მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160361.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
მაგრამ ყველაზე მეტად კარები აწუხებდა.
But it was the doors that annoyed her.
160362.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
ჰოლის კარი ღიაა, საძინებლების კარებიც ღიაა.
the hall door was open, the bedroom doors were open.
160363.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
ფანჯრები უნდა იღებოდეს, კარები კი იკეტებოდეს.
Windows should be open, and doors shut.
160364.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
მთები ისეთი ლამაზიაო.
The mountains are so beautiful.
160365.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
მამა უკვდებოდა, მისიზ რემზიმ იცოდა.
Her father was dying, Mrs. Ramsay knew.
160366.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
შვილები მკაცრად დატუქსა და უჩვენა, როგორ უნდა გაესწორებინათ ლოგინები, როგორ უნდა გაეღოთ ფანჯრები, და ვიდრე ხელებს ფრანგი ქალის დარად კეცავდა და შლიდა, ამ დროს გოგონამ ლაპარაკი დაიწყო და ირგვლივ თითქოს ყველაფერი ჩამოიკეცა, ჩიტის ფრთებივით, თავისთავად, უჩუმრად რომ იკეცება და ფრთების სილურჯე ჯერ კაშკაშა ფოლადისფრად, მერე კი ნაზ ზამბახისფრად იფერება.
Scolding and demonstrating how to make a bed, how to open a window, with hands that shut and spread like a Frenchwoman’s, all had folded itself quietly about her, when the girl spoke, as, after a flight through the sunshine the wings of a bird fold themselves quietly and the blue of its plumage changes from bright steel to soft purple.
160367.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
იდგა და ხმას ვერ იღებდა, რადგან არაფერი ჰქონდა სათქმელი.
She had stood there silent for there was nothing to be said.
160368.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
„ძალიან მოკლეა,“ თქვა მან.
"It’s too short," she said.
160369.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
რა იმალება მის მიღმა – მისი სილამაზე და მშვენიერება?
What was there behind it — her beauty and splendour?
160370.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
არაფერი, გარდა სწორუპოვარი სილამაზისა.
Nothing but an incomparable beauty.
160371.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
შეეძლო გულწრფელობის რომელიღაც წამს, როცა დიდ ვნებაზე, ჩაფუშულ სიყვარულზე, გაცრუებულ იმედებზე წამოიწყებდნენ ხოლმე საუბარს, უბრალოდ ეთქვა, რომ მისთვისაც ნაცნობი იყო ეს, ან რომ მასაც განეცადა ან გადაეტანა ასეთი რამ?
She might have said at some moment of intimacy when stories of great passion, of love foiled, of ambition thwarted came her way how she too had known or felt or been through it herself.
160372.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
ის მუდამ დუმდა და იცოდა, უსწავლელადაც იცოდა.
She was silent always, she knew then — she knew without having learnt.
160373.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
როგორ არ ეხამება ტელეფონით საუბარი ასეთ ქალს.
How incongruous it seemed to be telephoning to a woman like that.
160374.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
თითქოს გრაციები შეიკრიბნენ და ხელი ჩაჰკიდეს ერთმანეთს ასფოდელოების მდელოზე ამ სახის შესაქმნელად.
The Graces assembling seemed to have joined hands in meadows of asphodel to compose that face.
160375.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
„ოღონდ მას საკუთარი სილამაზის შესახებ ისევე არ გაეგება არაფერი, როგორც ბავშვს,“ თქვა მისტერ ბენქსმა, ყურმილი დადო და ოთახი გადაკვეთა, რომ ენახა, რა შემატეს მუშებმა სასტუმროს შენობას, რომელიც მისი სახლის უკან შენდებოდა.
"But she’s no more aware of her beauty than a child," said Mr. Bankes, replacing the receiver and crossing the room to see what progress the workmen were making with a hotel which they were building at the back of his house.
160376.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
და როგორც კი ჯერ დაუსრულებელ კედლებს შორის მოფუსფუსე ხელოსნები დაინახა, ისევ მისიზ რემზი მოაგონდა, რადგან ყოველთვის, გაიფიქრა მან, რაღაც შეუხამებელი არღვევს ხოლმე მისი სახის სრულყოფილებას.
And he thought of Mrs. Ramsay as he looked at that stir among the unfinished walls, for always, he thought, there was something incongruous to be worked into the harmony of her face.
160377.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
ირმებზე მონადირის კეპი ჩამოიფხატა თავზე, სირბილით გადაირბინა მინდორი კალოშებით, რომელიმე ბავშვის ხიფათიდან დასახსნელად.
She clapped a deer stalker’s hat on her head, she ran across the lawn in galoshes to snatch a child from mischief.
160378.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
ასე რომ, თუ ადამიანი მხოლოდ მის სილამაზეზე დაიწყებდა ფიქრს, არ უნდა დავიწყნოდა მისი მფეთქავი, ცოცხალი შემადგენელი და ასე შეექმნა ერთიანი შთაბეჭდილება.
So that if it was her beauty merely that one thought of, one must remember the quivering thing, the living thing, and work it into the picture.
160379.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
თავის სამუშაოს უნდა მიუბრუნდეს.
He must go to his work.
160380.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
იგი ისევ იმ მოწითალო-ყავისფერ წინდას ქსოვდა.
She was knitting her reddish-brown stocking again.