მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160241.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
ბოხი ხმით ჩურჩულმა, რომელიც მხოლოდ დროდადრო წყდებოდა, როცა ჩიბუხს მოქაჩავდნენ, სიმშვიდე მოჰგვარა, მიუხედავად იმისა, რომ არ ესმოდა, რაზე საუბრობდნენ (ფანჯარასთან იჯდა, რომელიც ტერასას გადაჰყურებდა), რადგან იგრძნო, რომ მამაკაცები მხიარულად ბაასობდნენ.
The gruff murmur, irregularly broken by the taking out of pipes and the putting in of pipes which had kept on assuring her, though she could not hear what was said (as she sat in the window which opened on the terrace), that the men were happily talking.
160242.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
„მე თქვენ დაგიცავთ, თქვენი მცველი ვარ“, თუმცა სხვა დროს, უცებ, მოულოდნელად, განსაკუთრებით როცა მისი გონება ოდნავ ამაღლდებოდა ხოლმე ყოველდღიურ საზრუნავსა თუ იმწამიერ ხელსაქმეზე, მას ასეთი კეთილი ზემოქმედება კი აღარ ჰქონდა, არამედ დაფდაფების ავისმომასწავებელ ცემასავით უმოწყალოდ ზომავდა სიცოცხლის წუთებს და ადამიანს უბიძგებდა, დაეწყო ფიქრი ამ კუნძულის განადგურებაზე, იმაზე, თუ როგორ შთანთქავდა ზღვა და აფრთხილებდა მას, ვისი დღეებიც ისე იპარებოდა ხან ერთი საქმის, ხანაც მეორის სულმოუთქმელ ორომტრიალში, რომ ყველაფერი წამიერი და სწრაფწარმავალია, როგორც ცისარტყელა.
"I am guarding you — I am your support," but at other times suddenly, unexpectedly, especially when her mind raised itself slightly from the task actually in hand, had no such kindly meaning, but like a ghostly roll of drums remorselessly beat the measure of life, made one think of the destruction of the island and its engulfment in the sea, and warned her whose day had slipped past in one quick doing after another that it was all ephemeral as a rainbow.
160243.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
ამ ხმამ, რომელიც მანამდე სხვა ბგერების ზემოქმედებით მოგუდული და შეუმჩნეველი ჩანდა, უეცრად გამაყრუებლად დაიგრგვინა და, თავზარდაცემული, ზემოთ აახედა.
This sound which had been obscured and concealed under the other sounds suddenly thundered hollow in her ears and made her look up with an impulse of terror.
160244.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
მათ საუბარი შეეწყვიტათ.
They had ceased to talk.
160245.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
იმ დაძაბულობიდან, რომელმაც ერთიანად შეძრა, წამში მეორე უკიდურესობაში გადავარდა, რომელიც თითქოსდა იმ უაზრო დაძაბულობის საპასუხოდ და ასანაზღაურებლად საოცრად გულგრილი, სახალისო, ის კი არა, ოდნავ მზაკვრულიც კი იყო, დაასკვნა, რომ საბრალო ჩარლზ ტენსლი თავიდან მოიშორეს.
Falling in one second from the tension which had gripped her to the other extreme which, as if to recoup her for her unnecessary expense of emotion, was cool, amused, and even faintly malicious, she concluded that poor Charles Tansley had been shed.
160246.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
ეს კი მას დიდად არ ანაღვლებს.
That was of little account to her.
160247.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
თუ მის ქმარს სჭირდება მსხვერპლი (რაც მართლაც სჭირდება), ის ხალისით შესწირავს მსხვერპლად ჩარლზ ტენსლის, რომელმაც ასე აწყენინა მის პატარა ბიჭუნას.
If her husband required sacrifices (and indeed he did) she cheerfully offered up to him Charles Tansley, who had snubbed her little boy.
160248.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
კიდევ ერთი წამიც, და თავი წამოსწია, ყური მიუგდო, თითქოს ჩვეული, ნაცნობი, ჩვეულებრივი, მექანიკური ხმების გაგონებას მოელოდა.
One moment more, with her head raised, she listened, as if she waited for some habitual sound, some regular mechanical sound.
160249.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
და შემდეგ, როცა რაღაც რიტმული მოესმა, როცა მისი ქმარი ტერასაზე ბოლთის ცემას შეუდგა, ისევ დამშვიდდა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზეა, დახედა მუხლებზე გადაშლილ წიგნს და ექვსპირიანი ჯაყვა აღმოაჩინა, რომლის გამოჭრა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ ჯეიმსი დიდ ყურადღებას გამოიჩენდა.
And then, hearing something rhythmical, as her husband beat up and down the terrace, she was soothed once more, assured again that all was well, and looking down at the book on her knee found a pocket knife with six blades which could only be cut out if James was very careful.
160250.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
ლილის სურათი! მისიზ რემზის გაეღიმა.
Lily’s picture! Mrs. Ramsay smiled.
160251.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
ჩინელივით წვრილი თვალების და შეჭმუხნილი სახის პატრონი, ვერასოდეს გათხოვდებოდა.
With her little Chinese eyes and her puckered-up face, she would never marry.
160252.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
მის სურათს სერიოზულად არავინ აღიქვამდა.
One could not take her painting very seriously.
160253.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
ის პაწია დამოუკიდებელი არსება იყო და მისიზ რემზის მოსწონდა ამის გამო.
she was an independent little creature, and Mrs. Ramsay liked her for it.
160254.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 3
ამრიგად, დანაპირები მოაგონდა და თავი დახარა.
So, remembering her promise, she bent her head.
160255.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
და სწორედ ეს იყო ის, რასაც ვერ იტანდა ლილი ბრისკო.
And that was what Lily Briscoe could not have endured.
160256.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
მაშინაც კი, როცა სურათს მთლიანობაში – ხაზს, ფერს და ფანჯარასთან ჯეიმსთან ერთად მჯდომ მისიზ რემზის გაფაციცებით აკვირდებოდა, გუმანით შეიგრძნობდა ყოველ გაფაჩუნებას, რადგან ღელავდა, ვინმე უჩუმრად არ მომეპაროს და ნახატი არ ნახოსო.
Even while she looked at the mass, at the line, at the colour, at Mrs. Ramsay sitting in the window with James, she kept a feeler on her surroundings lest some one should creep up, and suddenly she should find her picture looked at.
160257.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ასე რომ, ახლა, როცა მის გვერდით იდგა, ჩვეული სერიოზული იერით (თანაც ასაკით მამად ერგებოდა, ბოტანიკოსი, ქვრივი, საპნის სუნი რომ ასდიოდა), ის არც კი განძრეულა.
So that when he stood beside her in his judicial way (he was old enough to be her father too, a botanist, a widower, smelling of soap) she just stood there.
160258.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
უბრალოდ იდგა.
He just stood there.
160259.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
შენიშნა, შესანიშნავი ფეხსაცმელები აცვიაო.
Her shoes were excellent, he observed.
160260.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ბინას ერთ სახლში ქირაობდნენ და შეამჩნია, როგორი მოწესრიგებული იყო, ისაუზმებდა თუ არა, მაშინვე სახატავად გადიოდა, და ფიქრობდა, რომ სულ მარტო იყო: სავარაუდოდ, ღარიბი.
Lodging in the same house with her, he had noticed too, how orderly she was, up before breakfast and off to paint, he believed, alone, presumably.