მოიძებნა 669201 ჩანაწერი
159401.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
გაუზვიადებლად შემიძლია გითხრათ, რომ გლეხებთან იმ შეხვედრებისას მე ღმერთის, აჰიმსასა და ჭეშმარიტების პირისპირ ვიდექი.
It is no exaggeration to say that in this meeting with the peasants I was face to face with God, Ahimsa and Truth.
159402.
განდი | ნაწილი V, თავი XIV
კანონის მიხედვით, სასამართლოს წინაშე მე უნდა წარვმდგარიყავი, მაგრამ ხელისუფლება აღმოჩნდა სამართალში მიცემული.
According to the law, I was to be on my trial, but Government was to be on its trial.
159403.
განდი | ნაწილი V, თავი XV
საქმე შეწყვეტილია.
CASE WITHDRAWN.
159404.
განდი | ნაწილი V, თავი XV
პროცესი დაიწყო.
The trial began.
159405.
განდი | ნაწილი V, თავი XV
მთავრობის დამცველი, მოსამართლე და სასამართლოს სხვა წევრები ნემსებზე ისხდნენ.
The Government pleader, the Magistrate and other officials were on tenterhooks.
159406.
განდი | ნაწილი V, თავი XV
დაბნეულებმა აღარ იცოდნენ, რა ექნათ.
They were at a loss to know what to do.
159407.
განდი | ნაწილი V, თავი XV
მაგრამ მე ჩავერიე და მოსამართლეს ვთხოვე, საქმე არ გადაედო.
But I interfered and requested the Magistrate not to postpone the case.
159408.
განდი | ნაწილი V, თავი XV
„სასამართლოს ნებართვით მსურს აგიხსნათ, თუ რატომ გადავდგი მეტად სერიოზული ნაბიჯი და არ დავემორჩილე ბრძანებას, რომელიც 144-ე მუხლის შესაბამისად გაიცა.
'With the permission of the Court I would like to make a brief statement showing why I have taken the very serious step of seemingly disobeying the order passed under section 144.
159409.
განდი | ნაწილი V, თავი XV
„საქმე ეხება ადგილობრივი ადმინისტრაციისა და ჩემს შეხედულებებს შორის განსხვავებას.“
'It is a question of difference of opinion between the Local Administration and myself.'
159410.
განდი | ნაწილი V, თავი XV
„სხვა მოტივი არ მქონია და ვერ დავიჯერებ, რომ ჩემს ჩამოსვლას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და მსხვერპლის მოტანა შეეძლო.“
'I have no other motive, and cannot believe that my coming can in any way disturb public peace and cause loss of life.'
159411.
განდი | ნაწილი V, თავი XV
„მაგრამ ხელისუფლებამ სხვაგვარად განსაჯა.“
'The Administration, however, have thought differently.'
159412.
განდი | ნაწილი V, თავი XV
„კარგად მესმის მათი მდგომარეობის სირთულე და ვაღიარებ, რომ ისინი, შესაძლოა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებდნენ.“
'I fully appreciate their difficulty, and I admit too that they can only proceed upon information they received.'
159413.
განდი | ნაწილი V, თავი XV
„მსურს დაგანახოთ, რომ ბრძანება კანონიერი ხელისუფლების მიმართ უპატივცემულობის გამო კი არ უგულებელვყავი, არამედ იმიტომ, რომ ადამიანის არსებობის უზენაეს კანონს — სინდისის ხმას დავემორჩილე.“
'I want to show that I have disregarded the order served upon me not for want of respect for lawful authority, but in obedience to the higher law of our being, the voice of conscience.'
159414.
განდი | ნაწილი V, თავი XV
საქმის გადადების მიზეზი აღარ არსებობდა.
There was now no occasion to postpone the hearing.
159415.
განდი | ნაწილი V, თავი XV
მაგრამ რადგან მოსამართლეც და სამთავრობო დამცველიც მოულოდნელობისაგან დაიბნენ, მოსამართლემ განაჩენის გამოტანა გადადო.
But as both the Magistrate and the Government pleader had been taken by surprise, the Migistrate postponed judgment.
159416.
განდი | ნაწილი V, თავი XV
ამასობაში მე საქმის ყველა დეტალი ტელეგრამით ვაცნობე მეფისნაცვალს, მეგობრებს პატნაში, პანდიტ მადან მოჰან მალავიასა და სხვებს.
Meanwhile I had wired full details to the Viceroy, to Patna friends, as also to Pandit Madan Mohan Malaviya and others.
159417.
განდი | ნაწილი V, თავი XV
კოლექტორს, მისტერ ჰეიკოკს ვეწვიე.
I called on the Collector Mr. Heycock.
159418.
განდი | ნაწილი V, თავი XV
ეს ამბავი ხალხშიც და პრესაშიც განიხილებოდა და ჩემმა საქმიანობამაც მოულოდნელი პოპულარობა მოიპოვა.
The affair was freely discussed both locally and in the press, and my inquiry got unexpected publicity.
159419.
განდი | ნაწილი V, თავი XV
ჩემი გამოძიების ჩასატარებლად აუცილებელი იყო, მთავრობა ნეიტრალური დარჩენილიყო.
It was necessary for my inquiry that the Government should remain neutral.
159420.
განდი | ნაწილი V, თავი XV
ვითარება ჩამპარანში იმდენად საჩოთირო და რთული იყო, რომ ზედმეტი კრიტიკა ან, თუნდაც, გადამეტებული ყურადღება საქმეს მხოლოდ ავნებდა.
The situation in Champaran was so delicate and difficult that over-energetic criticism or highly coloured reports might easily damage the cause.