მოიძებნა 669201 ჩანაწერი
159521.
განდი | ნაწილი V, თავი XX
გაფიცვის ხელმძღვანელებმა მიიღეს ეს პირობები და მუშებმა საერთო კრებაზე ფიცი დადეს, რომ მუშაობას არ განაახლებდნენ მანამ, სანამ ყველა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, ან ვიდრე ფაბრიკის მფლობელები არ დათანხმდებოდნენ, სადავო საკითხი არბიტრაჟისთვის გადაეცათ.
The leaders of the strike accepted these conditions, and the labourers pledged themselves at a general meeting not to resume work until either their terms were accepted or the mill-owners agreed to refer the dispute to arbitration.
159522.
განდი | ნაწილი V, თავი XX
სწორედ ამ გაფიცვის დროს გავიცანი ადვოკატები ვალაბჰაი პატელი და შანკარლალ ბენკერი.
It was during this strike that I came to know Sjts. Vallabhbhai Patel and Shankarlal Banker.
159523.
განდი | ნაწილი V, თავი XX
საბარმატის სანაპიროზე, ხეების ჩრდილქვეშ ყოველდღიურად ვაწყობდით გაფიცულების მიტინგებს.
We had daily meetings of the strikers under the shade of a tree on the bank of the Sabarmati.
159524.
განდი | ნაწილი V, თავი XX
ყოველდღე მშვიდობიან მსვლელობებს აწყობდნენ ქალაქის ქუჩებში პლაკატებით ხელში, რომლებსაც ეწერა: „არ გატეხო ფიცი“.
They daily paraded the streets of the city in peaceful procession, carrying their banner bearing the inscription 'keep the pledge'.
159525.
განდი | ნაწილი V, თავი XX
გაფიცვა ოცდაერთ დღეს გაგრძელდა.
The strike went on for twenty-one days.
159526.
განდი | ნაწილი V, თავი XX
გაფიცვის განმავლობაში დროდადრო ვეთათბირებოდი ფაბრიკის მფლობელებს და ვევედრებოდი, სამართლიანად მოპყრობოდნენ მუშებს.
During the continuance of the strike, I consulted the mill-owners from time to time and entreated them to do justice to the labourers.
159527.
განდი | ნაწილი V, თავი XX
„ჩვენ ჩვენი ფიცი გვაქვს დადებული,” – მეუბნებოდნენ ისინი.
'We have our pledge too,' they used to say.
159528.
განდი | ნაწილი V, თავი XX
„ჩვენ მუშებთან მამაშვილური დამოკიდებულება გვაქვს.”
'Our relations with the labourers are those of parents and children.'
159529.
განდი | ნაწილი V, თავი XXI
აშრამისათვის თვალის შევლება.
A PEEP INTO THE ASHRAM.
159530.
განდი | ნაწილი V, თავი XXI
ვიდრე იმის თხრობას გავაგრძელებდე, თუ როგორ წარიმართა მუშების საქმე, თვალი აშრამის ცხოვრებასაც უნდა შევავლოთ.
Before I proceed to describe the progress of the labour dispute it is essential to have a peep into the Ashram.
159531.
განდი | ნაწილი V, თავი XXI
იმ ხანად აშრამი აჰმადაბადის მახლობლად, პატარა სოფელ კოჩრაბში გვქონდა.
At that time the Ashram was in Kochrab, a small village near Ahmedabad.
159532.
განდი | ნაწილი V, თავი XXI
სოფელში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა.
Plague broke out in this village.
159533.
განდი | ნაწილი V, თავი XXI
ჩვენი ოცნება იყო, აშრამი სოფელსაც და ქალაქსაც მოშორებული ყოფილიყო.
Our dream was to have the Ashram at distance both from town and village.
159534.
განდი | ნაწილი V, თავი XXI
კოჩრაბის მიტოვების მიზეზად შავი ჭირიც კმაროდა.
The plague was sufficient notice to quit Kochrab.
159535.
განდი | ნაწილი V, თავი XXI
აჰმადაბადელი სოვდაგარი ფუნჯაბჰაი ჰირაზანდი დიდი ხნის წინ დაუახლოვდა ჩვენს აშრამს.
Sjt. Punjabhai Hirachand, a merchant in Ahmedabad, had come in close contact with the Ashram.
159536.
განდი | ნაწილი V, თავი XXI
მიწის ნაკვეთის ძებნაში მასთან ერთად დავიარე კოჩრაბის ჩრდილოეთი და სამხრეთი მხარე.
I went about with him north and south of Kochrab in search of land.
159537.
განდი | ნაწილი V, თავი XXI
ნაკვეთზე არც ხე იდგა და არც შენობა.
There was no building on the land and no tree.
159538.
განდი | ნაწილი V, თავი XXI
აშრამმა ნელ-ნელა დაიწყო ზრდა.
The Ashram had been slowly growing.
159539.
განდი | ნაწილი V, თავი XXI
ახლა აქ უკვე ორმოცზე მეტი ადამიანი ვიყავით — მამაკაცები, ქალები და ბავშვები.
We were now over forty souls, men, women and children.
159540.
განდი | ნაწილი V, თავი XXI
საჭმელს ყველა საერთო სამზარეულოში შევექცეოდით.
We had our meals at a common kitchen.