მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157021.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ერთ-ერთი მიდგომით, პაციენტს ეხმარებიან ფიზიკური სიმპტომების ცხოვრებისეულ სტრესულ მოვლენასთან დაკავშირებით, ამასთან, არ ეხებიან შუალედურ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს და განიხილავენ სტრესის დაძლევისა ან შემსუბუქების გზებს.
One approach is to help the patient to make links between symptoms and stressful life events, leaving out psychological processes, and to discuss how these stresses might be reduced.
157022.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
მწვავე პრობლემების მკურნალობა ხდება მხოლოდ კონსულტაციით ან მედიკამენტურ მკურნალობასთან კომბინაციით.
Acute problems are often treated with only counselling or combined with medication.
157023.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ზოგი პრაქტიკოსი მიმართავს მარტივ ბიჰევიორულ მკურნალობას.
Some practices also provide simple behavioural treatments.
157024.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ნებისმიერი ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთან დაკავშირებით ნათლად უნდა განისაზღვროს და რეგულარულად გადაისინჯოს ოჯახის ექიმისა და თემში მოქმედი გუნდის როლი.
In relation to any patient with chronic mental disorder the respective roles of the general practitioner and the community team should be clearly defined, and reviewed regularly.
157025.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ქრონიკული შიზოფრენიის მქონე ზოგიერთი პაციენტის მომსახურებისას ოჯახის ექიმი ზრუნავს პაციენტის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, აფასებს ზოგად პროგრესს, ნიშნავს წამალს, ხელს უწყობს მკურნალობის რეჟიმის დაცვას და ეხმარება ოჯახს.
With regard to the care of some patients with chronic schizophrenia, the general practitioner might be responsible for their physical health, assess their general progress, administer and encourage compliance with medication, and support the family.
157026.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
კენდრიკმა, თავის კოლეგებთან ერთად, დაადგინა, რომ ოჯახის ექიმი დამატებითი ტრენინგის შემდეგაც ვერ ახერხებს ხანგრძლივი ფსიქიატრიული დაავადების მქონე პაციენტის სტრუქტურირებულ გამოკვლევას.
Kendrick found that even with additional training, general practitioners are not very reliable at making structured assessments of patients with long-term psychiatric illness.
157027.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ასეთი სტილით მუშაობისას ფსიქიატრი და გუნდის სხვა წევრები არ ნახულობენ პაციენტს, მაგრამ რჩევას იძლევიან ოჯახის ექიმის მიერ პაციენტის გამოკვლევაზე დაყრდნობით.
In this style of working, the psychiatrist and other members of the team do not see patients, but give advice based on the general practitioner’s assessment of patients.
157028.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ფსიქიატრი გამოკვლევას უტარებს პაციენტს ისეთ შემთხვევაში, როცა დიაგნოზი ან მკურნალობა ზოგადი პრაქტიკის ექიმისთვის გაურკვეველია.
The psychiatrist assesses patients when the GP is uncertain about diagnosis or treatment.
157029.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
პაციენტი, რომელსაც სპეციალისტის მკურნალობა ესაჭიროება, დადგენილი წესით, ამბულატორიულ კლინიკაში იგზავნება.
Patients who are identified as needing specialist treatment are, usually, then referred to a psychiatric outpatient clinic.
157030.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ფსიქიატრი, ძირითადად, პირველად ჯანდაცვაში მუშაობს და პაციენტების უმრავლესობას, უფრო ხშირად, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა ან სახლებში ნახულობს, ვიდრე საავადმყოფოს ამბულატორიულ კლინიკებში.
The psychiatrist works mainly in primary care, seeing most patients at the primary care centre or at home, rather than in the hospital outpatient clinic.
157031.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქიატრიული ექთანიც პირველად ჯანდაცვაში მუშაობენ და შეფასებას, კონსულტირებასა ან ბიჰევიორულ მკურნალობას ახორციელებენ.
Clinical psychologists and psychiatric nurses can also work in primary care, providing assessment, counselling, or behavioural treatment.
157032.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
პაციენტისთვის აუცილებელი არაა ფსიქიატრიულ კლინიკაში მისვლა, თუმცა, ფსიქიატრიულ და პირველადი ჯანდაცვის გუნდს შორის კონტაქტი, შეიძლება, ძალიან იშვიათი იყოს.
Patients no longer need to visit a psychiatric clinic, but there may be little contact between the psychiatric and primary care teams.
157033.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ზოგიერთ ქვეყანაში პაციენტს შეუძლია პირდაპირ მიმართოს სპეციალისტს და ამიტომ პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ფსიქიატრიულ სერვისში და პირველად დონეზე, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან.
In some countries patients can go directly to a specialist, so that those treated by the psychiatric services may not be very different from those treated in primary care.
157034.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ბრიტანეთში ფსიქიატრიული სერვისის მომხმარებელი პაციენტების უმეტესობას მძიმე და ქრონიკული შფოთვითი აშლილობა, გუნებ-განწყობის მძიმე აშლილობა, შიზოფრენია ან დემენცია აქვს.
In the UK, most patients in contact with the psychiatric services have severe and chronic anxiety disorders, severe mood disorder, schizophrenia or dementia.
157035.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
მწვავე ფსიქიატრიული აშლილობის დროს სპეციალისტის მომსახურებისთვის საჭიროა თემში მომუშავე გუნდი, რომელსაც ეხმარება ამბულატორიული, დღის სტაციონარის და სტაციონარული სერვისები.
Specialist care of acute psychiatric disorder requires community teams, supported by outpatient, day patient, and inpatient provisions.
157036.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
თემში მოქმედი გუნდი ტრადიციულად ზოგადი პროფილის არის და მუშაობს მოზრდილთა ყველა სახის ფსიქიატრიულ პრობლემაზე.
Community teams have traditionally been generic, dealing with all kinds of adult psychiatric problems.
157037.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
დღის სტაციონარი მწვავე შემთხვევებისთვის ემსახურება მწვავე დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში სტაციონარში მოხვდებოდნენ.
Acute day hospital care for patients with acute illness who would otherwise be admitted to hospital.
157038.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ასეთი დახმარება შესაფერისია იმათთვის, ვისაც შეუძლია საღამოს საათებში და დასვენების დღეებში ოჯახთან ერთად ყოფნა.
Such care is generally more appropriate for those who can be with their families in the evening and at weekends.
157039.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
შესაფერისი მდგომარეობებია: ზომიერი ინტენსივობის დეპრესიული აშლილობები, რომლებსაც არ ახლავს სუიციდის მნიშვნელოვანი რისკი, შფოთვითი აშლილობა, ობსესიური აშლილობები და ზოგიერთი კვებითი აშლილობა.
Suitable conditions include depressive disorders of moderate intensity and without substantial risk of suicide, anxiety and obsessional disorders, and some eating disorders.
157040.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ხუთიდან ოთხ კვლევაში აღმოჩნდა, რომ დღის სტაციონარის მომსახურება უფრო იაფი იყო, ვიდრე საავადმყოფოს სტაციონარული მომსახურება.
Four out of five trials found that day hospital care was cheaper than inpatient care.