მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160461.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
მას გაეცინა, ის ქსოვდა.
She laughed, she knitted.
160462.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
ჯეიმსმა, რომელიც მის მჭიდროდ შეკრულ მუხლებს შორის იდგა, იგრძნო, როგორ აბრიალდა მის სხეულში მთელი ენერგია, რომელიც უნდა შეესვა და დაეცალა სპილენძის ნისკარტს, მამაკაცის უნაყოფო, გაღუნულ თურქულ ხმალს, რომელიც ყველაფერს ულმობლად მუსრავდა, ისევ და ისევ, თან თანაგრძნობას ითხოვდა.
Standing between her knees, very stiff, James felt all her strength flaring up to be drunk and quenched by the beak of brass, the arid scimitar of the male, which smote mercilessly, again and again, demanding sympathy.
160463.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
ის ხელმოცარულია, გაიმეორა კაცმა.
He was a failure, he repeated.
160464.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
მას არწმუნებდა, რომ მის ნათქვამს წყალი არ გაუვა, მისი სიცილით, მისი თავდაჭერით, მისი ცოდნით, (როგორც ძიძა უბრუნებს რწმენას დამფრთხალ ყრმას, როცა ჩაბნელებულ ოთახში სინათლე შეაქვს), რომ ეს მართლა ასეა, სახლი სავსეა, ბაღი ღაღანებს.
She assured him, beyond a shadow of a doubt, by her laugh, her poise, her competence (as a nurse carrying a light across a dark room assures a fractious child), that it was real, the house was full, the garden blowing.
160465.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
რაგინდ ღრმად უნდა დაიმარხოს თავი, ან დიდ სიმაღლეს მიაღწიოს, იგი მის გარეშე წამითაც არ დარჩება.
However deep he buried himself or climbed high, not for a second should he find himself without her.
160466.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
მისი სიტყვებით გამაძღარმა, როგორც ბავშვმა, რომელიც კმაყოფილი ეძლევა ძილს, ბოლოს, როგორც იქნა, მოკრძალებული მადლიერებით შეხედა მას, და ძალებაღდგენილმა, განახლებულმა, თქვა, რომ ბავშვებს შეხედავდა.
Filled with her words, like a child who drops off satisfied, he said, at last, looking at her with humble gratitude, restored, renewed, that he would watch the children.
160467.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
მისიზ რემზის, თითქოს უმალ ჩაიფუშაო, ერთი ბილილა მეორეში ჩაიკეცა და მთელი ქსოვილი, ქანცმილეული, ჩამოიშალა, ისე რომ, მას შემდეგ, რაც სრულად მიეცა ტკბილ თავდავიწყებას, მხოლოდ იმის ძალაღა შერჩა, თითი უნებურად მიედევნებინა გრიმების ზღაპრების წიგნის პწკარზე, და ამავე დროს, მასში გაზაფხულის გულისცემის მსგავსად, ჯერ რომ სრულად გაშლის ფრთებს და მერე მინელდება, ფრთხიალებდა ბედნიერი ქმნადობის ნეტარება.
Immediately, Mrs. Ramsey seemed to fold herself together, one petal closed in another, and the whole fabric fell in exhaustion upon itself, so that she had only strength enough to move her finger, in exquisite abandonment to exhaustion, across the page of Grimm’s fairy story, while there throbbed through her, like a pulse in a spring which has expanded to its full width and now gently ceases to beat, the rapture of successful creation.
160468.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
როცა გარეთ გავიდა, მოეჩვენა, რომ მისი ყოველი გულისცემა ისე შემოფარგლავდა მასა და მის ქმარს და ისეთი შვების მომგვრელი იყო თითოეული მათგანისთვის, როგორიც ორი სხვადასხვა, ერთი მაღალი და ერთი დაბალი რეგისტრის ბგერაა ერთმანეთისთვის ურთიერთშერწყმისას.
Every throb of this pulse seemed, as he walked away, to enclose her and her husband, and to give to each that solace which two different notes, one high, one low, struck together, seem to give each other as they combine.
160469.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
თუმცა, როცა შერწყმულ ბგერათა ჟღერა თანდათანობით მინელდა და „ჯადოსნური ზღაპრების“ კითხვა განაახლა, მისიზ რემზიმ იგრძნო, რომ არათუ ფიზიკურად დაიცალა, არამედ ფიზიკურ გამოფიტვას სულ სხვა ხასიათის, ოდნავ უსიამოვნო შეგრძნებაც ახლდა.
Yet as the resonance died, and she turned to the Fairy Tale again, Mrs. Ramsey felt not only exhausted in body but also there tinged her physical fatigue some faintly disagreeable sensation with another origin.
160470.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
როცა ხმამაღლა კითხულობდა „მეთევზის ცოლის“ ზღაპარს, მას არ შეეძლო, ზუსტად იცოდა, საიდან მოდიოდა.
As she read aloud the story of the Fisherman’s Wife, she knew precisely what it came from.
160471.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
ვერც იმას დაუშვებდა, რომ სიტყვებით გამოეხატა დაუკმაყოფილებლობა, როცა მიხვდა, გვერდის გადაფურცვლისას, როცა გაჩერდა და ტალღის დაცემის ყრუ, ავბედითი დგაფუნი მოესმა.
Nor did she let herself put into words her dissatisfaction when she realized, at the turn of the page when she stopped and heard dully, ominously, a wave fall.
160472.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
მას არ მოსწონდა, თუნდ ერთი წამით, ქმარზე უფრო დახვეწილად ეგრძნო თავი.
She did not like, even for a second, to feel finer than her husband.
160473.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
უნივერსიტეტებს და სამეცნიერო საზოგადოებას მართლაც სჭირდებოდათ ის, მისი ლექციები, მისი წიგნები და მათი დიდი მნიშვნელობა – ამაში იოტისოდენადაც არ ეპარებოდა ეჭვი.
Universities and people wanting him, lectures and books and their being of the highest importance — all that she did not doubt for a moment.
160474.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
რადგან მაშინ ხალხი ამბობდა, ხედავთ, როგორაა მასზე დამოკიდებულიო, როცა ყველას უნდა სცოდნოდა, რომ ორი მათგანიდან სწორედ ისაა განუზომლად უფრო მნიშვნელოვანი.
For then people said he depended on her, when they must know that of the two he was infinitely the more important.
160475.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
და მერე მის წიგნებზე, რადგან ეშინოდა, ვაითუ მიმიხვდეს, რისი ოდნავი ეჭვიც ჰქონდა, რომ მისი ბოლო წიგნი, შესაძლოა, ვერ არის მისი საუკეთესო წიგნი (ამას უილიამ ბენქსთან საუბრისას მიხვდა).
And then about his books, to be afraid that he might guess, what she a little suspected, that his last book was not quite his best book (she gathered that from William Bankes).
160476.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
და ასევე, უამრავი ყოველდღიური წვრილმანის დამალვა უწევდა, ბავშვები კი ხედავენ, რამხელა ტვირთად აწვებათ ეს ყველაფერი – აი, რა აკნინებდა მის სიხარულს, წმინდა სიხარულს, რომელიც ორი ბგერის უნისონში შერწყმით იბადება, და ახლა ეს ბგერა ავბედითი პირდაპირობით დაიხშო მის ყურთან.
And then to hide small daily things, and the children seeing it, the burden it laid on them — all this diminished the entire joy, the pure joy, of the two notes sounding together, and let the sound die on her ear now with a dismal flatness.
160477.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 7
ეს ავგუსტუს კარმაიკლი იყო, სწორედ ახლა, როცა ასეთი გულისტკივილით დაფიქრდა ადამიანური ურთიერთობების არასრულფასოვნებაზე, იმაზე, რომ თავად ყველაზე სრულყოფილიც კი არასრულყოფილია.
It was Augustus Carmichael, precisely now, at the very moment when it was painful to be reminded of the inadequacy of human relationships, that the most perfect was flawed.
160478.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ბავშვებმა თქვეს, წვერი მან გაუყვითლაო.
The children said he had stained his beard yellow with it.
160479.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
და მაინც, ყოველ წელს ერთი და იგივე გრძნობა ებადება.
And yet every year she felt the same thing.
160480.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
იგი მას არ ენდობოდა.
He did not trust her.