მოიძებნა 669201 ჩანაწერი
159601.
განდი | ნაწილი V, თავი XXV
გაკვეთილმა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე წარუშლელი კვალი დატოვა.
The lesson was indelibly imprinted on the public mind.
159602.
განდი | ნაწილი V, თავი XXV
ხალხის ხსნა ხალხისავე ხელშია.
The salvation of the people depends upon themselves.
159603.
განდი | ნაწილი V, თავი XXV
და მაინც, ქედის გლეხები ბოლომდე ვერ ჩასწვდნენ სატიაგრაჰას მნიშვნელობას.
Nevertheless, the Kheda peasants had not fully understood the inner meaning of Satyagraha.
159604.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
ერთსულოვნებისკენ სწრაფვა.
PASSION FOR UNITY.
159605.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
ევროპაში ჯერ კიდევ ომი იყო.
The war in Europe was still going on.
159606.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
მეფისნაცვალმა სხვადასხვა მოძრაობის ლიდერები კონფერენციაზე მიიწვია დელიში.
The Viceroy had invited various leaders to a conference in Delhi.
159607.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
უკვე მოგახსენეთ, რომ მეფისნაცვალ ლორდ ჩემსფორდთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა.
I have already referred to the cordial relations between Lord Chelmsford, the Viceroy, and myself.
159608.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
თუმცა, კონფერენციაში მონაწილეობას არ ვაპირებდი.
However, I wasn't going to take part in the conference.
159609.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
ისინი სულ ორჯერ მყავდა ნანახი.
I had met them only once or twice.
159610.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
იმ დროს ჯერ კიდევ კარგად არ ვიცნობდი ჰაკიმ საჰიბს, მაგრამ დირექტორმა რუდრამ და დინაბანდჰუ ენდრიუსმა ბევრი საქებარი სიტყვა მითხრეს მასზე.
I had not then come in close touch with Hakim Saheb, but Principal Rudra and Dinabandhu Andrews had told me a deal in his praise.
159611.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
მისტერ შუაიბ კურეში და მისტერ ხვაჯა კალკუტაში მუსლიმანთა ლიგაში გავიცანი.
I had met Mr. Shuaib Qureshi and Mr. Khwaja at the Muslim League in Calcutta.
159612.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
ასევე გავიცანი დოქტორი ანსარი და დოქტორი აბდურ რაჰმანი.
I had also come in contact with Drs. Ansari and Abdur Rahman.
159613.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
მუსლიმანებთან დაახლოებას ყოველთვის ვცდილობდი.
I was seeking the friendship of Musalmans.
159614.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას, მივხვდი, რომ ინდუსსა და მუსლიმანს შორის გულწრფელი მეგობრობა არ არსებობდა.
I had realized early enough in South Africa that there was no genuine friendship between the Hindus and the Musalmans.
159615.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
სამხრეთაფრიკულმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ჩემს აჰიმსას ყველაზე მკაცრი გამოცდა სწორედ ინდუსებისა და მუსლიმანების ერთობასთან დაკავშირებით ელოდა.
My South African experiences had convinced me that it would be on the question of Hindu-Muslim unity that my ahimsa would be put to its severest test.
159616.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
მაულანა მაჰამედ ალი ვრცელ წერილებს მწერდა ბეთულიდან და ჩჰინდვადიდან.
Maulana Mahomed Ali used to write long letters to me from Betul and Chhindwada.
159617.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
ძმები ალიები უკვე დაპატიმრებულები იყვნენ, როცა მუსლიმანმა მეგობრებმა კალკუტაში მუსლიმანთა ლიგის სესიაზე მიმიწვიეს.
It was after the imprisonment of the Ali Brothers that I was invited by Muslim friends to attend the session of the Muslim League at Calcutta.
159618.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
მუსლიმან მეგობრებსაც ვესაუბრე.
I had discussions with Musalman friends.
159619.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
მათ მოთხოვნებში არაფერი იყო არაეთიკური.
There was nothing immoral in their demands.
159620.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
ყველას ერთნაირი რელიგიური შეხედულებები რომ ჰქონდეს, სამყაროში მხოლოდ ერთი რელიგია იარსებებდა.
If all had the same belief about religion, there would be only one religion in the world.