მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157041.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
დღის სამკურნალო პროგრამები ახორციელებს უფრო ინტენსიურ მკურნალობას იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ამბულატორიული დახმარება არ აღმოჩნდა ეფექტური.
Day treatment programmes provide more intensive treatment for people to whom outpatient care is not effective.
157042.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
დღის ცენტრები დახმარებას უწევს სერვისის ხანგრძლივ მომხმარებლებს.
Day care centres support long-term service users.
157043.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ასეთი მომსახურება ყურადღებით უნდა დაიგეგმოს აქტიური მკურნალობის პროგრამასთან ერთად, რომელიც სპეციფიკურია თითოეული პაციენტის საჭიროებების მიმართ.
Such care needs to be planned carefully with an active treatment programme that is specific to each patient’s needs.
157044.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელს შეიძლება გაუჩნდეს დამოკიდებულება.
Otherwise attenders may develop dependency.
157045.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ხანდაზმულების გარდა ფსიქიატრიული პაციენტების უმეტესობას, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივ მომსახურეობას, აქვთ შიზოფრენია, ქრონიკული აფექტური აშლილობა, პრესენილური დემენცია ან პიროვნული აშლილობა აგრესიულ ქცევასთან ან ნივთიერებების მოხმარებასთან ერთად.
With the exception of the elderly, most psychiatric patients who require long-term care have schizophrenia, chronic affective disorders, presenile dementia, or personality disorders with aggressive behaviour or substance misuse.
157046.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ერთ წელზე მეტი ხნით ჰოსპიტალიზაცია, განიხილება, როგორც „ახალი ხანგრძლივად დაყოვნებული“.
Patients who need care in hospital for more than one year are referred to as the "new long-stay".
157047.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
„ძველი ხანგრძლივად დაყოვნებულის“ საპირისპიროდ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში, ჰოსპიტლების დახურვის პროგრამის დაწყებამდე, საავადმყოფოში იმყოფებოდა.
In contrast with the "old long stay", who had been resident in hospital for many years before hospital closure programmes were initiated.
157048.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
თუ ფსიქიკური აშლილობების მქონე პაციენტს უნდა უმკურნალონ თემში, აუცილებელია განხორციელდეს მომსახურების ყველა ის ელემენტი, რომელსაც იგი სტაციონარში მიიღებდა.
If patients with psychiatric disorder are to be treated in the community, it is necessary to provide all the elements of care that they would have received in hospital.
157049.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
როცა მძიმე ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანი ოჯახში ცხოვრობს, მისი ძირითადი მზრუნველები ოჯახი და მეგობრები არიან.
When people with severe mental illness live at home, family and friends are the main carers.
157050.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ისინი პაციენტს უწევენ იმ დახმარებას, რომელსაც საავადმყოფოში მედდები გასწევენ.
They provide the help to the patient that would have been given by nurses in hospital.
157051.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
მაგალითად, ისინი ხელს უწყობენ პაციენტს, რომ დილით ადგეს, დაიცვას პირადი ჰიგიენა, რეგულარულად მიიღოს საკვები.
For example, they may have to encourage the patient to get up in the morning, maintain personal hygiene, eat regular meals.
157052.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
მზრუნველები, ასევე, ეხმარებიან პაციენტს დაიცვას მკურნალობა.
Carers also encourage collaboration with treatment.
157053.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
თუ პაციენტს ხშირად აღენიშნება პრობლემური ქცევა, ხანგრძლივი მოვლა საკმაოდ სტრესული ხდება.
If patients have many problem behaviours, prolonged involvement in their care is stressful.
157054.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ასეთ შემთხვევაში, მზრუნველებს შეიძლება დასჭირდეთ დახმარება, რჩევის მიცემა და ზოგჯერ - შესვენება.
Carers may then need support and advice, and sometimes periods of respite.
157055.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
მოხალისე მზრუნველები თემში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მრავალგვარ მომსახურებაში.
Volunteer carers play an important part in many systems of community care.
157056.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ტრენინგ გავლილ მოხალისეებს შეუძლიათ დაეხმარონ პაციენტს და ოჯახს, ზოგიერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია ასაქმებს პროფესიონალ მზრუნველებს როგორიც, მაგალითად, ჰოსტელების პერსონალია.
Trained volunteers can help to support patients and their families, and some charitable organizations employ professional carers, such as hostel staff.
157057.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
სტაციონარიდან გაწერილ პაციენტს სჭირდება საკვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
Patients who have been discharged from hospital have needs for food and shelter.
157058.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ბევრი მათგანი ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ზოგიერთი თვითონ ქირაობს ბინას.
Many live with their families, and some care for themselves in rented accommodation.
157059.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ზოგ ადამიანს სურს მდგმურად აიყვანოს ფსიქიკურად დაავადებული პაციენტი და აღმოუჩინოს დამატებითი დახმარება.
Some people are willing to receive patients with mental disorders as lodgers and to provide them with extra care.
157060.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ასეთი პრაქტიკა კარგად მუშაობს ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ ბრიტანეთში ფართოდ არ არის დამკვიდრებული.
This practice works well in some countries, but has not been adopted widely in the UK.