledged myself never whilst in India to take more than five articles in twenty four hours, and never to eat after dark.