მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157081.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ფსიქიკური სტატუსის რეგულარულ შეფასებას და პაციენტის მიერ დანიშნულების დაცვას, ჩვეულებრივ, უზრუნველყოფს ძირითადი მუშაკი,
Regular reappraisal of the patient’s mental state and of collaboration with treatment is usually performed by the key worker.
157082.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, არის თემში მომუშავე მედდა, ხოლო დაგეგმილ, მაგრამ შედარებით იშვიათ, განმეორებით შეფასებას ახორციელებს ფსიქიატრი.
Who is often a community nurse, with planned but less frequent reassessment by a psychiatrist.
157083.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ქრონიკული აშლილობის მქონე ზოგ ადამიანს ავიწყდება ვიზიტზე მისვლა, ამიტომ აუცილებელია, რომ არსებობდეს შეხსენების სისტემა და კონტაქტის განახლების შესაძლებლობები.
Some patients with chronic disorders forget appointments, and it is important to have a recall system and take prompt steps to re-establish contact.
157084.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
მნიშვნელოვანია, რომ ფსიქიკურ აშლილობასთან ერთად, ინახოს პაციენტის ფიზიკური ჯანმრთელობაც.
It is important to review patient's physical health as well as the psychiatric disorder.
157085.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ხანგრძლივი ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებმა შეიძლება არ მოითხოვონ დახმარება ან არ ისარგებლონ შეთავაზებული დახმარებით.
Patients with long-term psychiatric disorder may not seek help, or may not accept the help that is offered.
157086.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ამდენად, ოჯახის ექიმის მიერ პაციენტის ფიზიკური მდგომარეობის გამოკვლევა პაციენტზე მზრუნველობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
Therefore, the assessment of the patient's physical state by the general practitioner is an important part of the patient care.
157087.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
თემის პერსონალი სწრაფად უნდა რეაგირებდეს კრიზისზე.
Community care staff need to respond quickly to crises.
157088.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ოჯახი და მოხალისეთა ორგანიზაციების პერსონალი უფრო ადვილად იღებს პაციენტს, როდესაც იცის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მის დახმარებას განახორციელებს გადაუდებელი განყოფილება.
Families and the staff of voluntary organizations accept patients more readily if they know that help will be available quickly in an emergency.
157089.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
სწორი მოქმედებით შესაძლებელია ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილება.
Readmission to hospital may be avoided by prompt action.
157090.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
მნიშვნელოვანია კრიზისის გეგმის წინასწარ შეთანხმება პაციენტთან და მის მზრუნველთან.
It is important to have an advanced agreement about a crisis plan with the patient and their carers.
157091.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
თემში მოქმედი მომსახურება ძვირია, ხოლო ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო დაფინანსება შეზღუდული, რის გამოც სისტემის მოქმედება ოჯახების და მოხალისეების წვლილზე არის დამოკიდებული.
Community care is costly, and in most countries public funds are limited, with the result that arrangements often depend on contributions by families and voluntary groups.
157092.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
მნიშვნელოვანია, რომ ოჯახები და მოხალისეთა ჯგუფები ჩართულნი იყვნენ სერვისის დაგეგმვაში და რომ მათი და პროფესიონალი პერსონალის პასუხისმგებლობები ერთმანეთთან იყოს შეთანხმებული.
It is important that these families and voluntary groups are involved in the planning of services, and that there is agreement about their responsibilities and those of professional staff.
157093.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ასეთი შეთანხმების გარეშე, ოჯახის წევრებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ მათ საჭიროზე მეტი საქმის კეთება მოეთხოვებათ, ხოლო პროფესიონალებმა მიიჩნიონ, რომ მოხალისეების მოქმედება სცილდება მათ პასუხისმგებლობას.
Without this agreement, family members may believe that they are required to take on over-demanding tasks, and professionals may be concerned that volunteers are taking on tasks beyond their capabilities.
157094.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
სერვისის შეფასებაში ოჯახებისა და მოხალისეთა ჯგუფების მონაწილეობა დადებითი შედეგების მომტანია.
It is good practice to involve families and voluntary groups in the evaluation of services.
157095.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ფსიქიატრიაში ტერმინი რეაბილიტაცია აღნიშნავს იმ პროცედურებს, რომლებიც ეხმარება პაციენტს მისი ფუნქციობის ოპტიმალური დონის მიღწევასა და შენარჩუნებაში.
In psychiatry, the term rehabilitation denotes procedures for helping patients to reach and maintain their best level of functioning.
157096.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ასეთი დახმარება შეიძლება განხორციელდეს სტაციონარში, დღის სტაციონარში ან სარეაბილიტაციო ცენტრში.
This help may be provided in an inpatient unit, a day hospital, or a rehabilitation centre.
157097.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
რეაბილიტაციის დროს გამოყენებული პროცედურებია: სამედიცინო, ფსიქოლოგიური, ოკუპაციური, სოციალური და საყოფაცხოვრებო.
The procedures used in rehabilitation are medical, psychological, occupational, social, and residential.
157098.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბევრ პაციენტს სჭირდება წამლები შიზოფრენიის ან ქრონიკული აფექტური აშლილობის კონტროლისთვის.
Most patients in rehabilitation programmes require medication to control symptoms of schizophrenia or of chronic affective disorder.
157099.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ფსიქოლოგიური მეთოდები მოიცავს მხარდამჭერ თერაპიას, ბიჰევიორულ პროგრამებს და ტრენინგს სოციალურ უნარ-ჩვევებში.
Psychological methods include supportive therapy, behavioural programmes, and social skills training.
157100.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 23, ფსიქიატრიული სერვისები
ოკუპაციური მუშაობა ეხმარება პაციენტს დღის დაგეგმვაში და აძლევს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობას.
Occupational procedures helps to structure the day and provides an opportunity for interaction with other people.