მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160201.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ჰკითხა, როცა პატარა იყავით, ცირკში არ დაჰყავდითო?
Had they not been taken, she asked, to circuses when they were children?
160202.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
არასოდეს, მიუგო ტენსლიმ ისე, თითქოს სწორედ ის ჰკითხეს, რაც ძალიან უნდოდა.
Never, he answered, as if she asked the very thing he wanted.
160203.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
დიდი ოჯახიდან იყო, ცხრა ძმა და დები, მამამისი მშრომელი კაცი იყო.
It was a large family, nine brothers and sisters, and his father was a working man.
160204.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
მამაჩემი აფთიაქარია, მისიზ რემზი.
My father is a chemist, Mrs. Ramsay.
160205.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
თავად კი დამოუკიდებლად გაიკვლია გზა მას შემდეგ, რაც ცამეტი წლის გახდა.
He himself had paid his own way since he was thirteen.
160206.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ხშირად ზამთარს უპალტოოდ ატარებდა.
Often he went without a greatcoat in winter.
160207.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ძალიან ბევრს მუშაობდა – დღეში შვიდ საათს.
He worked hard — seven hours a day.
160208.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
სიარულს განაგრძობდნენ და მისიზ რემზის ბოლომდე არც ესმოდა მნიშვნელობა, მხოლოდ აქა-იქ ჩაესმოდა სიტყვები: დისერტაცია... სამეცნიერო წოდება... პროფესორის ასისტენტობა... ლექტორობა...
They were walking on and Mrs. Ramsay did not quite catch the meaning, only the words, here and there... dissertation... fellowship... readership... lectureship.
160209.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
იგი ეტყვის ფრუს ამის შესახებ.
She would tell Prue about it.
160210.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ალბათ ტენსლი უფრო იმით კი არ მოიწონებს თავს მეგობრებთან, თუ როგორ წავიდა ცირკში, არამედ როგორ წავიდა რემზებთან ერთად თეატრში იბსენის პიესის სანახავად.
What he would have liked, she supposed, would have been to say how he had gone not to the circus but to Ibsen with the Ramsays.
160211.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
აუტანელი მორალისტია. დიახ, დიდი აბეზარი.
He was an awful prig — yes, an insufferable bore.
160212.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
რადგან, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ქალაქს მიუახლოვდნენ და ცენტრალურ ქუჩაზე გავიდნენ, სადაც ოთხთვალები დახრიგინებდნენ რიყის ქვაფენილზე, ის მაინც განაგრძობდა ლაპარაკს საქმიან გარიგებებზე, მასწავლებლობაზე, მშრომელ ხალხზე, როგორ უნდა დავეხმაროთ ჩვენს კლასს, ლექციებზე, და ასე გაგრძელდებოდა იქამდე, ვიდრე, როგორც მისიზ რემზი მიხვდა, ბოლომდე არ მოიპოვებდა თავდაჯერებას, არ განიკურნებოდა ბავშვობის დროინდელი უკმარისობის გრძნობისგან ცირკთან დაკავშირებით და, სადაცაა, ეტყოდა კიდეც (და ახლა ისევ განიმსჭვალა სიმპათიით მის მიმართ), მაგრამ ამ დროს ისეთ ადგილზე გავიდნენ, სადაც ქუჩის ორივე მხარეს სახლები გაუჩინარდა და სანაპიროზე ამოყვეს თავი.
For, though they had reached the town now and were in the main street, with carts grinding past on the cobbles, still he went on talking, about settlements, and teaching, and working men, and helping our own class, and lectures, till she gathered that he had got back entire self confidence, had recovered from the circus, and was about (and now again she liked him warmly) to tell her — but here, the houses falling away on both sides, they came out on the quay.
160213.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
მის წინ ლურჯი წყლით სავსე უშველებელი მათლაფა იდგა.
The great plateful of blue water was before her.
160214.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ხოლო მარჯვნივ, სადამდეც თვალი მიუწვდებოდა, გახუნებული და დამრეცი, ზღვის ტალღებივით მოლივლივე მწვანე ქვიშის დიუნების რბილი ნაოჭები და ზედ ველურად ამოზრდილი ბალახი გადაიშალა, რომელიც ყოველთვის ისე გამოიყურებოდა, თითქოს სადღაც, რომელიღაც მთვარის ქვეყნისკენ გაქცევას ლამობდა, რომელზეც ადამიანიშვილს არ დაუდგამს ფეხი.
and on the right, as far as the eye could see, fading and falling, in soft low pleats, the green sand dunes with the wild flowing grasses on them, which always seemed to be running away into some moon country, uninhabited of men.
160215.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
აი, ასეთი ხედი უყვარდა მის ქმარს, თქვა მისიზ რემზიმ და ნაცრისფერი თვალები უფრო ჩაუმუქდა.
That was the view, she said, stopping, growing greyer-eyed, that her husband loved.
160216.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
წამით შეყოვნდა.
She paused a moment.
160217.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
„მაგრამ, ახლა,“ დასძინა მან, „აქ მხატვრები მოსულან“.
But now, she said, artists had come here.
160218.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
მისიზ რემზიმ თქვა, მას მერე, რაც მისტერ პონსფორტე სამი წლის წინ ჩამოვიდა, ყველა მისი სურათი ასეთიაო, მწვანე და რუხი, ლიმონისფერი აფრიანი ნავები და ვარდისფერი ქალები სანაპიროზე.
Since Mr. Paunceforte had been there, three years before, all the pictures were like that, she said, green and grey, with lemon coloured sailing-boats, and pink women on the beach.
160219.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
და მისტერ ტენსლის ეგონა, ამით იმაზე მიმანიშნებს, რომ ამ მხატვრის სურათი მწირია, მგონი, ასე იტყვიან ხოლმე, არა?
So Mr. Tansley supposed she meant him to see that that man’s picture was skimpy, was that what one said?
160220.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ფერები მსუყე არ არის?
The colours weren’t solid?