მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160121.
განდი | წინათქმა
იმედი მაქვს, მკითხველს ბოლომდე გავაცნობ ყველა ჩემს მანკიერებასა და შეცდომას.
I hope to acquaint the reader fully with all my faults and errors.
160122.
განდი | წინათქმა
საკუთარი თავის შეფასებისას ვეცდები, ჭეშმარიტებასავით შეუვალი ვიყო და ამასვე მოვითხოვ სხვებისგანაც.
In judging myself I shall try to be as harsh as truth, as I want others also to be.
160123.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
რა თქმა უნდა, თუ ხვალ კარგი ამინდი იქნა, თქვა მისიზ რემზიმ.
"Yes, of course, if it’s fine tomorrow," said Mrs. Ramsay.
160124.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
მართალია, ჯერ მხოლოდ ექვსი წლის იყო, ის იმ ადამიანების დიდებულ ერთობას მიეკუთვნებოდა, რომელთაც არ შესწევთ უნარი, ერთი გრძნობა მეორისგან ცალკე აღიქვან, და სამომავლო გეგმებს, მათ თანმდევ სიხარულებსა თუ გულისტკივილებთან ერთად, ხელს არ უშლიან, დაჩრდილონ უშუალოდ იმწამიერი რეალობა, რადგან მოვლენათა ნებისმიერი ცვლილება მათ გონებაში ისე მკვეთრად კრისტალიზდება და განმსჭვალავს წამს, რომელიც მის პირქუშ თუ ხალისიან ბუნებას განაპირობებს, რომ ჯეიმს რემზიმ, რომელიც იატაკზე იჯდა და სამხედრო ჟურნალ „არმი ენდ ნეივის“ ილუსტრირებული კატალოგიდან სურათებს ჭრიდა, დედის სიტყვების გაგონებისას ჟურნალიდან მაკრატლით ახლახან ამოჭრილი მაცივრის გამოსახულება ღვთაებრივი ნეტარებით შემოსა.
Since he belonged, even at the age of six, to that great clan which cannot keep this feeling separate from that, but must let future prospects, with their joys and sorrows, cloud what is actually at hand, since to such people even in earliest childhood any turn in the wheel of sensation has the power to crystallise and transfix the moment upon which its gloom or radiance rests, James Ramsay, sitting on the floor cutting out pictures from the illustrated catalogue of the Army and Navy stores, endowed the picture of a refrigerator, as his mother spoke, with heavenly bliss.
160125.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ურიკა, ბალახის საკრეჭი, ვერხვების შრიალი, წვიმის მოლოდინში ფერწასული ფოთლები, ჭილყვავების ჩხავილი, ცოცხის შრაშუნი, ქალების კაბის შარიშური.
The wheelbarrow, the lawnmower, the sound of poplar trees, leaves whitening before rain, rooks cawing, brooms knocking, dresses rustling.
160126.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ამ ყოველივემ ისეთი ფერი შეიძინა და ისე გამოიკვეთა მის გონებაში, რომ უკვე საკუთარი საიდუმლო კოდი, საკუთარი საიდუმლო ენაც კი შექმნა.
All these were so coloured and distinguished in his mind that he had already his private code, his secret language.
160127.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარეგნულად მკაცრი და შეუვალი მოგჩვენებოდათ – მაღალი შუბლისა და უმწიკვლო, წრფელი, კრიალა, გამჭოლი ცისფერი თვალების გამო, ოდნავ რომ მოეღუშებოდა ხოლმე ადამიანური სისუსტის დანახვაზე, – დედამისმა, რომელიც თვალს ადევნებდა, როგორი ოსტატობით ჰქონდა მომარჯვებული შვილს მაკრატელი ჟურნალიდან ილუსტრაციების ამოსაჭრელად, ის ჯერ მოსამართლის წითელ მოსასხამსა და ყარყუმში გამოწყობილი წარმოიდგინა, მერე კი რომელიღაც დიდი საზოგადოებრივი კრიზისის აღმომფხვრელი კამპანიის თავკაცად.
Though he appeared the image of stark and uncompromising severity, with his high forehead and his fierce blue eyes, impeccably candid and pure, frowning slightly at the sight of human frailty, so that his mother, watching him guide his scissors neatly round the refrigerator, imagined him all red and ermine on the Bench or directing a stern and momentous enterprise in some crisis of public affairs.
160128.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ჯეიმსს რომ იქ და იმწამს ხელთ ნაჯახი, ბუხრის საჩხრეკი, ანდა რამე იარაღი ჰქონოდა, დაუფიქრებლად დასტაცებდა ხელს, მამას გულში ჩასცემდა და განგმირავდა.
Had there been an axe handy, a poker, or any weapon that would have gashed a hole in his father’s breast and killed him, there and then, James would have seized it.
160129.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
სწორედ ასეთ მძაფრ გრძნობებს აღძრავდა შვილებში მისტერ რემზი თავისი არსებობით.
Such were the extremes of emotion that Mr. Ramsay excited in his children by his mere presence.
160130.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
იდგა, როგორც ახლა, დანასავით შემართული, დანის პირივით ალესილი და სარკასტულად იღრიჯებოდა, თავად არათუ კმაყოფილებას გრძნობდა იმის გამო, რომ ილუზიები გაუფანტა თავის ვაჟს და აბუჩად აიგდო ცოლი, რომელიც (ყოველ შემთხვევაში, ჯეიმსის აზრით) ათასგზის სჯობდა ქმარს ყოველი თვალსაზრისით, არამედ თვითკმაყოფილებაც ეუფლებოდა, რომელსაც საკუთარი შეუმცდარი მსჯელობის უნარი უნერგავდა.
Standing, as now, lean as a knife, narrow as the blade of one, grinning sarcastically, not only with the pleasure of disillusioning his son and casting ridicule upon his wife, who was ten thousand times better in every way than he was (James thought), but also with some secret conceit at his own accuracy of judgement.
160131.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
რაც გინდა ეთქვა, სიმართლე იყო, ყოველთვის სიმართლე.
What he said was true. It was always true.
160132.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ის ხომ არასოდეს არ ცდებოდა, არასოდეს აყალბებდა ფაქტებს.
He was incapable of untruth, never tampered with a fact.
160133.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
და არც იმ მოჩვენებით მიწაზე გარდასვლას გაუადვილებდა, სადაც ჩვენი სანუკვარი ოცნებები გაცამტვერებას იწყებს, ჩვენი სუსტი გარსი იშლება წყვდიადში (აქ მისტერ რემზი წელში გაიმართებოდა ხოლმე და თვალმოჭუტული მიმართავდა მზერას ჰორიზონტისკენ), და სადაც ადამიანს ყველაზე მეტად სიმამაცე, სიმართლე და გამძლეობა სჭირდება.
and the passage to that fabled land where our brightest hopes are extinguished, our frail barks founder in darkness (here Mr. Ramsay would straighten his back and narrow his eyes upon the horizon), one that needs, above all, courage, truth, and the power to endure.
160134.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
მაგრამ ხომ შეიძლება, კარგი ამინდი იყოს – იმედი მაქვს, ასეც იქნება, თქვა მისიზ რემზიმ და გაღიზიანებულმა ჩაარჭო ჩხირი მოწითალო-ყავისფერ წინდაში.
"But it may be fine — I expect it will be fine," said Mrs. Ramsay, making some little twist of the reddish brown stocking she was knitting, impatiently.
160135.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
თუ ამაღამ დაამთავრებს, და თუ ბოლოს და ბოლოს, მიაღწევენ შუქურამდე, ამ წინდას შუქურის დარაჯს გაუგზავნის პატარა ვაჟისთვის, რომელსაც ძვლის ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს.
If she finished it tonight, if they did go to the Lighthouse after all, it was to be given to the Lighthouse keeper for his little boy, who was threatened with a tuberculous hip.
160136.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
როგორია, თითო ჯერზე მთელ ერთ თვეს გამოკეტილი ცხოვრობდე, თან, როგორც წესი, საშინელ უამინდობაში, თავსხმაში, ჩოგბურთის მოედნისხელა კლდეზეო.
For how would you like to be shut up for a whole month at a time, and possibly more in stormy weather, upon a rock the size of a tennis lawn?
160137.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
და თანაც, არც წერილები მოგდის, არც გაზეთები, და ვერც ვერავის ხედავ, არ იცოდეს, როგორ არიან მისი შვილები, იქნებ ავად გახდნენ, იქნებ დაეცნენ და ხელ-ფეხი მოიტეხეს.
And to have no letters or newspapers, and to see nobody, if you were married, not to see your wife, not to know how your children were — if they were ill, if they had fallen down and broken their legs or arms;
160138.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
როგორია, კვირიდან კვირამდე ჩაგესმოდეს ტალღების ერთნაირი დგაფუნი, და მერე საშინელი ქარიშხალი ამოვარდება და ფანჯრები ზღვის ქაფით იფარება, ფრინველები კი ლამპას ეხეთქებიან და მთელი არემარე ირყევა და ცხვირსაც ვერ გამოყოფ გარეთ იმის შიშით, ზღვამ არ გაგიტაცოს.
To see the same dreary waves breaking week after week, and then a dreadful storm coming, and the windows covered with spray, and birds dashed against the lamp, and the whole place rocking, and not be able to put your nose out of doors for fear of being swept into the sea?
160139.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
დასავლეთის ქარი უბერავს, თქვა ათეისტმა ტენსლიმ, რომელსაც გაშლილი თითები ქარისთვის მიეშვირა, და თან მისტერ რემზისთან ერთად დასეირნობდა ბინდშეპარულ ტერასაზე წინ და უკან, წინ და უკან.
"It’s due west," said the atheist Tansley, holding his bony fingers spread so that the wind blew through them, for he was sharing Mr. Ramsay’s evening walk up and down, up and down the terrace.
160140.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ეს კი იმაზე მიანიშნებდა, რომ ქარის მიმართულება ხელს შეუშლიდა შუქურამდე ნავით მიცურვას.
That is to say, the wind blew from the worst possible direction for landing at the Lighthouse.