მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160101.
განდი | წინათქმა
ის, რის მიღწევასაც ვესწრაფვი, რისთვისაც ვიღწვი და დავშვერი ამ ოცდაათი წლის მანძილზე, საკუთარი თავის შეცნობის, უფლის პირისპირ ხილვის, მოქშალის მიღების სურვილია.
What I want to achieve – what I have been striving and pining to achieve these thirty years - is self-realization, to see God face to face, to attain Moksha.
160102.
განდი | წინათქმა
მაგრამ, რადგან ყოველთვის მჯეროდა, რომ, რაც ერთს ხელეწიფება, თანაბრად ხელეწიფება ყველას, ამ ჩემს ძიებას ფარულად კი არ ვახორციელებ, არამედ — ყველას დასანახავად;
But as I have all along believed that what is possible for one is possible for all, my experiments have not been conducted in the closet, but in the open;
160103.
განდი | წინათქმა
არსებობს რაღაც, რაც მხოლოდ შენთვის და შენი შემოქმედისთვისაა ცნობილი.
There are some things which are known only to oneself and one's Maker.
160104.
განდი | წინათქმა
ისინი სულიერი, უფრო სწორად, ზნეობრივი ხასიათისაა, ვინაიდან სწორედ ზნეობრიობაა რელიგიის არსი.
But they are spiritual, or rather moral; for the essence of religion is morality.
160105.
განდი | წინათქმა
მე ღრმა თვითდაკვირვების გზა გამოვიარე.
I have gone through deep self-introspection.
160106.
განდი | წინათქმა
და მაინც შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ ჩემი დასკვნები საბოლოო ან შეუმცდარია.
Yet I am far from claiming any finality or infallibility about my conclusions.
160107.
განდი | წინათქმა
და რადგან ჩემი მოღვაწეობა მთლიანად ეთანხმება ჩემს გონებასა და გულს, მტკიცედ უნდა ვუერთგულო თავდაპირველ დასკვნებს.
And so long as my acts satisfy my reason and my heart, I must firmly adhere to my original conclusions.
160108.
განდი | წინათქმა
მაგრამ ჭეშმარიტება ჩემთვის ის უზენაესი პრინციპია, რომელიც ყველა სხვა პრინციპს მოიცავს.
But for me, truth is the sovereign principle, which includes numerous other principles.
160109.
განდი | წინათქმა
არსებობს ღმერთის უთვალავი დეფინიცია, ვინაიდან უთვალავია მისი გამოვლინება.
There are innumerable definitions of God, because His manifestations are innumerable.
160110.
განდი | წინათქმა
ამაზე ფიქრისას გაოცება და ძრწოლა მიპყრობს და წამიერად თავს რეტი მესხმის.
They overwhelm me with wonder and awe and for a moment stun me.
160111.
განდი | წინათქმა
მაგრამ მე ვეთაყვანები უფალს, მხოლოდ და მხოლოდ როგორც ჭეშმარიტებას.
But I worship God as Truth only.
160112.
განდი | წინათქმა
მისთვის ჯერ არ მიმიგნია, მაგრამ დავეძებ.
I have not yet found Him, but I am seeking after Him.
160113.
განდი | წინათქმა
მზადა ვარ, ამ ძიებას ჩემთვის ყველაზე უსათუთესიც კი შევწირო მსხვერპლად.
I am prepared to sacrifice the things dearest to me in pursuit of this quest.
160114.
განდი | წინათქმა
ჯერჯერობით ის უნდა იყოს ჩემი გზამკვლევი, ჩემი ფარი და აბჯარი.
It must, meanwhile, be my beacon, my shield and buckler.
160115.
განდი | წინათქმა
მართალია, ეს გზა ვიწროა და ძნელად სავალი, თანაც ბასრი, ვითარცა დანის პირი, მაგრამ ჩემთვის ის უმოკლესი და უმარტივესია.
Though this path is straight and narrow and sharp as the razor's edge, for me it has been the quickest and easiest.
160116.
განდი | წინათქმა
თავად ჰიმალაებივით ვეებერთელა ჩემი შეცდომებიც კი არად მეჩვენება, რადგან მტკიცედ ვადგავარ ამ გზას.
Even my Himalayan blunders have seemed trifling to me because I have kept strictly to this path.
160117.
განდი | წინათქმა
ჭეშმარიტების აღმსარებელი მტვერზე მდაბალი უნდა იყოს.
The seeker after truth should be humbler than the dust.
160118.
განდი | წინათქმა
სამყარო ფეხქვეშ თელავს მტვერს, მაგრამ ჭეშმარიტების მაძიებელმა თავი იმდენად უნდა დაიმდაბლოს, რომ მტვერს შეეძლოს მისი ფეხქვეშ გათელვა.
The world crushes the dust under its feet, but the seeker after truth should so humble himself that even the dust could crush him.
160119.
განდი | წინათქმა
მხოლოდ მაშინ, და არამც და არამც მანამდე, ის შეავლებს თვალს ჭეშმარიტების გაელვებას.
Only then, and not till then, will he have a glimpse of truth.
160120.
განდი | წინათქმა
დიალოგი ვასიშტასა და ვიშვამიტრას შორის მთელი სიცხადით გვიჩვენებს ამას.
The dialogue between Vasishtha and Vishvamitra makes this abundantly clear.