მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160441.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 6
ვის არ გაახარებს გულის სიღრმეში იმის დანახვა, რომ გმირმა აბჯარი შეიხსნა, დგას ფანჯარასთან და თავის ცოლსა და ვაჟს შესცქერის, რომლებიც, თავიდან მეტად შორეულნი, თანდათანობით იკვეთებიან, თანდათანობით სულ უფრო და უფრო ახლოს მოდიან, იქამდე, ვიდრე წიგნი და გამოსახულება მკაფიოდ ხილული არ გახდება, თუმც მაინც მშვენიერი და უცხო, ასეთი სიმარტოვის და დაკარგული წლების შედეგად და, საბოლოოდ, ჩიბუხს ჯიბეში ჩაიდებს, დიდებულ თავს მის წინაშე დახრის – ვინც შეიძლება უსაყვედუროს, თუ ამქვეყნიურ სილამაზეს მიაგებს პატივს?
Who will not secretly rejoice when the hero puts his armour off, and halts by the window and gazes at his wife and son, who, very distant at first, gradually come closer and closer, till lips and book and head are clearly before him, though still lovely and unfamiliar from the intensity of his isolation and the waste of ages and finally putting his pipe in his pocket and bending his magnificent head before her — who will blame him if he does homage to the beauty of the world?
160442.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
სძულდა იმის გამო, რომ ზემოდან დაჰყურებდათ.
He hated him for looking down on them.
160443.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
სძულდა გრძნობების გადამეტებული და მედიდური მანერების გამო.
He hated him for the exaltation and sublimity of his gestures.
160444.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
თითს სიტყვასთან მიიტანდა, მედოვნებდა, რომ შეინარჩუნებდა დედის ყურადღებას.
By pointing his finger at a word, he hoped to recall his mother’s attention.
160445.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
მისტერ რემზის ვერაფერი აიძულებდა ადგილიდან დაძვრას.
Nothing would make Mr. Ramsay move on.
160446.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
იდგა იქ, და თანაგრძნობას ითხოვდა.
There he stood, demanding sympathy.
160447.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
მისიზ რემზი, რომელიც მანამდე მოდუნებული იჯდა, ცალი ხელით ვაჟი ჰყავდა ჩახუტებული, მაშინვე გაიმართა და ნახევრად შებრუნებული, თითქოს ძალას იკრებდა წამოსადგომად.
Mrs. Ramsay, who had been sitting loosely, folding her son in her arm, braced herself, and, half turning, seemed to raise herself with an effort.
160448.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
და ჰაერში ენერგიის წვიმა, შხეფების სვეტი აუშვა, ერთდროულად გამოცოცხლებული და შემართული იერით, თითქოს მთელი მისი სასიცოცხლო ძალები მოქმედებაში მოვიდა, აგიზგიზდა და გაანათა და ამ უმშვენიერეს ცხოველმყოფელ ნოყიერებაში, სიცოცხლის ამ მჩქეფარებასა და შხეფებში, მამრის საბედისწერო უნაყოფობა ისე ჩაყვინთავდა ხოლმე, როგორც სპილენძის ნისკარტი, ბერწი და შიშველი.
And at once to pour erect into the air a rain of energy, a column of spray, looking at the same time animated and alive as if all her energies were being fused into force, burning and illuminating, and into this delicious fecundity, this fountain and spray of life, the fatal sterility of the male plunged itself, like a beak of brass, barren and bare.
160449.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
მას თანაგრძნობა სურდა.
He wanted sympathy.
160450.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
იელვა მისიზ რემზის ჩხირებმა.
Mrs. Ramsay flashed her needles.
160451.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
მისტერ რემზიმ, ისე რომ ცოლის სახისთვის თვალი არ მოუცილებია, გაიმეორა, რომ ხელმოცარულია.
Mr. Ramsay repeated, never taking his eyes from her face, that he was a failure.
160452.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
მან სიტყვები უკან შეუბრუნა მას.
She blew the words back at him.
160453.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
მას თანაგრძნობა სურდა, პირველ ყოვლისა, დასტური, რომ გენიოსია, მერე კი, ცხოვრების ყოველდღიურ დინებას უნდა მიჰყოლოდა.
It was sympathy he wanted, to be assured of his genius, first of all, and then to be taken within the circle of life.
160454.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
გაეთბოთ, ნუგეში უნდა ეცათ მისთვის, რათა აზროვნების უნარი დაბრუნებოდა, მისი სიბერწე ნაყოფიერებად უნდა ექციათ და სიცოცხლით უნდა აევსოთ სახლის ყოველი ოთახი - მისაღები ოთახი, სამზარეულო, მისაღები ოთახის უკან, საძინებლები სამზარეულოს თავზე, და ამას გარდა, საბავშვო ოთახები.
Warmed and soothed, to have his senses restored to him, his barrenness made fertile, and all the rooms of the house made full of life — the drawing-room, behind the drawing-room the kitchen, above the kitchen the bedrooms, and beyond them the nurseries.
160455.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
სიცოცხლით უნდა ყოფილიყვნენ აღვსილი.
They must be filled with life.
160456.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
ჩარლზ ტენსლი მას თანამედროვეობის უდიდეს მეტაფიზიკოსად მიიჩნევს, თქვა მან.
Charles Tansley thought him the greatest metaphysician of the time, she said.
160457.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
მაგრამ მას მეტი უნდოდა.
But he wanted more than that.
160458.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
მას თანაგრძნობა სჭირდებოდა.
He needed sympathy.
160459.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
ის უნდა დაერწმუნებინათ, რომ ისიც მჩქეფარე სიცოცხლის განუყოფელი ნაწილი იყო, რომ ის სჭირდებოდათ, არა მარტო აქ, არამედ მთელ მსოფლიოში.
He must be assured that he too lived in the heart of life, was needed, not only here, but all over the world.
160460.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
გამალებით იელვეს მისმა ჩხირებმა, თავდაჯერებულმა, წელგამართულმა, მან შექმნა მისაღები ოთახი და სამზარეულო, ყველაფერს სიცოცხლე შთაბერა.
Flashing her needles, confident, upright, she created drawing-room and kitchen, set them all aglow.