მოიძებნა 669201 ჩანაწერი
159661.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ იმედის გაცრუება გაწბილებას ნიშნავს.
But you should know that disappointment of hope means disillusion.
159662.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
არის კიდევ ერთი რამ, რაც არ მინდა, რომ გამომრჩეს.
There is one thing I may not omit.
159663.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
თქვენ მოგვიწოდეთ, დავივიწყოთ შინაუთანხმოებები.
You have appealed to us to sink domestic differences.
159664.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
ამდენად, ჩამპარანი და ქედა ჩემი პირდაპირი, კონკრეტული და განსაკუთრებული წვლილი გახლავთ ამ ომში.
Thus Champaran and Kheda are my direct, definite and special contribution to the War.
159665.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
დასასრულს მინდა, მისი უდიდებულესობის მინისტრებს ვთხოვო, მყარი გარანტია მოგვცენ მუსლიმანურ სახელმწიფოებთან დაკავშირებით.
Lastly, I would like you to ask His Majesty's Ministers to give definite assurance about Mohammedan States.
159666.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
დარწმუნებული ვარ, იცით, რომ ეს საკითხი ყოველ მუსლიმანს აღელვებს.
I am sure you know that every Mohammedan is deeply interested in them.
159667.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
როგორც ინდუსს, არ შემიძლია გულგრილი ვიყო მათი პრობლემების მიმართ.
As a Hindu, I cannot be indifferent to their cause.
159668.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
ამას გწერთ იმიტომ, რომ მე მიყვარს ინგლისელი ერი და გულით მწადია, ყოველ ინდოელში ინგლისელების მიმართ ერთგულება გავაღვივო.
I write this, because I love the English nation, and I wish to evoke in every Indian the loyalty of Englishmen.
159669.
განდი | ნაწილი V, თავი XXVIII
სიკვდილის პირას.
NEAR DEATH'S DOOR.
159670.
განდი | ნაწილი V, თავი XXVIII
იმ დღეებში ჩემი ძირითადი საკვები მიწის თხილის კარაქი და ლიმონი იყო.
In those days my food principally consisted of groundnut butter and lemons.
159671.
განდი | ნაწილი V, თავი XXVIII
რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ კარაქის უზომოდ ჭამა საზიანო იყო ჯანმრთელობისათვის.
I knew that it was possible to eat too much butter and injure one's health.
159672.
განდი | ნაწილი V, თავი XXVIII
წამლებს ყველნაირად ვერიდებოდი.
I scarcely took any medicine.
159673.
განდი | ნაწილი V, თავი XXVIII
იმ დღეს რომელიღაც დღესასწაული იყო და მიუხედავად იმისა, რომ კასტურბაის ვუთხარი, შუადღისას არაფერს შევჭამ-მეთქი.
There was some festival that day, and although I had told Kasturbai that I should have nothing for my midday meal.
159674.
განდი | ნაწილი V, თავი XXVIII
მან მაცდუნა და მეც ავყევი ცდუნებას.
she tempted me and I succumbed.
159675.
განდი | ნაწილი V, თავი XXVIII
რაკი აღთქმა მქონდა მიცემული და რძესა და რძის პროდუქტებს არ ვიღებდი, საგანგებოდ ტკბილი ხორბლის ფაფა მომიმზადა, რომელსაც ერბოს ნაცვლად ცოტა ზეთი შეურია.
As I was under a vow of taking no milk or milk products, she had specially prepared for me a sweet wheaten porridge with oil added to it instead of ghee.
159676.
განდი | ნაწილი V, თავი XXVIII
თანაც ჩემთვის ერთი ჯამი მაშა-ლობიოც შემოენახა.
She had reserved too a bowlful of mung for me.
159677.
განდი | ნაწილი V, თავი XXVIII
იმავე საღამოს ნადიადში უნდა დავბრუნებულიყავი.
The same evening I had to go back to Nadiad.
159678.
განდი | ნაწილი V, თავი XXVIII
რის ვაივაგლახით მივღოღდი საბარმატის სადგურამდე.
I walked with very great difficulty to the Sabarmati station.
159679.
განდი | ნაწილი V, თავი XXVIII
ადვოკატმა ვილაბჰაიმ, რომელიც აჰმადაბადში შემომიერთდა, შემატყო, რომ ცუდად ვიყავი.
Sjt. Vallabhbhai, who joined me at Ahmedabad, saw that I was unwell.
159680.
განდი | ნაწილი V, თავი XXVIII
ნადიადში დაახლოებით ათ საათზე ჩავედით.
We reached Nadiad at about ten o'clock.