მოიძებნა 669201 ჩანაწერი
159701.
განდი | ნაწილი V, თავი XXVIII
ჩვენ მას „ყინულის ექიმი“ შევარქვით.
We gave him the name of 'Ice Doctor'.
159702.
განდი | ნაწილი V, თავი XXIX
როულეტის კანონპროექტები და ჩემი დილემა.
THE ROWLATT BILLS AND MY DILEMMA.
159703.
განდი | ნაწილი V, თავი XXIX
ერთ კვირაში მატერანიდან გამოვიქეცი.
In a week I had to flee from Matheran.
159704.
განდი | ნაწილი V, თავი XXIX
მეც მოვუყევი ჩემი ისტორია.
I told him my history.
159705.
განდი | ნაწილი V, თავი XXIX
გარდა ამისა, მე მიმაჩნია, რომ რძე არ არის ადამიანის ბუნებრივი საკვები.
Moreover, I had always held that milk is not the natural diet of man.
159706.
განდი | ნაწილი V, თავი XXIX
კასტურბაი იქვე იდგა და ჩვენს საუბარს უსმენდა.
Kasturbai was standing near listening to this conversation.
159707.
განდი | ნაწილი V, თავი XXIX
„მაშინ თხის რძის საწინააღმდეგო არაფერი არ უნდა გქონდეს,“ — ჩაერია ის საუბარში.
'But surely you cannot have any objection to goat's milk then,' she interposed.
159708.
განდი | ნაწილი V, თავი XXIX
„ისიც საკმარისი იქნება, თუ თხის რძეს მიიღებთ“.
'If you will take goat's milk, it will be enough.' he said.
159709.
განდი | ნაწილი V, თავი XXIX
მეც დავნებდი.
I succumbed.
159710.
განდი | ნაწილი V, თავი XXIX
როცა აღთქმა დავდე, მხოლოდ ძროხისა და კამეჩის რძე ვახსენე, ბუნებრივია, ამაში ყველა ცხოველის რძე იგულისხმებოდა.
I had only the milk of the cow and the she-buffalo in mind when I took the vow, by natural implication it covered the milk of all animals.
159711.
განდი | ნაწილი V, თავი XXIX
სიცოცხლის წყურვილი ჭეშმარიტებისადმი ერთგულებაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
The will to live proved stronger than the devotion to truth.
159712.
განდი | ნაწილი V, თავი XXIX
სულ იმაზე ვფიქრობ, რძის სმას როგორ დავანებო თავი.
I am constantly thinking how to give up goat's milk.
159713.
განდი | ნაწილი V, თავი XXIX
მაგრამ ვერაფრით გავუმკლავდი ცდუნებათაგან უძლიერესს – მსახურების სურვილს, რომელიც დღესაც არ მანებებს თავს.
But I cannot yet free myself from that subtlest of temptations, the desire to serve, which still holds me.
159714.
განდი | ნაწილი V, თავი XXIX
ჩემი დიეტური ცდები ჩემთვის ძვირფასია, როგორც აჰიმსას ძიების განუყოფელი ნაწილი.
My experiments in dietetics are dear to me as a part of my researches in Ahimsa.
159715.
განდი | ნაწილი V, თავი XXIX
მგონია, რომ ჭეშმარიტების იდეალს აჰიმსას იდეალზე უკეთ ჩავწვდი.
It seems to me that I understand the ideal of truth better than that of Ahimsa.
159716.
განდი | ნაწილი V, თავი XXIX
ახლა მე თვითონ ჩავკალი სული – საკუთარი აღთქმის სული იმით, რომ მხოლოდ მის გარეგნულ მხარეს ვიცავ და ეს ძლიერ მაშფოთებს.
In the present case I killed the spirit - the soul of my vow - by adhering to its outer form only, and that is what galls me.
159717.
განდი | ნაწილი V, თავი XXIX
ამიტომ დღე და ღამ ღმერთს შევთხოვ, მომმადლოს რწმენა.
'Lord, give me faith' is, therefore, my prayer day and night.
159718.
განდი | ნაწილი V, თავი XXIX
შემთხვევით გაზეთში როულეტის კომისიის ანგარიში წავიკითხე.
I happened casually to read in the papers the Rowlatt Committee's report.
159719.
განდი | ნაწილი V, თავი XXIX
მისმა რეკომენდაციებმა გამაოგნა.
Its recommendations startled me.
159720.
განდი | ნაწილი V, თავი XXIX
ერთი თვის მერე აჰმადაბადში გავემგზავრე.
After a month I went to Ahmedabad.