მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160401.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
მასზე მეტად არავის სცემდა პატივს.
There was nobody she reverenced more.
160402.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
გრძნობდა, იმის ღირსიც არ იყო, მისთვის ფეხსაცმლის თასმა შეეკრა.
She was not good enough to tie his shoe strings, she felt.
160403.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
უკვე დარცხვენილი იმის გამო, რომ ასეთი გულფიცხობა გამოავლინა, რომ ხელებს იქნევდა, როცა მხედრიონს მიუძღოდა და ბრძანებებს გასცემდა, მისტერ რემზიმ, ახლა უკვე დამორცხვებულმა, კიდევ ერთხელ მოუცაცუნა შვილს შიშველ ფეხებზე და მერე, ტანის ისეთი მოძრაობით დაიძრა, რომელმაც მის ცოლს რატომღაც დიდი ზღვის ლომი მოაგონა ზოოპარკიდან, – თავის თევზს რომ გადასანსლავს და უკან-უკან მიფართხუნებს წყალზე ისე, რომ აქაფებული წყალი აუზის კედლებს ეხეთქება, – და საღამოს ჰაერში ჩაყვინთა, რომელმაც, უკვე ძალაგამოცლილმა, ფოთლებსა და ბუჩქნარს არსი გამოაცალა, მაგრამ თითქოს ამის სანაცვლოდ, ვარდებსა და მიხაკებს შთაბერა ელვარება, დღისით მიმქრალი.
Already ashamed of that petulance, of that gesticulation of the hands when charging at the head of his troops, Mr. Ramsay rather sheepishly prodded his son’s bare legs once more, and then, with a movement which oddly reminded his wife of the great sea lion at the Zoo tumbling backwards after swallowing his fish and walloping off so that the water in the tank washes from side to side, he dived into the evening air which, already thinner, was taking the substance from leaves and hedges but, as if in return, restoring to roses and pinks a lustre which they had not had by day.
160404.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
„ვიღაცამ უხეში შეცდომა დაუშვა“, ისევ გაიმეორა გარეთ გასულმა და ტერასაზე ბოლთის ცემას მოჰყვა.
"Someone had blundered," he said again, striding off, up and down the terrace.
160405.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
მაგრამ რა გასაოცრად შეეცვალა ტონი! გუგულივით დაემართა.
But how extraordinarily his note had changed! It was like the cuckoo.
160406.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
მაგრამ სასაცილოდ კი ჟღერდა ეს „ვიღაცამ უხეში შეცდომა დაუშვა“, ისე ნათქვამი, თითქოს შეკითხვა ყოფილიყოს და არა ბრალდება.
But it sounded ridiculous — "Someone had blundered"— said like that, almost as a question, without any conviction.
160407.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
მისიზ რემზის უნებურად გაეღიმა, და სულ მალე, ბოლთის ცემისას, მართლაც წაიმღერა ეს სიტყვები, მერე გაწყვიტა და დადუმდა.
Mrs. Ramsay could not help smiling, and soon, sure enough, walking up and down, he hummed it, dropped it, fell silent.
160408.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
ახლა უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, სიმარტოვეს დაუბრუნდა.
He was safe, he was restored to his privacy.
160409.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
შეჩერდა, ჩიბუხი აანთო, ერთხელ გახედა ცოლსა და ვაჟს ფანჯრიდან და, როგორც კითხვისას, ჩქარ მატარებელში მჯდომი ადამიანი ხანდახან თვალს რომ მოაშორებს საკითხავს და დაინახავს ფერმას, ხეს, შეყუჟულ ქოხებს, როგორც ილუსტრაციას, როგორც რაღაცის დასტურს ნაბეჭდ გვერდზე, რომელსაც ისევ მიუბრუნდება, უკვე ძალღონემოკრებილი და კმაყოფილი, სწორედ ისე, რომ არც კი გაურჩევია, რომელი იყო მისი ვაჟი თუ ცოლი, მათმა დანახვამ გააძლიერა და კმაყოფილება მოჰგვარა და ძალისხმევა იმ ამოცანის სრულად და მკაფიოდ ამოსახსნელად მიმართა, რომლითაც მისი ბრწყინვალე გონებრივი ენერგია იყო ამჯერად დაკავებული.
He stopped to light his pipe, looked once at his wife and son in the window, and as one raises one’s eyes from a page in an express train and sees a farm, a tree, a cluster of cottages as an illustration, a confirmation of something on the printed page to which one returns, fortified, and satisfied, so without his distinguishing either his son or his wife, the sight of them fortified him and satisfied him and consecrated his effort to arrive at a perfectly clear understanding of the problem which now engaged the energies of his splendid mind.
160410.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
რადგან, თუ ფიქრს ფორტეპიანოს კლავიატურას შევადარებთ, ნოტების მრავალ წყობად დაყოფილს, ან, ვთქვათ, ალფაბეტს, რომელიც ოცდაექვსი ასოსგან შედგება და მწყობრად მოსდევს ერთიმეორეს, მაშინ მის ბრწყინვალე გონებას არანაირი გასაჭირი არ დაადგება, ყოველ ამ ასოს თითო-თითოს, მტკიცედ და უშეცდომოდ რომ გადაუაროს, სანამ არ მიაღწევს, ვთქვათ, ასო Q-ს.
For if thought is like the keyboard of a piano, divided into so many notes, or like the alphabet is ranged in twenty-six letters all in order, then his splendid mind had no sort of difficulty in running over those letters one by one, firmly and accurately, until it had reached, say, the letter Q.
160411.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
მან მიაღწია Q-ს. ცოტა თუ მოინახება მთელ ინგლისში ადამიანი, ვისაც Q-მდე მიუღწევია.
He reached Q. Very few people in the whole of England ever reach Q.
160412.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
აქ წამით შედგა ქვის ურნასთან, რომელშიც ნემსიწვერები ხარობდა, დაინახა, ოღონდ ახლა შორიდან, როგორც ბავშვმა, ნიჟარებს რომ აგროვებს, ღვთაებრივად გულუბრყვილომ და მის ფერხთით მიმობნეული პაწაწინა წვრილმანებით გართულმა, და რაღაცნაირად სრულიად დაუცველმა ბედისწერის გარდაუვლობისგან, რომელსაც შეიგრძნობდა, ცოლი და ვაჟი, ერთად, ფანჯარაში.
Here, stopping for one moment by the stone urn which held the geraniums, he saw, but now far away, like children picking up shells, divinely innocent and occupied with little trifles at their feet and somehow entirely defenseless against a doom which he perceived, his wife and son, together, in the window.
160413.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
მათ მისი მზრუნველობა სჭირდებოდათ.
They needed his protection.
160414.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
Q-ს მერე, მოდის რამდენიმე ასო, და მათგან ბოლო თითქმის უხილავია მოკვდავის თვალისთვის, მაგრამ წითლად ციმციმებს შორიდან.
After Q there are a number of letters the last of which is scarcely visible to mortal eyes, but glimmers red in the distance.
160415.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
ძ-ს მხოლოდ ერთხელ თუ მიაღწევს ვინმე მთელ ერთ თაობაში.
Z is only reached once by someone in a generation.
160416.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
და მაინც, თუ შეძლებს ღ-მდე მისვლას, ეს უკვე რაღაც იქნება.
Still, if he could reach R it would be something.
160417.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
აქ მან ჩიბუხი გამოფერთხა, ორჯერ თუ სამჯერ დააკაკუნა ურნის სახელურზე და განაგრძო.
Here he knocked his pipe out, with two or three resonant taps on the handle of the urn, and proceeded.
160418.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
ძალ-ღონე მოიკრიბა.
He braced himself.
160419.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
ხასიათის თვისებები, რომლებიც მცხუნვარე მზეში ექვსი ორცხობილასა და ერთი მათარა წყლის იმედად დარჩენილი გემის ეკიპაჟს დაღუპვისგან დაიხსნიდა – გამძლეობა და სამართალი, შორსმჭვრეტელობა, თავდადება, ფხა და უნარი, უცებ ხსნად მოევლინა.
Qualities that would have saved a ship’s company exposed on a broiling sea with six biscuits and a flask of water — endurance and justice, foresight, devotion, skill, came to his help.
160420.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
შემდეგ მოდის ღ – და რა არის ღ?
R is then — what is R?