მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160341.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 4
და ლილი ბრისკომ და მისტერ ბენქსმა უხერხულად ახედეს ცას და შენიშნეს, რომ გუნდურად მფრინავი ტოროლები, რომლებიც ჯასპერმა დააწიოკა თოფით, თელებზე ჩამომსხდარიყვნენ.
And, Lily Briscoe and Mr. Bankes, looking uneasily up into the sky, observed that the flock of starlings which Jasper had routed with his gun had settled on the tops of the elm trees.
160342.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
გაიფიქრა, რომ ლილის ხიბლი მისი ჩინური თვალები იყო, ირიბად აჭრილი თეთრ, ნაოჭებიან პატარა სახეზე, მაგრამ ამის დანახვას მხოლოდ ჭკვიანი კაცი შეძლებდა.
She thought that Lily’s charm was her Chinese eyes, aslant in her white, puckered little face, but it would take a clever man to see it.
160343.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
გაეღიმა, რადგან მართლაც მომხიბვლელი აზრი დაებადა სწორედ იმწამს, – უილიამი და ლილი უნდა დაქორწინდნენ – აიღო ჭრელი ნაქსოვი წინდა, ყელთან ჯვარედინად გაყრილი ჩხირებით, და ჯეიმსს ფეხზე მოაზომა.
Smiling, for it was an admirable idea, that had flashed upon her this very second — William and Lily should marry — she took the heather-mixture stocking, with its criss-cross of steel needles at the mouth of it, and measured it against James’s leg.
160344.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
რა ეშმაკი შეუჩნდა მას, მის უმცროს, მის უსაყვარლეს შვილს?
What demon possessed him, her youngest, her cherished child?
160345.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
და დაინახა ოთახი, დაინახა სკამები, გაიფიქრა, საშინლადაა გაცრეცილიო.
And saw the room, saw the chairs, thought them fearfully shabby.
160346.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
არაფერია, ქირა ზუსტად ორპენსნახევარია.
Never mind, the rent was precisely twopence half-penny.
160347.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
ბავშვებს მოსწონთ აქაურობა.
The children loved it here.
160348.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
მისი ქმრისთვისაც კარგია, რომ სამი ათასი, უფრო ზუსტად კი სამასი მილია აქედან მის ბიბლიოთეკებამდე და მის ლექციებამდე და მის შეგირდებამდე, და სტუმრების ოთახიც აქვთ.
It did her husband good to be three thousand, or to be more accurate, three hundred miles from his libraries and his lectures and his disciples, and there was room for visitors.
160349.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
და ორი ფოტოსურათი და წიგნები.
And two photographs, and books.
160350.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
წიგნები, გაიფიქრა მან, თავისთავად მრავლდებიან, მათ საკითხავად დრო არასდროს ჰქონდა.
Books, she thought, grew of themselves, she never had time to read them.
160351.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
მას, ვისი ყველა სურვილი უნდა შესრულდეს.
For her whose wishes must be obeyed.
160352.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
სირცხვილია სათქმელად, მაგრამ ვერასოდეს მოახერხა მათი წაკითხვა.
Disgraceful to say, but she had never read them.
160353.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
სახლი ისე შეილანძღება, რომ რამე უნდა ვიღონოთო, გაიფიქრა.
The house would become so shabby that something must be done, she supposed.
160354.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
ნეტავ ისწავლონ ფეხის წესიერად გაწმენდა და ქვიშა არ შემოჰქონდეთ თან.
If they could be taught to wipe their feet and not bring the beach in with them.
160355.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
მისი შვილები ხომ ყველანი ნიჭიერები არიან, ოღონდ ყველა სხვადასხვანაირად.
Her children were gifted, but all in quite different ways.
160356.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
ამის შედეგი კი ისაა, ამოიოხრა მან და მთელ ოთახს, იატაკიდან ჭერამდე, თვალი მოავლო, თან ჯეიმსს წინდას აზომებდა ფეხზე, ზაფხულიდან ზაფხულამდე ამ სახლში ყველაფერი თანდათანობით სულ უფრო ცვდება და ხუნდება.
And the result of it was, she sighed, taking in the whole room from floor to ceiling, as she held the stocking against James’s leg, that things got shabbier and got shabbier summer after summer.
160357.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
ჭილოფი გახუნდა, კედლებს ალაგ-ალაგ შპალერი სძვრება.
The mat was fading, the wall-paper was flapping.
160358.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
უკვე ვეღარც იტყვი, თუ ზედ ისინი ვარდები იყო.
You couldn’t tell any more that those were roses on it.
160359.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
რა აზრი აქვს სურათის ჩარჩოზე მწვანე ქიშმირის შალის შემოხვევას?
What was the use of flinging a green Cashemere shawl over the edge of a picture frame?
160360.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
ორ კვირაში მუხუდოს წვნიანის ფერი გახდება.
In two weeks it would be the colour of pea soup.