მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160061.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
და ჩემი მთავარი ძიებანი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში სწორედ კონგრესის შიგნით ხორციელდებოდა.
And my principal experiments during the past seven years have all been made through the Congress.
160062.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
მართალი გითხრათ, კალამიც აღარ მემორჩილება.
In fact my pen instinctively refuses to proceed further.
160063.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
გულისტკივილით ვემშვიდობები მკითხველს.
It is not without a wrench that I have to take leave of the reader.
160064.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალა არ დამიშურებია, ჩემი მონათხრობი გულწრფელი რომ ყოფილიყო.
I can only say that I have spared no pains to give a faithful narrative.
160065.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
ვცდილობდი, ისე აღმეწერა ჭეშმარიტება, როგორსაც ვხედავდი და თქვენთვისაც მეჩვენებინა ის გზა, რომლითაც მისკენ მივდიოდი.
To describe truth, as it has appeared to me, and in the exact manner in which I have arrived at it, has been my effort.
160066.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
ჩემმა მრავალმხრივმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ არ არსებობს სხვა ღმერთი ჭეშმარიტების გარდა.
My uniform experience has convinced me that there is no other God than Truth.
160067.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
იმისათვის, რომ ჭეშმარიტების ყველგანმსუფევი სული პირისპირ იხილო, უნდა შეგეძლოს შეიყვარო ამქვეყნად უმდაბლესი არსება — საკუთარი თავი.
To see the all-pervading Spirit of Truth face to face one must be able to love the meanest of creation as oneself.
160068.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
ადამიანი, რომელიც ამისკენ მიისწრაფვის, ვერ მისცემს თავს უფლებას, გაერიდოს ცხოვრების რომელიმე სფეროს.
And a man who aspires after that cannot afford to keep out of any field of life.
160069.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
ჭეშმარიტების ერთგულებამ მიმიყვანა პოლიტიკაში.
My devotion to Truth has drawn me into the field of politics.
160070.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
უყოყმანოდ, თუმც კი დიდი მოკრძალებით, შემიძლია გითხრათ, რომ მათ, ვინც აცხადებს, თითქოს რელიგიას პოლიტიკასთან არაფერი ესაქმება, არ იციან, რა არის რელიგია.
I can say without the slightest hesitation, and yet in all humility, that those who say that religion has nothing to do with politics do not know what religion means.
160071.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
ყოველივე სულიერთან შერწყმა შეუძლებელია თვითგანწმენდის გარეშე;
Identification with everything that lives is impossible without self-purification;
160072.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
თვითგანწმენდის გარეშე აჰიმსას კანონის დაცვა ფუჭ ოცნებად დარჩება მხოლოდ;
without self-purification the observance of the law of Ahimsa must remain an empty dream;
160073.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
ვისაც გული სუფთა არა აქვს, ღმერთს ვერასოდეს შეიცნობს.
God can never be realized by one who is not pure of heart.
160074.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
ამდენად, თვითგანწმენდა ცხოვრების ყველა სფეროში განწმენდას უნდა ნიშნავდეს.
Self purification therefore must mean purification in all the walks of life.
160075.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
თვითგანწმენდას ირგვლივ მყოფთა განწმენდა მოაქვს და ეს გარდაუვალია.
Purification of oneself necessarily leads to the purification of one's surroundings.
160076.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
მაგრამ თვითგანწმენდის გზა ეკლიანი და ციცაბოა.
But the path of self-purification is hard and steep.
160077.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
სრულყოფილი სიწმინდის მისაღწევად ვნებისაგან უნდა იყო დაცლილი ფიქრით, სიტყვითა და ქცევით;
To attain to perfect purity one has to become absolutely passion-free in thought, speech and action;
160078.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
მიუხედავად დაუღალავი და მუდმივი სწრაფვისა, ვიცი, რომ ჯერ კიდევ ვერ მივაღწიე ამ სამმაგ სიწმინდეს – სიტყვით, აზრითა და ქცევით.
I know that I have not in me as yet that triple purity, in spite of constant ceaseless striving for it.
160079.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
ადამიანურ ვნებებზე გამარჯვება უფრო ძნელი მგონია, ვიდრე მთელი მსოფლიოს იარაღით დაპყრობა.
To conquer the subtle passions seems to me to be harder far than the physical conquest of the world by the force of arms.
160080.
განდი | ნაწილი V, თავი XLIV
მაგრამ ვიცი, რომ წინ ჯერ კიდევ რთული გზა მაქვს გასავლელი და თავი უკიდურესად უნდა დავიმდაბლო.
But I know that I have still before me a difficult path to traverse. I must reduce myself to zero.