მოიძებნა 669201 ჩანაწერი
159641.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
აქეთ-იქიდან მილოცავდნენ იმას, რომ სიტყვა ჰინდუსტანურ ენაზე ვთქვი.
Many congratulated me on my having spoken in Hindustani.
159642.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
მოლოცვებმა და იმან, რომ მე ვიყავი ის პირველი ადამიანი, ვინც მეფისნაცვლის წინაშე ჰინდუსტანურ ენაზე ისაუბრა, ეროვნული ღირსება შემილახა.
The congratulations and the discovery that I was the first to speak in Hindustani at a Viceregal meeting hurt my national pride.
159643.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
წერილით უნდა მიმემართა მეფისნაცვლისთვის.
I had to write a letter to the Viceroy.
159644.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
ეს კი იოლი საქმე არ იყო.
This was no easy thing.
159645.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
კარგად მესმოდა, რომ ვალდებული ვიყავი, ამეხსნა ხალხისთვის, როგორ და რატომ მივიღე მონაწილეობა კონფერენციაში და ამავე დროს მკაფიოდ ჩამომეყალიბებინა, რას მოელის ხალხი მთავრობისაგან.
I felt it my duty to explain therein how and why I attended the conference, and to state clearly what the people expected from Government.
159646.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
წერილში სინანული გამოვთქვი იმის გამო, რომ კონფერენციას არ ესწრებოდნენ ისეთი ლიდერები, როგორებიც ლოკამანია ტილაკი და ძმები ალიები იყვნენ.
In the letter, I expressed my regret for the exclusion from the conference of leaders like Lokamanya Tilak and the Ali Brothers.
159647.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
ჩამოვაყალიბე ხალხის მინიმალური პოლიტიკური მოთხოვნები, ასევე მუსლიმანთა მოთხოვნები.
I stated the people's minimum political demand as also the demands of the Muslims.
159648.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
წერილი სიმლაში უნდა გამეგზავნა, სადაც მეფისნაცვალი კონფერენციის დამთავრებისთანავე გაემგზავრა.
The letter had to be sent to Simla, where the Viceroy had gone immediately after the conference.
159649.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
ეს წერილი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
The letter had for me considerable importance.
159650.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, რადგან წერილი პირადული არ იყო.
I had no objection as the letter was by no means private.
159651.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
გთავაზობთ წერილს მეფისნაცვლისადმი:
Here is the letter to the Viceroy:
159652.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
„როგორც მოგეხსენებათ, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ იძულებული გავხდი, თქვენი უბრწყინვალესობისთვის მეცნობებინა, რომ კონფერენციას ვერ დავესწრებოდი იმ მიზეზების გამო, რომელთა შესახებაც 26 აპრილის წერილში გწერდით.“
'As you are aware, after careful consideration, I felt constrained to convey to Your Excellency that I could not attend the Conference for reasons stated in the letter of the 26<sup>th</sup> April.'
159653.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
„ჩემი ყოყმანის ერთ-ერთი და, ალბათ ყველაზე სერიოზული, მიზეზი ის გახლდათ, რომ ლოკამანია ტილაკი, მისის ბეზანტი და ძმები ალიები, რომელთაც მე ყველაზე გავლენიან ლიდერებად ვთვლი, არ იყვნენ მიწვეულები კონფერენციაზე.“
'One of my reasons for abstention and perhaps the strongest was that Lokamanya Tilak, Mrs. Besant and the Ali Brothers, whom I regard as among the most powerful leaders of public opinion, were not invited to the Conference.'
159654.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ კონფერენციის კომისიებში ყველა პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, თავისუფლად გამოეხატა საკუთარი პოზიცია.“
'It gives me pleasure to be able to say that the views of all parties were permitted to be freely expressed at the Committees of the Conference.'
159655.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
იმედი მაქვს, ჩემს სიტყვებს საქმედ ვაქცევ მაშინვე, როგორც კი მთავრობა გამონახავს საშუალებას ჩემს მიერ შემოთავაზებული წინადადებების განსახორციელებლად.
I hope to translate the spoken word into action as early as the Government can see its way to accept my offer.
159656.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
სწორედ ამისმა რწმენამ გადააწყვეტინა კონფერენციის არაერთ მონაწილეს, მთავრობისათვის თავისი გულწრფელი თანამშრომლობა შეეთავაზებინა.
It is this faith which has enabled many members of the Conference to tender to the Government their full-hearted Cooperation.
159657.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
მაგრამ თითქმის მთელმა განათლებულმა ინდოეთმა გადაწყვიტა, ნაკლებად ქმედითი გზა აერჩია.
But practically the whole of educated India has decided to take a less effective course.
159658.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
მე ვესწრებოდი კონგრესის უკანასკნელ სესიას.
I was present at the sessions of the last Congress.
159659.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
ისინი საკმარისად შეგნებულები არიან და მიხვდებიან, რომ მათ თავი უნდა გასწირონ იმპერიისათვის, რომლის შემადგენლობაშიც სურთ საბოლოო სტატუსის მიღება და ამის იმედი აქვთ კიდეც.
They are wakeful enough to realize that they must be equally prepared to sacrifice themselves for the Empire in which they hope and desire to reach their final status.
159660.
განდი | ნაწილი V, თავი XXVII
ამ ელემენტარული ჭეშმარიტების უარყოფა ეროვნული თვითმკვლელობა იქნებოდა.
It will be national suicide not to recognize this elementary truth.