მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160301.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
რემზები მდიდრები არ იყვნენ.
The Ramsays were not rich.
160302.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
რვა შვილი! რვა ბავშვს ფილოსოფიით გამოკვება!
Eight children! To feed eight children on philosophy!
160303.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
აი, კიდევ ერთი მათგანი, ამჯერად ჯასპერი, გვერდით ჩაუარა, ჩიტებზე სანადიროდ მივდივარო, არხეინად თქვა და გზად ლილის მაგრად ჩამოართვა ხელი, რის გამოც მისტერ ბენქსმა მწარედ ჩაილაპარაკა, სწორედ ისაა რჩეულიო.
Here was another of them, Jasper this time, strolling past, to have a shot at a bird, he said, nonchalantly, swinging Lily’s hand like a pump-handle as he passed, which caused Mr. Bankes to say, bitterly, how SHE was a favourite.
160304.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რომელი რომელია, ან რომელი რომელს მოსდევს ასაკით, ეს მის შესაძლებლობებს აღემატებოდა.
As for being sure which was which, or in what order they came, that was beyond him.
160305.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
გულში ყოველ მათგანს ინგლისის მეფეების და დედოფლების სახელებით იხსენიებდა, უზნეო კემი, სასტიკი ჯეიმსი, სამართლიანი ენდრიუ, ლამაზი ფრუ, ენდრიუ კი – ჭკვიანი.
He called them privately after the Kings and Queens of England, Cam the Wicked, James the Ruthless, Andrew the Just, Prue the Fair, and Andrew — brains.
160306.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
უილიამ ბენქსი აღიარებდა – ამან მას რაღაც მისცა, სასიამოვნო იქნებოდა, კემს რომ მისი პიჯაკის ღილკილოში ყვავილი გაეყარა, ან მხარზე ასცოცებოდა, როგორც მამას ააცოცდა, სურათის ნახვაც, რომელზეც ვეზუვის ამოფრქვევა იყო გამოსახული.
They gave him something — William Bankes acknowledged that, it would have been pleasant if Cam had stuck a flower in his coat or clambered over his shoulder, as over her father’s, to look at a picture of Vesuvius in eruption.
160307.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
რას იფიქრებდა ამაზე უცხო ადამიანი?
What would a stranger think about it?
160308.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
რა აზრის იყო ამაზე ლილი ბრისკო?
What did this Lily Briscoe think?
160309.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
გასაოცარია, როგორ შეიძლება ასეთი ინტელექტის პატრონი ასე დაეცეს – თუმცა ეს მეტისმეტად მკაცრი ნათქვამია.
It was astonishing that a man of his intellect could stoop so low as he did — but that was too harsh a phrase.
160310.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
როცა „მის ნაშრომებზე“ იწყებდა ფიქრს, მას მუდამ თვალწინ დაუდგებოდა ხოლმე სამზარეულოს დიდი მაგიდა.
Whenever she "thought of his work" she always saw clearly before her a large kitchen table.
160311.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ეს ენდრიუს ბრალი იყო.
It was Andrew’s doing.
160312.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
სუბიექტზე და ობიექტზე და რეალობის არსზეო, მიუგო ენდრიუმ.
"Subject and object and the nature of reality," Andrew had said.
160313.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
და როცა ლილის ამაზე უნებურად წამოსცდა, ღმერთო ჩემოო, წარმოდგენა არ ჰქონდა, რას გულისხმობდა ეს.
And when she said Heavens, she had no notion what that meant.
160314.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
მან უთხრა, მაშინ სამზარეულოს მაგიდაზე იფიქრეთ, როცა იქ არა ხართო.
"Think of a kitchen table then," he told her, "when you’re not there".
160315.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ამჯერად მას მსხლის ხის ტოტებში დაედო ბინა, რადგან უკვე ბოსტანს მიადგნენ.
It lodged now in the fork of a pear tree, for they had reached the orchard.
160316.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
და ფიქრი მიაპყრო არა ხის ვერცხლისფრად დახორკლილ ქერქს, ანდა მის თევზის ფორმის ფოთლებს, არამედ სამზარეულოს მაგიდის წარმოსახვით ლანდს, ხალებიან და ხორკლიან მაგიდას, რომლის მთელი ღირსება თითქოს ერთიანად გაეშიშვლებინა მრავალწლიან ერთგულ მსახურებას და გაჩხერილიყო იქ, ჰაერში, ფეხებაშვერილი.
And she focused her mind, not upon the silver-bossed bark of the tree, or upon its fish shaped leaves, but upon a phantom kitchen table, one of those scrubbed board tables, grained and knotted, whose virtue seems to have been laid bare by years of muscular integrity, which stuck there, its four legs in air.
160317.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
მისტერ ბენქსს ესიამოვნა, რომ მოუწოდა, არ დაგავიწყდეთ მისი ნაშრომებიო.
Mr. Bankes liked her for bidding him "think of his work".
160318.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ამაზე თავადაც ნაფიქრი ჰქონდა, ხშირად.
He had thought of it, often.
160319.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ვინ მოთვლის, რამდენჯერ უთქვამს, რემზი ერთი იმათგანია, ვინც საუკეთესო ნაშრომს ორმოცი წლის ასაკამდე ქმნისო.
Times without number, he had said, "Ramsay is one of those men who do their best work before they are forty".
160320.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
მას თვალსაჩინო წვლილი ჰქონდა შეტანილი ფილოსოფიაში ერთი წიგნით, რომელიც ოცდახუთი წლისამ დაწერა, რაც მერე შექმნა, მეტ-ნაკლებად განვრცობა, განმეორება იყო.
He had made a definite contribution to philosophy in one little book when he was only five and twenty, what came after was more or less amplification, repetition.