მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160181.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
და აი, ათიოდე წუთის შემდეგ, კვლავ იქ იყო, კალათითა და მზის ქოლგით ხელში, და აგრძნობინა, რომ უკვე მზად იყო, რომ სათანადოდ იყო აღჭურვილი სეირნობისთვის, რომელიც გზად სულ ერთი წამით უნდა გაეწყვიტა, როცა ჩოგბურთის მოედანს ჩაუვლიდნენ, რათა მისტერ კარმაიკლისთვის, რომელიც ამ დროს მზეს ეფიცხებოდა თავის თვალდაჭყეტილ ყვითელ კატასთან ერთად, ხოლო მის თვალებში, როგორც კატის თვალებს ახასიათებს, ტოტების რხევა თუ ღრუბელთა დინება ირეკლებოდა ისე, რომ სხვა მხრივ ფიქრის ან გრძნობის არანაირი ნიშანწყალი არ ემჩნეოდა, ეკითხა, რამე ხომ არ გნებავთო.
And, with her basket and her parasol, there she was again, ten minutes later, giving out a sense of being ready, of being equipped for a jaunt, which, however, she must interrupt for a moment, as they passed the tennis lawn, to ask Mr. Carmichael, who was basking with his yellow cat’s eyes ajar, so that like a cat’s they seemed to reflect the branches moving or the clouds passing, but to give no inkling of any inner thoughts or emotion whatsoever, if he wanted anything.
160182.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
„ქალაქში მივდივართ. საფოსტო მარკები, საწერი ქაღალდი, თამბაქო?“ შესთავაზა და გვერდით დაუდგა.
They were going to the town, "Stamps, writing-paper, tobacco?" she suggested, stopping by his side.
160183.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
მაგრამ არა, მას არაფერი უნდოდა.
But no, he wanted nothing.
160184.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ხელები მოზრდილ ღიპზე გადაეჭდო, თვალებს ახამხამებდა, თითქოს უნდოდა, ამ ტკბილ სიტყვებზე კეთილად ეპასუხა (იგი მაცთუნებელი, თუმცა კი ოდნავ აღელვებული იყო), მაგრამ ვერა და ვერ ახერხებდა, რადგან მორუხო-მომწვანო ძილ-ბურანში ჩაძირული, განუზომელი და კეთილი სურვილების ყოვლისმომცველ ტკბილ საღათას ძილს მისცემოდა, რომელსაც სიტყვის უთქმელად გრძნობდა ყველა, მთელი სახლი, მთელი დედამიწა.
His hands clasped themselves over his capacious paunch, his eyes blinked, as if he would have liked to reply kindly to these blandishments (she was seductive but a little nervous) but could not, sunk as he was in a grey-green somnolence which embraced them all, without need of words, in a vast and benevolent lethargy of well-wishing, all the house, all the world.
160185.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
მასი ყველა ადამიანი, რადგან სადილობისას რამდენიმე წვეთი რაღაც სასმელი ჩაისხა ჭიქაში, რომელიც, ბავშვების აზრით, აშკარად დააჩნდა თვალისმომჭრელ ყვითელ ზოლად მის წვერსა და ულვაშს, რომელიც სხვა დროს თოვლივით თეთრი ჰქონდა.
All the people in it, for he had slipped into his glass at lunch a few drops of something, which accounted, the children thought, for the vivid streak of canary-yellow in moustache and beard that were otherwise milk white.
160186.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
წესით, დიდი ფილოსოფოსი უნდა გამხდარიყოო, უთხრა მისიზ რემზიმ, როცა მეთევზეების სოფლისკენ მიმავალ გზას დაუყვნენ.
He should have been a great philosopher, said Mrs. Ramsay, as they went down the road to the fishing village.
160187.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
შავი ქოლგა ისე შემართული ეკავა და ისეთი ენით აუწერელი მოლოდინის იერით მიაბიჯებდა, გეგონებოდათ, ქუჩის მოსახვევში ვიღაცასთან შესახვედრად მიიჩქარისო.
Holding her black parasol very erect, and moving with an indescribable air of expectation, as if she were going to meet someone round the corner.
160188.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ოქსფორდელ გოგონასთან რომანი, ნაადრევი ქორწინება, სიღატაკე, ინდოეთში წასვლა.
An affair at Oxford with some girl, an early marriage, poverty, going to India.
160189.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
შიგადაშიგ პოეზიას თარგმნიდა „ჩემი აზრით, ძალიანაც კარგად“, უნდოდა, ბიჭებისთვის სპარსული ან ჰინდი ესწავლებინა, მაგრამ, აბა, რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს?
Translating a little poetry "very beautifully, I believe," being willing to teach the boys Persian or Hindustanee, but what really was the use of that?
160190.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
და მერე, დაინახეს, როგორ იწვა ბალახზე.
And then lying, as they saw him, on the lawn.
160191.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ჩარლზ ტენსლი ერთბაშად გამოცოცხლდა.
Charles Tansley revived.
160192.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ბევრ სხვა რამესაც გრძნობდა, ისეთს, რაც განსაკუთრებით აღაფრთოვანებდა და თან აწუხებდა მისთვის აუხსნელი მიზეზებით.
He felt many things, something in particular that excited him and disturbed him for reasons which he could not give.
160193.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
უშველებელი მოფრიალე ქაღალდი თანდათან სწორდება და ფუნჯის ყოველი მოსმა ცინცხალ ფეხებს აჩენს, ლაგამს, ცხენებს, მოლაპლაპე წითელსა და ცისფერს, ლამაზ გლუვ ზედაპირს, ვიდრე კედლის ნახევარი ცირკის რეკლამით არ დაიფარა;
The vast flapping sheet flattened itself out, and each shove of the brush revealed fresh legs, hoops, horses, glistening reds and blues, beautifully smooth, until half the wall was covered with the advertisement of a circus.
160194.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ასი მხედარი, ოცი გაწვრთნილი სელაპი, ლომები, ვეფხვები.
A hundred horsemen, twenty performing seals, lions, tigers.
160195.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
მისიზ რემზიმ ყელი მოიღერა, რადგან ახლომხედველი იყო და ხმამაღლა წაიკითხა...
Craning forwards, for she was short sighted, she read it out.
160196.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
„ეწვევიან ამ ქალაქს“, ამოიკითხა.
"Will visit this town," she read.
160197.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
საშინლად სახიფათო სამუშაოა ცალხელა მამაკაცისთვის ასე დგომა კიბის თავზე – მას ხომ სამკალმა მანქანამ ორი წლის წინ მარცხენა ხელი მოჰკვეთა.
It was terribly dangerous work for a one-armed man to stand on top of a ladder like that — his left arm had been cut off in a reaping machine two years ago.
160198.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
„მოდი ყველანი წავიდეთ!“ შესძახა მერე და წინ წაიწია, თითქოს იმ მხედრებმა და ცხენებმა ბავშვური სიხარულით აღავსეს და სიბრალულის გრძნობა გაუქარწყლეს.
“Let us all go!” she cried, moving on, as if all those riders and horses had filled her with childlike exultation and made her forget her pity.
160199.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
„მოდი, ყველანი წავიდეთ ცირკში“. არა.
"Let us all go to the circus." No.
160200.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ამას არასწორად ამბობს. არასწორად გრძნობს. მაგრამ რატომაც არა?
He could not say it right. He could not feel it right. But why not?