მოიძებნა 669201 ჩანაწერი
159881.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
თუმცა, ჩემი გაფრთხილების მიუხედავად, მაულანა აბდულ ბარი საჰიბმა განაცხადა:
But in spite of my warning Maulana Abdul Bari Saheb said:
159882.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
„არა აქვს მნიშვნელობა, ინდუსები დაგვეხმარებიან თუ არა.“
'No matter whether the Hindus help us or not.'
159883.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
„ჩვენ — მუსლიმანები, როგორც ინდუსების თანამემამულეები, ვალდებულები ვართ, შევწყვიტოთ ძროხების დაკვლა.“
'We — the Musalmans ought, as the countrymen of the Hindus, to give up cow slaughter.'
159884.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
კონფერენციაზე მიღებული მრავალი რეზოლუციიდან ერთ-ერთი ინდუსებსა და მუსლიმანებს სვადეშის აღთქმის დადებისკენ მოუწოდებდა.
Among the numerous resolutions that were passed at this conference, one called upon both Hindus and Musalmans to take the Swadeshi vow.
159885.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
„ქადი“ ჯერ კიდევ არ იყო ფეხმოკიდებული.
Khadi had not as yet found its proper place.
159886.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
დამსწრეთაგან არ მოინახებოდა თუნდაც ერთი ისეთი ადამიანი, რომელსაც ბრიტანული წარმოების რამე მაინც არ ეცვა.
There was hardly a man present but had some article of British manufacture on his person.
159887.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
მაშინ მეც ვფიქრობდი, რომ უცხოური ქსოვილების დაუყოვნებლივი ბოიკოტირება სრულიად წარმოუდგენელი იყო.
An immediate boycott of foreign cloth seemed to me also to be a clear impossibility at that time.
159888.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
სწორედ ამ დილემაზე ვფიქრობდი, როცა მაულანამ თავისი სიტყვა დაასრულა.
I was still in the middle of this dilemma when the Maulana concluded his speech.
159889.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
ძირითადად ჩრდილოეთის მხარის მუსლიმანებისაგან შედგებოდა.
It was especially composed of Musalmans of the North.
159890.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
კრიტიკულად, რომ არა ვთქვა — მტრულად განწყობილი აუდიტორიის წინაშე ვიდექი.
I was faced with a critical, if not hostile audience.
159891.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
მაგრამ ყოველგვარი სიმორცხვე დავივიწყე.
But I had cast aside all shyness.
159892.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
და მე ეს შევძელი.
And in this I was successful.
159893.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
მხოლოდ ჰინდი-ურდუ შეიძლებოდა, რომ მთელი ინდოეთის საერთო ენა გამხდარიყო.
Hindi-Urdu alone could become the lingua franca of India.
159894.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
სიტყვა ინგლისურად რომ წარმომეთქვა, აუდიტორიაზე ასეთ შთაბეჭდილებას ვერ მოვახდენდი.
Had I spoken in English, I could not have produced the impression that I did on the audience.
159895.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
ჩემი ახალი იდეის გადმოსაცემად ჰინდიზე ან ურდუზე სიტყვის პოვნა ძალიან გამიჭირდა და ამან, ცოტა არ იყოს, დამაბნია.
I could not hit upon a suitable Hindi or Urdu word for the new idea, and that put me out somewhat.
159896.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
ბოლოს ეს გამოვხატე სიტყვით „არათანამშრომლობა“, რომელიც ამ მიტინგზე პირველად ვიხმარე.
At last I described it by the word 'non-co-operation,' that I used for the first time at this meeting.
159897.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
როცა მაულანა სიტყვას წარმოთქვამდა, გავიფიქრე, რომ სულ ტყუილად ლაპარაკობდა მთავრობასთან წინააღმდეგობაზე, რომელთანაც ის არაერთ სფეროში თანამშრომლობდა.
As the Maulana was delivering his speech, it seemed to me that it was vain for him to talk about resistance to a Government with which he was co-operating in more than one thing.
159898.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
ამდენად, მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ ერთადერთ რეალურ წინააღმდეგობად მე მასთან თანამშრომლობის შეწყვეტა მესახებოდა.
The only true resistance to the Government, it therefore seemed to me, was to cease to co-operate with it.
159899.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
ასე მივედი სიტყვამდე ,,არათანამშრომლობა“.
Thus I arrived at the word 'non-co-operation.'
159900.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
ამიტომ დაწვრილებით არ მისაუბრია.
I therefore did not enter into details.