მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160041.
განდი | ნაწილი V, თავი XLII
,,აღარ არის ჩემი ყველაზე სანდო დასაყრდენი“.
'My strongest bulwark is gone.'
160042.
განდი | ნაწილი V, თავი XLII
არათანამშრომლობის მოძრაობამ სწორედ იმ დროს მიაღწია პიკს და მოუთმენლად ველოდი მის შექებასა და მხარდაჭერას.
The non-co-operation movement was then in full swing, and I was eagerly looking forward to encouragement and inspiration from him.
160043.
განდი | ნაწილი V, თავი XLIII
ნაგპურში.
AT NAGPUR.
160044.
განდი | ნაწილი V, თავი XLIII
კალკუტაში საგანგებო სესიაზე მიღებული რეზოლუციები ნაგპურის ყოველწლიურ სესიაზე უნდა დამტკიცებულიყო.
The resolutions adopted at the Calcutta special session of the Congress were to be confirmed at its annual session at Nagpur.
160045.
განდი | ნაწილი V, თავი XLIII
აქაც ისევე, როგორც კალკუტაში, უამრავი სტუმარი და დელეგატი შეიკრიბა.
Here again, as at Calcutta, there was a great rush of visitors and delegates.
160046.
განდი | ნაწილი V, თავი XLIII
კონგრესის დელეგატების რაოდენობა ჯერ არ იყო შეზღუდული.
The number of delegates in the Congress had not been limited yet.
160047.
განდი | ნაწილი V, თავი XLIII
ლალაჯიმ უმნიშვნელო შესწორების შეტანა მოითხოვა იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც სკოლების ბოიკოტს შეეხებოდა და მეც დავეთანხმე.
Lalaji pressed for a slight amendment to the clause about the boycott of schools, which I accepted.
160048.
განდი | ნაწილი V, თავი XLIII
რის შემდეგაც არათანამშრომლობის რეზოლუცია ერთხმად მივიღეთ.
After which the non-co-operation resolution was passed unanimously.
160049.
განდი | ნაწილი V, თავი XLIII
ქვეკომიტეტს პროექტი კალკუტის საგანგებო სხდომაზე ჰქონდა წარმოდგენილი.
The sub-committee's draft was presented at the Calcutta special session.
160050.
განდი | ნაწილი V, თავი XLIII
საქმისადმი ერთგული, ხალხის ინტერესებისთვის მებრძოლი, გონებაგახსნილი და პატიოსანი ათას ხუთასი დელეგატი უკეთ დაიცავს დემოკრატიის ინტერესებს, ვიდრე ექვსი ათასი უპასუხისმგებლო, შემთხვევით არჩეული ადამიანი.
Fifteen hundred delegates, jealous of the interests of the people, broad-minded and truthful, would any day be a better safeguard for democracy than six thousand irresponsible men chosen anyhow.
160051.
განდი | ნაწილი V, თავი XLIII
დემოკრატიის განსამტკიცებლად ხალხს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობის, საკუთარი თავისადმი პატივისცემისა და ერთიანობის ძლიერი განცდა.
To safeguard democracy the people must have a sense of independence, self-respect and their oneness.
160052.
განდი | ნაწილი V, თავი XLIII
ამ მოსაზრებას პანდიტი მალავიაჯი და მისტერ ჯინა იცავდნენ.
Its view-point was put forth by Pandit Malaviyaji and Mr. Jinnah.
160053.
განდი | ნაწილი V, თავი XLIII
ვფიქრობ, ეს წესდება, ხალხი მას თანმიმდევრულად, გონივრულად და პატიოსნად რომ მიჰყოლოდა, მასების აღზრდის ძლიერ იარაღად იქცეოდა.
I am of opinion that, if this constitution had been worked out by the people honestly, intelligently and zealously, it would have become a potent instrument of mass education.
160054.
განდი | ნაწილი V, თავი XLIII
მაგრამ ახლა ამ თემის განხილვას უკვე აზრი აღარა აქვს.
But a discussion of the theme would be irrelevant here.
160055.
განდი | ნაწილი V, თავი XLIII
კონგრესმა ასევე მიიღო რეზოლუციები ინდუსებისა და მუსლიმანების ერთობის, „მიუკარებლობის“ გაუქმებისა და ქადის შესახებ.
Resolutions about Hindu-Muslim unity, the removal of untouchability, and Khadi too were passed in this Congress.
160056.
განდი | ნაწილი V, თავი XLIII
კონგრესის ინდუსმა წევრებმა აიღეს ვალდებულება, „მიუკარებლობის“ წყევლისგან გაენთავისუფლებინათ ინდუიზმი.
The Hindu members of the Congress have taken upon themselves the responsibility of ridding Hinduism of the curse of untouchability.
160057.
განდი | ნაწილი V, თავი XLIII
ხალიფატის ინტერესებიდან გამომდინარე არათანამშრომლობის რეზოლუციის მიღება იყო კონგრესის მიერ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯი ინდუსებისა და მუსლიმანების ერთობისკენ.
The adoption of non-co-operation for the sake of the Khilafat was itself a great practical attempt made by the Congress to bring about Hindu-Muslim unity.
160058.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
მშვიდობით.
FAREWELL.
160059.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
ამ მოვლენების შემდეგ ჩემი ცხოვრება იმდენად ყველას თვალწინ მიდიოდა, რომ მასში ვერაფერს ნახავთ ისეთს, რაც ხალხმა არ იცის.
My life from this point onward has been so public that there is hardly anything about it that people do not know.
160060.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
კონგრესის ისტორია იმ დიდი ცვლილებების შემდეგ, რომელიც ზემოთ აღვწერე, ჯერ კიდევ იქმნება.
The history of the Congress, since the great changes in it that I have described above, is still in the making.