მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160321.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
მაგრამ იმათი რაოდენობა, ვისაც თვალსაჩინო წვლილი შეაქვს ნებისმიერ საქმეში, მეტად მცირეაო, თქვა მან, და მსხლის ხესთან შედგა, აკურატულად დავარცხნილი, ზედმიწევნით ზუსტი, სრულიად მიუკერძოებელი.
But the number of men who make a definite contribution to anything whatsoever is very small, he said, pausing by the pear tree, well brushed, scrupulously exact, exquisitely judicial.
160322.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
უცებ, გეგონებოდათ, მისი ხელის მოძრაობას უნებურად მოჰყვაო, მასზე დაგროვილი შთაბეჭდილებების ტვირთი ამოყირავდა და უშველებელ ზვავად ჩამოწვა ძირს ყველაფერი, რასაც მის მიმართ გრძნობდა.
Suddenly, as if the movement of his hand had released it, the load of her accumulated impressions of him tilted up, and down poured in a ponderous avalanche all she felt about him.
160323.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ეს იყო ერთი შეგრძნება.
That was one sensation.
160324.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
შემდეგ კი თითქოს მის თვალწინ ამოიფრქვა მისი ყოფიერების არსი.
Then up rose in a fume the essence of his being.
160325.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
იგრძნო, როგორ განიმსჭვალა არსში წვდომის მძაფრი უნარით.
She felt herself transfixed by the intensity of her perception.
160326.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ეს იყო მისი სიმკაცრე, მისი სიკეთე.
It was his severity, his goodness.
160327.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
მე თქვენ პატივს გცემთ (უსიტყვოდ მიმართავდა პირადად), თქვენ არა ხართ ამპარტავანი, თქვენ მისტერ რემზიზე უკეთესი ხართ, თქვენ ყველაზე დახვეწილი ადამიანი ბრძანდებით, ვისაც კი ვიცნობ.
I respect you (she addressed silently him in person), you are not vain, you are finer than Mr. Ramsay, you are the finest human being that I know.
160328.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
არც ცოლი გყავთ, არც შვილი (ყოველგვარი სექსუალური გრძნობის გარეშე სურდა, ამ სიმარტოვეს მოფრთხილებოდა), გულკეთილი, გულმართალი, გმირული ბუნების მამაკაცი ხართ!
You have neither wife nor child (without any sexual feeling, she longed to cherish that loneliness), generous, pure-hearted, heroic man!
160329.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
თუმცა იმავე წამს მოაგონდა, როგორ წამოიყვანა შინიდან, ამ სიშორეზე, მოსამსახურე.
But simultaneously, she remembered how he had brought a valet all the way up here.
160330.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
მაშ როგორ გამოდის ეს ყველაფერი?
How then did it work out, all this?
160331.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
როგორ უნდა განსაჯოს კაცმა ადამიანები?
How did one judge people?
160332.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
და იმ სიტყვებს რა მნიშვნელობა მიეწერება?
And to those words, what meaning attached?
160333.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
იდგა იქ, აშკარად განგმირული იმ მსხლის ხით, თავზე ეყრებოდა შთაბეჭდილებები ამ ორ მამაკაცზე, და უცაბედად მოხეთქილი ფიქრების დაჭერა ისეთივე რთული იყო, როგორიც ლაპარაკისა, როცა მოსაუბრე იმდენად სწრაფად ყვება, რომ ფანქარი ვერ ასწრებს ნათქვამის ჩაწერას, ხოლო ეს ხმა მისი საკუთარი ხმა იყო, რომელიც კარნახის გარეშე გამოთქვამდა უდავო, მარადიულ, ურთიერთგამომრიცხავ აზრებს ისე, რომ მსხლის ხის ქერქის ბზარები და კოპებიც კი, სამარადისოდ აღბეჭდილიყო მასში.
Standing now, apparently transfixed, by the pear tree, impressions poured in upon her of those two men, and to follow her thought was like following a voice which speaks too quickly to be taken down by one’s pencil, and the voice was her own voice saying without prompting undeniable, everlasting, contradictory things, so that even the fissures and humps on the bark of the pear tree were irrevocably fixed there for eternity.
160334.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ის პატარა, თავკერძა, ამპარტავანი, ეგოცენტრულია, გარყვნილია, ტირანია, მისიზ რემზის სიქას აცლის, მაგრამ მას აქვს ის, რაც თქვენ (გუნებაში მისტერ ბენქსს მიმართავდა) არ გაგაჩნიათ, საოცარი არაამქვეყნიურობა, უყვარს ძაღლები და ბავშვები.
He is petty, selfish, vain, egotistical, he is spoilt, he is a tyrant, he wears Mrs. Ramsay to death, but he has what you (she addressed Mr. Bankes) have not, a fiery unworldliness, he loves dogs and his children.
160335.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
მას რვა შვილი ჰყავს, მისტერ ბენქსს კი არც ერთი.
He has eight kids, Mr. Bankes has none.
160336.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
ის არ იყო, ორი დღის წინ ორ პიჯაკში გამოწყობილი რომ გამოცხადდა და მისიზ რემზის ნება დართო, მისი თმისთვის პუდინგის ფორმა მიეცა?
Did he not come down in two coats the other night and let Mrs. Ramsay trim his hair into a pudding basin?
160337.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
შვება იგრძნო, შორიახლო სროლის ხმა მოისმა და აი, გამოჩნდა დანაწევრებული, დამფრთხალი, აწეწილი, ხმაურიანი ტოროლების პატარა გუნდი.
She felt released, a shot went off close at hand, and there came, flying from its fragments, frightened, effusive, tumultuous, a flock of starlings.
160338.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
იქით მიბრუნდნენ, საითაც ტოროლები მიფრინავდნენ, ტერასისკენ.
They turned the way the starlings flew, over the terrace.
160339.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
„ვიღაცამ უხეში შეცდომა დაუშვა!“
"Someone had blundered!"
160340.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
მისი გრძნობით ანთებული, ტრაგიზმით აღსავსე თვალები წამით მათ თვალებს შეეყარა.
His eyes, glazed with emotion, defiant with tragic intensity, met theirs for a second.