მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160261.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
მაგალითად, როცა რემზი დაესხმოდა ხოლმე თავს, ატეხდა ყვირილს და ხელების ქნევას.
For instance, when Ramsay bore down on them, shouting, gesticulating.
160262.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ვიღაცამ უხეში შეცდომა დაუშვა.
Someone had blundered.
160263.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
მისტერ რემზი მრისხანე მზერას მიაპყრობდა.
Mr. Ramsay glared at them.
160264.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ეს ორივეს ოდნავ უხერხულად აგრძნობინებდა თავს.
That did make them both vaguely uncomfortable.
160265.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ისინი პირად ცხოვრებაში შეიჭრნენ.
They had encroached upon a privacy.
160266.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ისიც მიჰყვებოდა, დიახ.
She would come, yes.
160267.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
მაგრამ ახლა თვალს ვერ აცილებდა თავის ნახატს.
But it was with difficulty that she took her eyes off her picture.
160268.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ბრდღვიალა იისფერი ყვავილები, თეთრად მომზირალი კედელი.
The jacmanna was bright violet, the wall staring white.
160269.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
უსამართლობად მიიცნევდა, რამე შეეცვალა, მიეჩქმალა ამ ბრდღვიალა იისფერში და თვალისმომჭრელ სითეთრეში, რადგან სწორედ ასეთებს ხედავდა, მიუხედავად იმისა, რომ, მისტერ პონსფორტეს სტუმრობის შემდეგ, მოდაში იყო ყველაფრის მკრთალად, ნარნარად, ნახევრად გაუმჭვირვალედ გამოსახვა.
She would not have considered it honest to tamper with the bright violet and the staring white, since she saw them like that, fashionable though it was, since Mr. Paunceforte’s visit, to see everything pale, elegant, semitransparent.
160270.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
და გარდა ამისა, ფერებს მიღმა ფორმაც იყო.
Then beneath the colour there was the shape.
160271.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
როცა უყურებდა, ყველაფერს ისე მკვეთრად, ისე შთამბეჭდავად აღიქვამდა, მაგრამ, როცა ფუნჯს იღებდა ხელში, მაშინ ყველაფერი იცვლებოდა.
She could see it all so clearly, so commandingly, when she looked: it was when she took her brush in hand that the whole thing changed.
160272.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
სწორედ ასეთ დროს ხდებოდა, რომ წამიერად, სურათსა და ტილოს შორის ავი სულები ჩაიბუდებდნენ და ხშირად ცხარე ცრემლსაც ადენდნენ და ჩანაფიქრის ხორცშესხმა ისეთივე სატანჯველი ხდებოდა, როგორიც ბნელი დერეფნის გავლაა ბავშვისთვის.
It was in that moment’s flight between the picture and her canvas that the demons set on her who often brought her to the verge of tears and made this passage from conception to work as dreadful as any down a dark passage for a child.
160273.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ასეთი რამ ხშირად უგრძნია – უწევდა ბრძოლა საოცარი სირთულეების წინააღმდეგ, რომ საკუთარი სიმამაცე არ დაეკარგა, რომ ეთქვა: „მაგრამ მე ასე ვხედავ,“ და ამგვარად ჩაებღუჯა, მკერდში მაგრად ჩაეკრა მისეული ხედვის საცოდავი ნარჩენი, რომლის გამოგლეჯასაც ლამობდა ათასობით ძალა.
Such she often felt herself — struggling against terrific odds to maintain her courage, to say: "But this is what I see," and so to clasp some miserable remnant of her vision to her breast, which a thousand forces did their best to pluck from her.
160274.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
და სწორედ ასე დაიწყო ხატვა, ამ სუსხსა და ქარში, და როგორც კი ხატვას შეუდგა, თავს დაატყდა უამრავი სხვა რამ, უკმარისობის გრძნობა, საკუთარი არარაობის შეგრძნება, მამის სახლის მოვლა ბრომპტონ როუდზე, და დიდ ძალისხმევად დაუჯდა თავის შეკავება, რომ არ აჰყოლოდა წამიერ იმპულსს და ფეხებში არ ჩავარდნოდა (მადლობა უფალს, დღემდე ახერხებდა თავის შეკავებას) მისიზ რემზის და არ ეთქვა მისთვის – მაგრამ რა შეიძლება ეთქვა მისთვის?
And it was then too, in that chill and windy way, as she began to paint, that there forced themselves upon her other things, her own inadequacy, her insignificance, keeping house for her father off the Brompton Road, and had much ado to control her impulse to fling herself (thank Heaven she had always resisted so far) at Mrs. Ramsay’s knee and say to her — but what could one say to her?
160275.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
„მე თქვენ შემიყვარდით“? არა, ეს ხომ სიმართლე არ არის.
"I’m in love with you?" No, that was not true.
160276.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
„მე შემიყვარდა ეს ყველაფერი“, და ხელი გაეშვირა ბუჩქნარით შემოღობილი ეზოს, სახლის, ბავშვებისკენ.
"I’m in love with this all," waving her hand at the hedge, at the house, at the children.
160277.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ეს ხომ სისულელეა, ეს ხომ შეუძლებელია.
It was absurd, it was impossible.
160278.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ასე რომ, ახლა ფუნჯები კოხტად ჩაალაგა ყუთში გვერდიგვერდ და უილიამ ბენქსს უთხრა: „რაღაც აცივდა უცბად. ეტყობა, მზემ სიმხურვალე დაკარგა“.
So now she laid her brushes neatly in the box, side by side, and said to William Bankes: "It suddenly gets cold. The sun seems to give less heat."
160279.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
რადგან ჯერ კიდევ არ ბნელოდა, ბალახი ისევ ნაზი ხასხასა მწვანე იყო, სახლიც ბრწყინავდა სიმწვანეში.
For it was bright enough, the grass still a soft deep green, the house starred in its greenery.
160280.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
მაგრამ რაღაც შეირხა, იელვა, და ვერცხლისფერი ფრთა დაუსვა ჰაერს.
But something moved, flashed, turned a silver wing in the air.