მოიძებნა 669201 ჩანაწერი
159901.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
უბრალოდ ვთქვი: „მუსლიმანებმა ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღეს.
I simply said: 'The Musalmans have adopted a very important resolution.'
159902.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
თუ მშვიდობის პირობები, ღმერთმა ნუ ქნას, მათთვის მისაღები არ იქნება, ისინი შეწყვეტენ მთავრობასთან ყოველგვარ თანამშრომლობას.
If the peace terms are unfavourable to them, - which may God forbid, - they will stop all co-operation with Government.
159903.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა, განაცხდოს უარი თანამშრომლობაზე.
It is an inalienable right of the people thus to withhold co-operation.
159904.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
თუ მთავრობა გვიმტყუნებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც ხალიფატის საქმეა, ჩვენ თანამშრომლობაზე უარის თქმის გარდა სხვა გზა აღარ დაგვრჩება.
If Government should betray us in a great cause like the Khilafat, we could not do otherwise than non-co-operate.
159905.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVI
ის კონფერენციის ოქმებში ჩაიკარგა.
It was lost in the proceedings of the conference.
159906.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVII
კონგრესის სესია ამრიტსარში.
THE AMRITSAR CONGRESS.
159907.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVII
პატიმრების დიდი უმრავლესობა კონგრესის გახსნამდე გაათავისუფლეს.
Most of the prisoners were released before the Congress opened.
159908.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVII
ლალა ჰარკიშანლალი და დანარჩენი ლიდერები გამოუშვეს.
Lala Harkishanlal and the other leaders were all released.
159909.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVII
ძმები ალიებიც პირდაპირ ციხიდან მოვიდნენ.
The Ali Brothers too arrived there straight from jail.
159910.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVII
ხალხი ცას ეწია სიხარულით.
The people's joy knew no bounds.
159911.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVII
აწ გარდაცვლილი სვამი შრადჰანანჯი მიმღები კომისიის თავმჯდომარე იყო.
The late Swami Shraddhanandji was the Chairman of the Reception Committee.
159912.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVII
მაგრამ როგორც ადრეც ბევრჯერ მომხდარა, სრულიად მოულოდნელად საპასუხისმგებლო საქმე დამეკისრა.
But, as had happened on many a previous occasion, responsible work came to me all of a sudden.
159913.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVII
გამოქვეყნდა მეფის განცხადება ახალი რეფორმების შესახებ.
The King's announcement on the new reforms had been issued.
159914.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVII
მაგრამ ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსები, როგორებიც ლოკამანია და დეშაბანდჰუ ჩიტარანჯან დასა გახლდნენ, იჭვნეულად აქნევდნენ თავს.
But experienced stalwarts like Lokamanya and Deshabandhu Chittaranjan Das shook their heads.
159915.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVII
პანდიტ მალავიაჯის ნეიტრალური პოზიცია ეკავა.
Pandit Malaviyaji was neutral.
159916.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVII
მაგრამ მასთან ერთად ერთ ოთახში ყოფნამ, საშუალება მომცა მის ყოველდღიურ ცხოვრებას დავკვირვებოდი და იმან, რაც ვნახე, სასიამოვნოდ გამაკვირვა.
but being in the same room with him, I was able to observe his daily routine and what I saw filled me with joyful surprise.
159917.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVII
შესაძლებლობა მომეცა ყოველდღე მესაუბრა მალავიაჯისთან, რომელიც მოყვარულ უფროს ძმასავით მიხსნიდა სხვადსხვა პარტიების პროგრამებს შორის განსხვავებას.
I was enabled to hold daily discussions with Malaviyaji, who used lovingly to explain to me, like an elder brother, the various view-points of the different parties.
159918.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVII
მჯეროდა, რომ მისტერ მონტეგიუ ინდოეთის ინტერესებს არც თვითონ უღალატებდა და სხვის ღალატსაც არ დაუშვებდა.
I believed that Mr. Montagu would not betray or allow India's cause to be betrayed.
159919.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVII
ძმები ალიების და სხვა პატიმრების განთავისუფლება სიკეთის მომასწავებლად მეჩვენა.
The release of the Ali Brothers and other prisoners too seemed to me to be an auspicious sign.
159920.
განდი | ნაწილი V, თავი XXXVII
აწ გარდაცვლილი ლოკამანია მეტ-ნაკლებად ნეიტრალური იყო.
The late Lokamanya was more or less neutral.