მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160141.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
დიახ, აღიარა მისიზ რემზიმ, მას მართლაც თქვა უსიამოვნო რამეები.
Yes, he did say disagreeable things, Mrs. Ramsay admitted.
160142.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
შვილებს არ რთავდა მისი დაცინვის ნებას.
She would not let them laugh at him.
160143.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
„ათეისტი“, ასე იხსენიებდნენ მისტერ ტენსლის, „პატარა ათეისტი“.
"The atheist," they called him, "the little atheist".
160144.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
როუზი აქილიკებდა; ფრუ აქილიკებდა; ენდრიუც, ჯასპერიც, როჯერიც აქილიკებდა.
Rose mocked him; Prue mocked him; Andrew, Jasper, Roger mocked him.
160145.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
უკბილო ბებერმა ბეჯერმაც კი დაგესლა იმის გამო, რომ (როგორც ნენსიმ თქვა) ასმეათე ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც ბავშვებს აეკიდა და ჰებრიდებამდე გაჰყვა მაშინ, როცა მათ მარტო უნდოდათ დარჩენა.
Even old Badger without a tooth in his head had bit him, for being (as Nancy put it) the hundred and tenth young man to chase them all the way up to the Hebrides when it was ever so much nicer to be alone.
160146.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
„სისულელეა“, ძალიან მკაცრად თქვა მისიზ რემზიმ.
"Nonsense," said Mrs. Ramsay, with great severity.
160147.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
უნდა ითქვას, მისიზ რემზი ზოგადად მფარველობდა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს.
Indeed, she had the whole of the other sex under her protection.
160148.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ამის მიზეზი თავადაც ვერ აეხსნა, ალბათ მათი რაინდული ბუნების და სიმამაცის გამო, იმის გამო, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ინდოეთს მართავდნენ, ფინანსებს განაგებდნენ.
For reasons she could not explain, for their chivalry and valour, for the fact that they negotiated treaties, ruled India, controlled finance.
160149.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
დაბოლოს, იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც მის მიმართ ავლენდნენ, რაც, გამორიცხულია, ქალმა ვერ იგრძნოს, ან არ ესიამოვნოს, ერთგვარი მიმნდობი, ბავშვური, მოწიწებით აღსავსე დამოკიდებულება.
Finally for an attitude towards herself which no woman could fail to feel or to find agreeable, something trustful, childlike, reverential.
160150.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
მისიზ რემზიმ მკაცრად დატუქსა ნენსი.
She turned with severity upon Nancy.
160151.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
გამოსავალი უნდა მოიძებნოს ამ ყველაფრიდან.
They must find a way out of it all.
160152.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
იქნება რამე უფრო იოლი, ნაკლებად რთული ხერხიც არსებობს, ამოიოხრა მან.
There might be some simpler way, some less laborious way, she sighed.
160153.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
როცა სარკეში იყურებოდა და თმაში შერეულ ჭაღარას და ჩავარდნილ ლოყებს ხედავდა, ფიქრობდა, ხომ შეიძლება, ყველაფრისთვის უკეთ დამედგა თავი – ჩემი ქმრის საქმეებისთვის, ფულისთვის, მისი წიგნებისთვისო.
When she looked in the glass and saw her hair grey, her cheek sunk, she thought, possibly she might have managed things better — her husband, money, his books.
160154.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
მაგრამ თავს წამითაც ვერ დაიდანაშაულებდა იმაში, რომ ან გადაწყვეტილების მიღებას უფრთხოდა, ან სირთულეებს გაურბოდა, ანდა პასუხისმგებლობას ირიდებდა.
But for her own part she would never for a single second regret her decision, evade difficulties, or slur over duties.
160155.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
რადგან გულის სიღრმეში არც ერთ მათგანს არ ჰქონდა სრული ნდობა ამ პატივის თუ რაინდობის, ინგლისის ბანკის თუ ინდოეთის იმპერიის, ბეჭდებასხმული ხელების თუ დახვეწილ მაქმანებიანი სამოსისა, თუმცა კი, ვერც ერთი მათგანი ვერ უარყოფდა იმას, რომ ამ ყოველივეს ერთგვარი ხიბლიც ახლდა თან, და მათ ნორჩ გულებს უდავოდ იზიდავდა მამაკაცური ღირსება, და ახლა, როცა გრძნობდნენ დედის მზერას, ძალაუნებურად პატივისცემით განიმსჭვალნენ მისი უცნაური სიმკაცრის, მისი ხაზგასმული თავაზიანობის მიმართ, დედოფლის დარად რომ არ თაკილობს, ფეხი დაბანოს ტალახიდან წამომდგარ მათხოვარს.
For there was in all their minds a mute questioning of deference and chivalry, of the Bank of England and the Indian Empire, of ringed fingers and lace, though to them all there was something in this of the essence of beauty, which called out the manliness in their girlish hearts, and made them, as they sat at table beneath their mother’s eyes, honour her strange severity, her extreme courtesy, like a queen’s raising from the mud to wash a beggar’s dirty foot.
160156.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
„ხვალ შუქურამდე ვერ მივაღწევთ“, თქვა ჩარლზ ტენსლიმ, რომელიც მის ქმართან ერთად ფანჯარასთან იდგა, და ხელი ხელს შემოჰკრა.
"There’ll be no landing at the Lighthouse tomorrow," said Charles Tansley, clapping his hands together as he stood at the window with her husband.
160157.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ნამდვილად ზედმეტი მოუვიდა.
Surely, he had said enough.
160158.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ინატრა, ნეტავი ორივემ თავი გაგვანებოს მე და ჯეიმსს და თავისთვის ისაუბრონო.
She wished they would both leave her and James alone and go on talking.
160159.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
როგორც ბავშვები ამბობენ, ის ერთი საცოდავი არსებაა.
He was such a miserable specimen, the children said.
160160.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ვერც კრიკეტს თამაშობს, სიარულისას ფეხს ითრევს.
He couldn’t play cricket, he shuffled.