მოიძებნა 669201 ჩანაწერი
159461.
განდი | ნაწილი V, თავი XVII
იმასაც ვუხსნიდი, რომ არც ისეთი დიდი განსხვავება იყო გუჯარათულის, ჰინდის ალფაბეტებს შორის.
I explained that as regards letters there was not so great a difference between Gujarati, Hindi.
159462.
განდი | ნაწილი V, თავი XVII
მან სული და გული ჩააქსოვა საქმეში.
She threw herself heart and soul into her work.
159463.
განდი | ნაწილი V, თავი XVII
ყველას კანის დაავადებები სტანჯავდა.
They were all suffering from skin diseases.
159464.
განდი | ნაწილი V, თავი XVII
ამ საქმისთვის ექიმები დაგვჭირდა.
Doctors were needed for this work.
159465.
განდი | ნაწილი V, თავი XVII
მასწავლებლებს — მამაკაცებსაც და ქალებსაც მისი ხელმძღვანელობით უნდა ემუშავათ.
The teachers – men and women – had all to work under him.
159466.
განდი | ნაწილი V, თავი XVII
დისციპლინის დარღვევის არც ერთი შემთხვევა არ მახსენდება.
I do not remember a single occasion of indiscipline.
159467.
განდი | ნაწილი V, თავი XVIII
სოფელში შეღწევა.
PENETRATING THE VILLAGES.
159468.
განდი | ნაწილი V, თავი XVIII
თუ ავადმყოფს ენაზე ნადები ჰქონდა ან გაუვალობას უჩიოდა, აბუსალათინის ზეთს უნიშნავდნენ.
If the patient showed a furred tongue or complained of constipation, castor oil was administered.
159469.
განდი | ნაწილი V, თავი XVIII
ავადმყოფებს წამლების შინ წაღების უფლება არ ჰქონდათ.
No patient was permitted to take home any medicine.
159470.
განდი | ნაწილი V, თავი XVIII
გართულების შემთხვევაში დოქტორი დევისთვის უნდა მიემართათ.
Wherever there was some complication Dr. Dev was consulted.
159471.
განდი | ნაწილი V, თავი XVIII
სანიტარული სამუშაო რთული იყო.
Sanitation was a difficult affair.
159472.
განდი | ნაწილი V, თავი XVIII
მოსახლეობა თვითონ ვერაფერს აკეთებდა.
The people couldn't do anything themselves.
159473.
განდი | ნაწილი V, თავი XVIII
დოქტორი დევი ფარ-ხმალს იოლად არ ყრიდა.
Dr. Dev was not a man easily to lose heart.
159474.
განდი | ნაწილი V, თავი XVIII
გაწმინდეს გზები და ეზოები, ამოასუფთავეს ჭები.
They swept the roads and the courtyards, cleaned out the wells.
159475.
განდი | ნაწილი V, თავი XVIII
ზოგიერთი გლეხი დაუფარავად გამოხატავდა უკმაყოფილებას.
Some villagers frankly expressed their dissatisfaction.
159476.
განდი | ნაწილი V, თავი XVIII
ჩემს მეუღლეს ვთხოვე, მათთვის ეკითხა, რატომ არ ირეცხავდნენ ტანსაცმელს.
So I told my wife to ask them why they did not wash their clothes.
159477.
განდი | ნაწილი V, თავი XVIII
ერთ-ერთმა მათგანმა ის თავის ქოხში შეიპატიჟა და უთხრა: „აი, ხედავთ, კარადა არა მაქვს, არც სკივრი.“
One of them took her into her hut and said: 'Look now, there is no box or cupboard here'.
159478.
განდი | ნაწილი V, თავი XVIII
„ეს სარი, რომელიც მაცვია, ერთადერთია.“
'The sari I am wearing is the only one I have.'
159479.
განდი | ნაწილი V, თავი XVIII
„როგორ უნდა გავრეცხო?!“
'How am I to wash it?'
159480.
განდი | ნაწილი V, თავი XVIII
„გადაეცით მაჰათმაჯის, მომცეს კიდევ ერთი სარი და გპირდებით, ყოველდღე ტანსაც დავიბან და ტანსაცმელსაც გავირეცხავ.“
'Tell Mahatmaji to get me another sari, and I shall then promise to bathe and put on clean clothes every day.'