მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160161.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ენდრიუ ამბობს, გესლიანი უკულტურო ველურიაო.
He was a sarcastic brute, Andrew said.
160162.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ბავშვებმა იციან, რა უყვარს ყველაზე მეტად – აი ასე, დაუსრულებლად მისტერ რემზისთან ერთად აღმა-დაღმა, წინ და უკან სიარული და იმაზე საუბარი, ვინ რა მოიგო, ვინ იყო „უმაღლესი რანგის პოეტი“ ლათინურ ლიტერატურაში, ვინ იყო „ბრწყინვალე, მაგრამ, ჩემი აზრით, ზედაპირული“, ვინ იყო ის უდავოდ „ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ბალიოლში“, ვინც თავისი ბრწყინვალე ნიჭი და გონება დროებით ბრისტოლში და ბედფორდში დამარხა, თუმცა კი უეჭველად მოიხვეჭდა დიდებას მოგვიანებით, როცა მისი „პროლეგომენები“, – რომლის პირველი რამდენიმე გვერდი მისტერ ტენსლის თან დაჰქონდა, ვინიცობაა, ერთხელაც მისტერ რემზის გასჩენოდა მისი წაკითხვის სურვილი, – მისი ნაშრომი მათემატიკის თუ ფილოსოფიის რომელიღაც სფეროდან, დღის სინათლეს ნახავდა.
They knew what he liked best — to be for ever walking up and down, up and down, with Mr. Ramsay, and saying who had won this, who had won that, who was a "first rate man" at Latin verses, who was "brilliant but I think fundamentally unsound," who was undoubtedly the "ablest fellow in Balliol," who had buried his light temporarily at Bristol or Bedford, but was bound to be heard of later when his Prolegomena, of which Mr. Tansley had the first pages in proof with him if Mr. Ramsay would like to see them, to some branch of mathematics or philosophy saw the light of day.
160163.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
აი, რა თემებზე საუბრობდნენ ხოლმე ისინი.
That was what they talked about.
160164.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ხანდახან თავადაც წასკდებოდა ხოლმე სიცილი.
She could not help laughing herself sometimes.
160165.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ამას წინათ რაღაცა უთხრა „მთასავით ტალღებზე“.
She said, the other day, something about "waves mountains high".
160166.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ვიდრე მზის სხივები იღვრებოდა სახლის სხვენში, სადაც ოთახებს ცალფა ფიცრული კედელი ყოფდა ერთმანეთისგან, ისე, რომ მკაფიოდ ისმოდა ყოველი გაფაჩუნება და შვეიცარიელი გოგონას ქვითინი, რომელიც გრიზონზის ხეობაში კიბოთი მომაკვდავ მამას გლოვობდა.
While the sun poured into those attics, which a plank alone separated from each other so that every footstep could be plainly heard and the Swiss girl sobbing for her father who was dying of cancer in a valley of the Grisons.
160167.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
პაექრობა, განხეთქილებები, განსხვავებული აზრი, ამპარტავნება მათი ყოფის არსში ჩახლართულიყო, ვაი რომ, ასეთ ადრეულ ასაკში, წუხდა მისიზ რემზი.
Strife, divisions, difference of opinion, prejudices twisted into the very fibre of being, oh, that they should begin so early, Mrs. Ramsay deplored.
160168.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
მისი შვილები ისეთი მომთხოვნები იყვნენ.
They were so critical, her children.
160169.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ისეთ აბდაუბდას მიედ-მოედებოდნენ.
They talked such nonsense.
160170.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
სრულ უაზრობად ეჩვენებოდა ამდენი აზრთა სხვადასხვაობა, როცა, უფალმა უწყის, ადამიანები უამისოდაც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
It seemed to her such nonsense — inventing differences, when people, heaven knows, were different enough without that.
160171.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ბუნებრივი განსხვავებებიც საკმარისია, სავსებით საკმარისიო, ფიქრობდა სასტუმრო ოთახის ფანჯარასთან მდგომი.
The real differences, she thought, standing by the drawing-room window, are enough, quite enough.
160172.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
დაბადებით დიდგვაროვნებას ოდნავ უხალისოდ, მაგრამ მაინც, პატივს სცემდა, რადგან მასაც თავად ძარღვებში უდუღდა იმ უაღრესად დიდგვაროვანი, თუმც ოდნავ მითური იტალიური ოჯახის სისხლი, რომლის ქალიშვილები, მეცხრამეტე საუკუნის ინგლისის მისაღებ ოთახებში მიმოფანტულნი, მომხიბვლელად ჩლიფინებდნენ და ხმაურიანად და თავშეუკავებლად ცხარობდნენ და კამათობდნენ.
The great in birth receiving from her, half grudging, some respect, for had she not in her veins the blood of that very noble, if slightly mythical, Italian house, whose daughters, scattered about English drawing-rooms in the nineteenth century, had lisped so charmingly, had stormed so wildly.
160173.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ენამახვილობა, თავდაჭერა და ტემპერამენტიც ხომ სწორედ მათგან ერგო წილად და არა იმ დუნე ინგლისელების თუ გულცივი შოტლანდიელებისგან.
All her wit and her bearing and her temper came from them, and not from the sluggish English, or the cold Scotch.
160174.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
მაგრამ უფრო მეტად ახლა მეორე პრობლემა აფიქრებდა – ღარიბებისა და მდიდრების, და ის, რასაც საკუთარი თვალით ხედავდა ყოველკვირა, ყოველდღიურად, აქაც, ლონდონშიც, როცა ხან ერთ ქვრივს, ხანაც არსებობისთვის მებრძოლ რომელიმე ქალს მოინახულებდა ხოლმე ხელზე გადაკიდებული ჩანთით, ფანქრითა და ბლოკნოტით შეიარაღებული, რომლის გულდასმით გამოყვანილ სვეტებში მათ ჯამაგირსა და ხარჯებს, დასაქმებას თუ დაუსაქმებლობას აღნიშნავდა, იმ იმედით, რომ ასეთი ქცევით ერთი კერძო ქალი კი აღარ იქნებოდა, რომლის ქველმოქმედება ნაწილობრივ მისივე აღშფოთების სატყუარა, ნაწილობრივ საკუთარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაა, არამედ – და ეს მის გაუწაფავ გონებას მეტად ხიბლავდა – გახდებოდა მკვლევარი, რომელსაც სოციალური პრობლემები გამოაქვს სამზეოზე.
But more profoundly, she ruminated the other problem, of rich and poor, and the things she saw with her own eyes, weekly, daily, here or in London, when she visited this widow, or that struggling wife in person with a bag on her arm, and a note-book and pencil with which she wrote down in columns carefully ruled for the purpose wages and spendings, employment and unemployment, in the hope that thus she would cease to be a private woman whose charity was half a sop to her own indignation, half a relief to her own curiosity, and become what with her untrained mind she greatly admired, an investigator, elucidating the social problem.
160175.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ეს თემები გადაუჭრელ პრობლემად ესახებოდა, როცა ფანჯარასთან იდგა ჯეიმსთან ხელჩაკიდებული.
Insoluble questions they were, it seemed to her, standing there, holding James by the hand.
160176.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ის ახალგაზრდა კაცი კი, რომელსაც ყველანი დასცინოდნენ, მისაღებ ოთახში გამოჰყვა.
He had followed her into the drawing-room, that young man they laughed at;
160177.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
მაგიდასთან იდგა და რაღაცას უხერხულად აწვალებდა თითებით, რადგან საკუთარ უადგილობას გრძნობდა – მან მისკენ მიუხედავადაც მშვენივრად იცოდა ეს.
He was standing by the table, fidgeting with something, awkwardly, feeling himself out of things, as she knew without looking round.
160178.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ასე რომ, მან ამოიოხრა და თქვა: „ხომ არ დაიზარებთ ჩემთან ერთად გასეირნებას, მისტერ ტენსლი?“
So she turned with a sigh and said, "Would it bore you to come with me, Mr. Tansley?"
160179.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ქალაქში ერთი მოსაწყენი საქმე აქვს მოსაგვარებელი.
She had a dull errand in the town.
160180.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ერთიორი წერილი აქვს დასაწერი, მოსამზადებლად ათ წუთზე მეტი არ დასჭირდება, ქუდს დაიხურავს.
She had a letter or two to write, she would be ten minutes perhaps, she would put on her hat.