მოიძებნა 669201 ჩანაწერი
159381.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
რაჯკუმარ შუკლას ბეტიას მახლობლად ჰქონდა კარმიდამო.
Rajkumar Shukla's place was in the vicinity of Bettiah.
159382.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
ეს მეც ძალიან მინდოდა.
I was equally anxious to do so.
159383.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
ასე რომ, ჩემს თანამშრომლებთან ერთად იმავე დღეს მოტიჰარისკენ გავეშურე.
So I started with my co-workers for Motihari the same day.
159384.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
ბაბუ გორაქჰ პრასადის სახლი, სადაც დავბინავდით, ქარვასლას დაემსგავსა.
Babu Gorakh Prasad harboured us in his home, which became a caravanserai.
159385.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
სპილოზე ამხედრებულები დანიშნულების ადგილისკენ გავემართეთ.
We set off for the place on elephant's back.
159386.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
რაც შეეხება სპილოს, სხვათა შორის, ჩამპარანში ის ტრანსპორტის ისეთივე სახეობაა, როგორიც კამეჩებშებმული ჩარდახი გუჯარათში.
An elephant, by the way, is about as common in Champaran as a bullock-cart in Gujarat.
159387.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
გზის ნახევარიც არ გვექნებოდა გავლილი, რომ პოლიციის სუპერინტენდანტის შიკრიკი წამოგვეწია.
We had scarcely gone half way when a messenger from the Police Superintendent overtook us.
159388.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
მთელი ღამე წერილების წერასა და ბაბუ ბრაჯკიშორ პრასადისათვის აუცილებელი მითითებების მიცემას მოვანდომე.
I kept awake that whole night writing letters and giving necessary instructions to Babu Brajkishore Prasad.
159389.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
ამბავი წერილობითი გაფრთხილებისა და სასამართლო უწყების შესახებ ელვისებური სისწრაფით გავრცელდა და, როგორც მითხრეს, მოტიჰარი იმ დღეს უპრეცედენტო სანახაობის მომსწრე გახდა.
The news of the notice and the summons spread like wildfire, and as I was told that Motihari that day witnessed unprecedented scenes.
159390.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
საბედნიეროდ, მე ჩემი საქმე დასრულებული მქონდა და შემეძლო, ხალხთან გავსულიყავი.
Fortunately, I had finished all my work and so was able to cope with the crowds.
159391.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
ჩემი თანმხლებნი ძალიან დამეხმარნენ.
My companions proved the greatest help.
159392.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
თანამდებობის პირებს — კოლექტორს, მოსამართლეს, პოლიციის სუპერინტენდანტსა და ჩემს შორის ერთგვარი მეგობრული ურთიერთობა დამყარდა.
A sort of friendliness sprang up between the officials – Collector, Magistrate, Police Superintendent – and myself.
159393.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
ისინი მიხვდნენ, რომ პირადად მათ არაფერს ვერჩოდი.
They thus saw that I did not want to offend them personally.
159394.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
ხალხმა წუთიერად დაკარგა იმის შიში, რომ დასჯიდნენ.
The people had for the moment lost the fear of punishment.
159395.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
უნდა აღინიშნოს, რომ ჩამპარანში არავინ მიცნობდა.
It should be mentioned that no one knew me in Champaran.
159396.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
გლეხები წერა-კითხვის უცოდინრები იყვნენ.
The peasants were all ignorant.
159397.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
ჩამპარანი განგიდან ჩრდილოეთით, ჰიმალაების ძირში, ნეპალის სიახლოვეს მდებარეობს და დანარჩენ ინდოეთს მთლიანად არის მოწყვეტილი.
Champaran, being far up north of the Ganges, and right at the foot of the Himalayas in close proximity to Nepal, was cut off from the rest of India.
159398.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
იმ მხარეში ინდოეთის კონგრესის შესახებ წარმოდგენა ცოტას თუ ჰქონდა.
The Congress was practically unknown in those parts.
159399.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
თანამშრომლებთან მოვითათბირე და გადავწყვიტეთ, რომ კონგრესის სახელით არ გვემოქმედა.
In consultation with my co-workers I had decided that nothing should be done in the name of the Congress.
159400.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
ჩვენ საქმე გვაინტერესებდა და არა სახელი, არსი და არა — აჩრდილი.
What we wanted was work and not name, substance and not shadow.