მოიძებნა 669201 ჩანაწერი
159621.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
მუსლიმანთა მოთხოვნა ხალიფატთან დაკავშირებით არ ეწინააღმდეგებოდა ეთიკურ პრინციპებს.
The Muslim demand about the Khilafat was not against any ethical principle.
159622.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
მეგობრები ხშირად მაკრიტიკებდნენ ხალიფატის საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულების გამო.
Friends have always criticized my attitude regarding the Khilafat question.
159623.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
კრიტიკის მიუხედავად მიმაჩნდა, რომ არ არსებობდა მიზეზი, რომელიც პოზიციას შემაცვლევინებდა.
In spite of the criticism, I felt that I have no reason to revise my position.
159624.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
დინაბანდჰუ ენდრიუსმა წამოჭრა საკითხი, რამდენად ზნეობრივი იქნებოდა ჩემი მონაწილეობა ომის თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაში.
Dinabandhu Andrews raised a question about the morality of my participation in the war conference.
159625.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
მან მიამბო, რომ ბრიტანულ პრესაში ურთიერთგამომრიცხავი პუბლიკაციები გამოქვეყნდა ინგლისსა და იტალიას შორის ფარული გარიგებების არსებობის შესახებ.
He told me of the controversy in the British press regarding secret treaties between England and Italy.
159626.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
როგორ უნდა მიმეღო მონაწილეობა კონფერენციაში, თუ ინგლისი ფარულად მართლა გაურიგდა სხვა ევროპულ სახელმწიფოს?!
How could I participate in the conference, if England had entered into secret treaties with another European power?
159627.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
მე გარიგებების შესახებ არაფერი ვიცოდი.
I knew nothing of the treaties.
159628.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
ამიტომ ლორდ ჩელმსფორდს წერილი გავუგზავნე და ავუხსენი მიზეზი, თუ რატომ ვიკავებდი თავს კონფერენციაში მონაწილეობისაგან.
I therefore addressed a letter to Lord Chelmsford explaining my hesitation to take part in the conference.
159629.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
მან ამ საკითხზე სასაუბროდ მიმიწვია.
He invited me to discuss the question.
159630.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
დიდხანს ვისაუბრე მასთან და მის მდივანთან, მისტერ მეფისთან.
I had a prolonged discussion with him and his Secretary Mr. Maffey.
159631.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
„მეც ვკითხულობ ყველაფერს, რასაც ბრიტანეთის პრესა წერს საიდუმლო ხელშეკრულებებზე.“
'I too have read what the British papers say about the secret treaties.'
159632.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
„თქვენ საშუალება გექნებათ, ნებისმიერი ზნეობრივი პრობლემა წამოჭრათ და გვედავოთ, რამდენიც გენებოთ, ოღონდ ომის დასრულების შემდეგ და არა — დღეს.“
'You may raise whatever moral issues you like and challenge us as much as you please after the conclusion of the war, not today.'
159633.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
ეს არგუმენტი ახალი არ იყო.
The argument was not new.
159634.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
მე დავთანხმდი კონფერენციაში მონაწილეობაზე.
I agreed to attend the conference.
159635.
განდი | ნაწილი V, თავი XXVI
რაც შეეხება მუსლიმანთა მოთხოვნებს, ამასთან დაკავშირებით მეფისნაცვლისთვის წერილობით უნდა მიმემართა.
As regards the Muslim demands I was to address a letter to the Viceroy.
159636.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
კამპანია მოხალისეების შესაკრებად.
RECRUITING CAMPAIGN.
159637.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
ასე რომ, კონფერენციას დავესწარი.
So I attended the conference.
159638.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
ნებართვა ვითხოვე, რომ სიტყვა ჰინდი-ჰინდუსტანურ ენაზე წარმომეთქვა.
I asked for permission to speak in Hindi-Hindustani.
159639.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
მეფისნაცვალმა ამის ნება დამრთო, მაგრამ მთხოვა, ინგლისურადაც მელაპარაკა.
The Viceroy acceded to my request, but suggested that I should speak also in English.
159640.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
„საკუთარი პასუხისმგებლობის სრული შეგნებით მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ რეზოლუციას.“
'With a full sense of my responsibility, I beg to support the resolution.'