მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160421.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
რაღაც, სარქვლისებრი, ხვლიკის ტყავის ქუთუთოსავით, გადაეფარა მის მახვილ მზერას და ასო ღ დაბინდა.
A shutter, like the leathern eyelid of a lizard, flickered over the intensity of his gaze and obscured the letter R.
160422.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
თვისებები, რომლებიც პოლარული სიმარტოვის ყინულოვან მხარეში, უიმედოდ მიტოვებულ ექსპედიციაში მას უდავოდ ლიდერად, წინამძღოლად, მრჩევლად აქცევდა, ტემპერამენტი – რომელიც არ გამოირჩეოდა არც სანგვინიკის თავდაჯერებულობით და არც უიმედო პესიმიზმით, და ცივი გონებით აფასებდა, რა უნდა მოხდეს და უშიშრად უპირისპირდებოდა მოსალოდნელს, ისევ მხსნელად მოევლინა.
Qualities that in a desolate expedition across the icy solitudes of the Polar region would have made him the leader, the guide, the counsellor, whose temper, neither sanguine nor despondent, surveys with equanimity what is to be and faces it, came to his help again.
160423.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
კვლავ იელვა ხვლიკის თვალმა.
The lizard’s eye flickered once more.
160424.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
შუბლზე ძარღვები დაებერა.
The veins on his forehead bulged.
160425.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
გამაოგნებლად თვალსაჩინო გახდა ნემსიწვერები ურნაში.
The geranium in the urn became startlingly visible.
160426.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
ერთ მხარეს იყვნენ ისინი, ვინც თავდაუზოგავად გაიღებდა ზეადამიანურ ენერგიას, მძიმე ჯაფის და ხასიათის სიმტკიცის ხარჯზე იმეორებენ მთელ ალფაბეტს თანმიმდევრობით, ოცდაექვს ასოს მთლიანობაში, თავიდან ბოლომდე.
On the one hand the steady goers of superhuman strength who, plodding and persevering, repeat the whole alphabet in order, twenty-six letters in all, from start to finish.
160427.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
მეორე მხარეს იდგნენ ნიჭიერი, შთაგონებულნი, სასწაულებრივად, ერთი ამოსუნთქვით რომ შთანთქავენ ყველა ასოს თვალის დახამხამებაში – გენიოსები.
On the other the gifted, the inspired who, miraculously, lump all the letters together in one flash — the way of genius.
160428.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
თავად არ იყო გენიოსი.
He had not genius.
160429.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
არც ჰქონია ამის პრეტენზია: მაგრამ ჰქონდა უნარი, ანდა იქნებ ოდესღაც ჰქონდა ასეთი უნარი, ალფაბეტის ყოველი ასო, A-დან ძ-მდე, უშეცდომო თანმიმდევრობით გაემეორებინა.
He laid no claim to that: but he had, or might have had, the power to repeat every letter of the alphabet from A to Z accurately in order.
160430.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
ამასობაში კი Q-ზე გაიჭედა.
Meanwhile, he stuck at Q.
160431.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
და მაინც, არასდიდებით არ დანებდება სიკვდილს მწოლიარე, სადმე კლდის უფსკრულს იპოვის, ქარიშხალს დაჟინებულ მზერას მიაპყრობს, მთელი არსებით შეეცდება განმსჭვალოს წყვდიადი, და ფეხზე მდგომი გარდაიცვლება.
Yet he would not die lying down, he would find some crag of rock, and there, his eyes fixed on the storm, trying to the end to pierce the darkness, he would die standing.
160432.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
ის ვერასოდეს მიაღწევს ღ-ს.
He would never reach R.
160433.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
სარივით გაშეშებული იდგა ურნასთან, რომლიდანაც ლამის გადმოღვრილიყვნენ ნემსიწვერები.
He stood stock-still, by the urn, with the geranium flowing over it.
160434.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
„მაინც რამდენი ადამიანი აღწევს ძ-ს?“, ჰკითხა თავის თავს.
How many men, he asked himself, reach Z after all?
160435.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
დიდებამ შეიძლება ორი ათას წელს გასტანოს.
His fame lasts perhaps two thousand years.
160436.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
მართლაც, რა, თუ მთის წვერიდან გადახედავ საუკუნეთა თვალუწვდენელ ნაშთებს?
What, indeed, if you look from a mountain top down the long wastes of the ages?
160437.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
უბრალო კენჭიც კი, რომელსაც ფეხს წავკრავთ ხოლმე, ისიც კი უფრო დიდხანს იცოცხლებს, ვიდრე შექსპირი.
The very stone one kicks with one’s boot will outlast Shakespeare.
160438.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
და მისი პაწია შუქიც გაანათებს, არც ისე მძლავრად, ერთ-ორ წელიწადს, და შემდეგ შეერწყმება რომელიმე უფრო ძლიერი სინათლის წყაროს, ის კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო დიდს.
His own little light would shine, not very brightly, for a year or two, and would then be merged in some bigger light, and that in a bigger still.
160439.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
მან ბუჩქნარს ჩახედა, ტოტების რთულ ხლართებს.
He looked into the hedge, into the intricacy of the twigs.
160440.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
ვინ დაადანაშაულებს ამაში?
Who shall blame him?