მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160381.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 5
ბიჭუნას შუბლზე აკოცა და უთხრა, მოდი ახლა სხვა სურათი ვიპოვოთ ამოსაჭრელადო.
She kissed her boy on the forehead and said "Let us find another picture to cut out".
160382.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
მაგრამ რა მოხდა?
But what had happened?
160383.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
ვიღაცამ უხეში შეცდომა დაუშვა.
Someone had blundered.
160384.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
„ვიღაცამ უხეში შეცდომა დაუშვა“, – ახლომხედველი თვალები ქმრისკენ მიმართა, რომელსაც ახლა მისთვის მიეპყრო მომლოდინე მზერა, და თვალის დაუხამხამებლად უყურებდა იქამდე, ვიდრე მისმა სიახლოვემ არ მიახვედრა (გონებაში ზარივით დარეკა რაღაცამ), რომ რაღაც მოხდა, რომ ვიღაცას რაღაც შეეშალა.
"Someone had blundered" — Fixing her short-sighted eyes upon her husband, who was now bearing down upon her, she gazed steadily until his closeness revealed to her (the jingle mated itself in her head) that something had happened, someone had blundered.
160385.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
მთელი მისი ამპარტავნება, საკუთარი დიდებით ტკბობა – მეხივით დაეცა და მისი მხედრული შემართება, შევარდენივით რომ მიქროდა სიკვდილის ხეობაში, გაცამტვერდა, დაიმსხვრა.
All his vanity, all his satisfaction in his own splendour, riding fell as a thunderbolt, fierce as a hawk through the valley of death, had been shattered, destroyed.
160386.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
ის შედრკა, ის აცახცახდა.
He quivered, he shivered.
160387.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
მან თავზე ხელი გადაუსვა ჯეიმსს.
She stroked James’s head.
160388.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
მას გადასცა ის, რასაც ქმრის მიმართ გრძნობდა, და როცა დაინახა, როგორ აფერადებდა ცარცის ფანქრით კაცის გამოსახულებას საზღვაო ფლოტის ჟურნალის კატალოგიდან, გაიფიქრა, რა შესანიშნავი იქნება, დიდი მხატვარი რომ გამოვიდესო;
She transferred to him what she felt for her husband, and, as she watched him chalk yellow the white dress shirt of a gentleman in the Army and Navy Stores catalogue, thought what a delight it would be to her should he turn out a great artist.
160389.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
დიდებული შუბლი აქვს.
He had a splendid forehead.
160390.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
მერე თავი ასწია, აიხედა, როცა ქმარმა მეორედ ჩაუარა გვერდით, და შვება იგრძნო, რადგან დაინახა, რომ ნანგრევები უკვე შენიღბულიყო.
Then, looking up, as her husband passed her once more, she was relieved to find that the ruin was veiled.
160391.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
ამ ნათქვამის ზღვარგადასული უგუნურება, ეს ქალური აზროვნება, მის რისხვას იწვევდა.
The extraordinary irrationality of her remark, the folly of women’s minds enraged him.
160392.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
მან ფეხი დააბაკუნა ქვის საფეხურზე.
He stamped his foot on the stone step.
160393.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
„ჯანდაბას შენი თავი“, თქვა მან.
"Damn you," he said.
160394.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
მაგრამ, რა თქვა? მხოლოდ ის, რომ ხვალ შეიძლება კარგი ამინდი გამოვიდეს. დიახაც, რომ შეიძლება.
But what had she said? Simply that it might be fine tomorrow. So it might.
160395.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
მისთვის ეს ადამიანური ღირსების ისეთი საშინელი შელახვა იყო, რომ არც კი უპასუხია, თავზარდაცემული, თვალდაბინდული იჯდა, თავი ისე ჩაექინდრა, თითქოს დაკბილული სეტყვის ღვარი ეხლებოდა, ბინძური წყალი შეასხეს და მას კი ერთი საყვედურიც არ დასცდენია.
It was to her so horrible an outrage of human decency that, without replying, dazed and blinded, she bent her head as if to let the pelt of jagged hail, the drench of dirty water, bespatter her unrebuked.
160396.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
იგი მის გვერდით დადგა, ჩუმად.
He stood by her in silence.
160397.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
ოღონდ მაშინ სენდვიჩებს აღარ მოვამზადებ, ეგაა და ეგო.
Only then they need not cut sandwiches — that was all.
160398.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
ერთს ერთი უნდა, მეორეს მეორე, ბავშვები იზრდებიან.
One wanting this, another that, the children were growing up.
160399.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
ხშირად ეჩვენებოდა, ერთი ღრუბელი ვარ ადამიანური გრძნობებით გაჟღენთილი და სხვა არაფერიო.
She often felt she was nothing but a sponge sopped full of human emotions.
160400.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
მერე მან უთხრა, ჯანდაბას შენი თავიო.
Then he said, Damn you.