მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160221.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ესმოდა მისი ფეხის სწრაფი ბაკაბუკი.
He heard her quick step.
160222.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
თვალი შეავლო ფეხის საწმენდ ტილოს, საჩაიეებს, მინის ჭაღებს;
Looked at the mats, tea-caddies, glass shades;
160223.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
მერე გაიგონა, როგორ გამოვიდა გარეთ, გამოიხურა კარი.
Then he heard her come out, shut a door.
160224.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
სრულიად მოულოდნელად გააცნობიერა, თუ რა იყო ეს – ის ყველაზე ლამაზი ადამიანი იყო, ვინც კი უნახავს.
When all at once he realised that it was this: — she was the most beautiful person he had ever seen.
160225.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
თვალში ვარსკვლავები, თავზე კულულები, თმაში ყოჩივარდები და მინდვრის იები! – რა სისულელეები მოსდის აზრად?
With stars in her eyes and veils in her hair, with cyclamen and wild violets — what nonsense was he thinking?
160226.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ის სულ ცოტა, ორმოცდაათი წლისაა, რვა შვილი ჰყავს.
She was fifty at least, she had eight children.
160227.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
მიაბიჯებდა ყვავილებით მოფენილ მინდორში, გულში იკრავდა დაკრეფილ ყვავილებს და დაცემულ კრავებს.
Stepping through fields of flowers and taking to her breast buds that had broken and lambs that had fallen.
160228.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
„ნახვამდის, ელსი“, – უთხრა მისიზ რემზიმ და ასე აუყვნენ ქუჩას.
"Good-bye, Elsie" she said, and they walked up the street.
160229.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
შემართული, ქოლგით ხელში, ისე მიაბიჯებდა, გეგონება, ვიღაცასთან შესახვედრად მიიჩქარის ქუჩის კუთხეშიო, ხოლო ჩარლზ ტენსლიმ, ცხოვრებაში პირველად, უჩვეულო სიამაყე იგრძნო.
She holding her parasol erect and walking as if she expected to meet some one round the corner, while for the first time in his life Charles Tansley felt an extraordinary pride.
160230.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
კაცმა, რომელიც სადრენაჟო არხს თხრიდა, თხრა შეწყვიტა და მისიზ რემზის დანახვაზე ხელები დაუშვა.
A man digging in a drain stopped digging and looked at her, let his arm fall down.
160231.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
ცხოვრებაში პირველად ჩარლზ ტენსლი უჩვეულო სიამაყით აღივსო.
For the first time in his life, Charles Tansley felt an extraordinary pride.
160232.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 1
მისი ჩანთა ეჭირა ხელში.
He had hold of her bag.
160233.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 2
„შუქურაზე ლაშქრობა ჩაიშალა, ჯეიმს“ თქვა მან ისეთი კილოთი, თითქოს მისიზ რემზის პატივისცემით ერთგვარად ხმის შერბილებას ცდილობდა.
"No going to the Lighthouse, James," he said, as trying in deference to Mrs. Ramsay to soften his voice into some semblance of geniality at least.
160234.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 2
ავყია კაცუნა, გაიფიქრა მისიზ რემზიმ, რატომ იმეორებს ამას?
Odious little man, thought Mrs. Ramsay, why go on saying that?
160235.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
„შესაძლებელია, გაიღვიძო და აღმოჩნდეს, რომ მზე ანათებს და ჩიტები ჭიკჭიკებენ“, თანაგრძნობით თქვა მან და ბიჭუნას თმაზე ხელი გადაუსვა, რადგან შეატყო, რომ ცუდი ამინდის თაობაზე წამოსროლილმა ქმრის გესლიანმა შენიშვნამ მას გუნება წაუხდინა.
"Perhaps you will wake up and find the sun shining and the birds singing," she said compassionately, smoothing the little boy’s hair, for her husband, with his caustic saying that it would not be fine, had dashed his spirits she could see.
160236.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
ჟურნალის იმ გვერდების თვალიერებას შეუდგა, რომლებზეც გასაყიდი ნივთების ნუსხა ეგულებოდა, რომ რამე, ფოცხის, ანდა ბალახის საკრეჭი მანქანის მაგვარი ენახა, რამე ისეთი, რის ამოჭრასაც განსაკუთრებული ოსტატობა და გულისყური სჭირდება.
She turned the pages of the Stores list in the hope that she might come upon something like a rake, or a mowing-machine, which, with its prongs and its handles, would need the greatest skill and care in cutting out.
160237.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
ყველა ეს ახალგაზრდა მის ქმარს ბაძავს.
All these young men parodied her husband.
160238.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
მან თქვა, იწვიმებსო.
He said it would rain.
160239.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
მერე ორივემ თქვა, ტორნადო იქნებაო.
They said it would be a tornado.
160240.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
მაგრამ, როგორც კი ჟურნალი გადაფურცლა, ფოცხის და საკრეჭი მანქანის ძიება გააწყვეტინეს.
But here, as she turned the page, suddenly her search for the picture of a rake or a mowing-machine was interrupted.