მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160281.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ბოლოს და ბოლოს, უკვე ხომ სექტემბერია, სექტემბრის შუა რიცხვები.
It was September after all, the middle of September.
160282.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ასე რომ, გაკვალული გზით შეუყვნენ ბაღს, ჩაუარეს ჩოგბურთის მოედანს, ხშირი, აქოჩრილი ბუჩქნარის ღობის ღიობს მიადგნენ, რომელსაც გაღვივებული ნაკვერცხლებივით, ხასხასა, მანათობელი შროშანები ედგნენ მცველად, ხოლო მათ შორის მოჩანდა ზღვის ლურჯი უბე, ბევრად უფრო ლურჯი, ვიდრე ოდესმე.
So off they strolled down the garden in the usual direction, past the tennis lawn, past the pampas grass, to that break in the thick hedge, guarded by red hot pokers like brasiers of clear burning coal, between which the blue waters of the bay looked bluer than ever.
160283.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
თითქოს წყალი გადმოიღვრებოდა ხოლმე და ხმელეთზე დაგუბებულ ფიქრებს შორეულ ზღვებში მიაქანებდა სამოგზაუროდ და ის კი არა, ტანითაც კი შეიგრძნობდნენ ერთგვარ შვებას.
It was as if the water floated off and set sailing thoughts, grown stagnant on dry land, and gave to their bodies even some sort of physical relief.
160284.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
თავიდან ფერის რიტმმა ცისფერი უხვად გადმოღვარა ყურეზე და მასთან ერთად გულიც გაიშალა და ტანმა შეცურა მასში, ვიდრე სულ ერთი წამის შემდეგ არ შეფერხდა და არ ჩაცხრა აწეწილი ტალღების სიშავის შემხედვარე.
First, the pulse of colour flooded the bay with blue, and the heart expanded with it and the body swam, only the next instant to be checked and chilled by the prickly blackness on the ruffled waves.
160285.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
იდგნენ და ორივეს ეღიმებოდა.
They both smiled, standing there.
160286.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ორივე ერთნაირ სიხარულს გრძნობდა.
They both felt a common hilarity.
160287.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
უყურებდა შორეულ ქვიშის დიუნებს უილიამ ბენქსი და თან რემზიზე ფიქრობდა.
Looking at the far sand hills, William Bankes thought of Ramsay.
160288.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ფიქრობდა ვესტმორლანდის გზაზე, ფიქრობდა, როგორ მიუყვებოდა გზას რემზი თავისთვის, სიმარტოვით გარემოცული, რომელიც მის ბუნებრივ მდგომარეობად აღიქმებოდა.
Thought of a road in Westmorland, thought of Ramsay striding along a road by himself hung round with that solitude which seemed to be his natural air.
160289.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ამის შემდეგ რემზი დაქორწინდა.
After that, Ramsay had married.
160290.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
მათ მეგობრობას თანდათანობით ნიადაგი გამოეცალა.
The pulp had gone out of their friendship.
160291.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ვერ იტყოდა, ვისი ბრალი იყო ეს, ოღონდ დროთა განმავლობაში სიახლის ადგილი განმეორებამ დაიკავა.
Whose fault it was he could not say, only, after a time, repetition had taken the place of newness.
160292.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
მაგრამ დიუნებთან ამ უტყვი დიალოგისას დაასკვნა, რომ რემზის მიმართ გრძნობა ოდნავადაც არ განელებოდა.
But in this dumb colloquy with the dunes he maintained that his affection for Ramsay had in no way diminished.
160293.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
მას აღელვებდა ეს მეგობრობა და, შესაძლოა, თან სურდა ერთგვარი დანაშაულის გრძნობა მოეხსნა, იმის გამო, რომ გამოიფიტა და დაჩიავდა – რემზი ხომ ახლა მთლიანად შვილებით იყო მოცული, მაშინ, როცა ბენქსი უშვილო იყო, დაქვრივებული – ღელავდა, ლილი ბრისკოს არ დაემცირებინა რემზი მის წინაშე (ის ხომ თავისებურად დიდი პიროვნება იყო).
He was anxious for the sake of this friendship and perhaps too in order to clear himself in his own mind from the imputation of having dried and shrunk — for Ramsay lived in a welter of children, whereas Bankes was childless and a widower — he was anxious that Lily Briscoe should not disparage Ramsay (a great man in his own way).
160294.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
მრავალი წლის წინათ ჩასახული მათი მეგობრობა ვესტმორლენდის გზაზე დასრულდა, სადაც კრუხმა ფრთები გაშალა და წიწილებს გადაეფოფრა.
Begun long years ago, their friendship had petered out on a Westmorland road, where the hen spread her wings before her chicks.
160295.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ამის შემდეგ რემზი დაოჯახდა და მათი გზები გაიყარა, თუმცა ამაში არც ერთს არ მიუძღოდა ბრალი, და მაინც, როცა ხელახლა შეხვდნენ, აშკარად ერთგვარი განმეორების სურვილი წარმოიშვა.
After which Ramsay had married, and their paths lying different ways, there had been, certainly for no one’s fault, some tendency, when they met, to repeat.
160296.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ყვავილებს აგროვებდა სანაპიროზე.
She was picking flowers on the bank.
160297.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ჯიუტობდა და ანჩხლობდა.
She was wild and fierce.
160298.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
არ სურდა, ყვავილი მიეცა „ჯენტლმენისთვის“, რასაც ძიძა ეუბნებოდა.
She did not want to "give a flower to the gentleman" as the nursemaid told her.
160299.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
გოგონამ მუშტები შეკრა. ფეხი დააბაკუნა.
She clenched her fist. She stamped.
160300.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
გამოიფიტა და დაჩაჩანაკდა.
He must have dried and shrunk.