მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160481.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ერთხელ უთხრა, „ქალაქში მივდივარ. ხომ არ მოგიტანოთ მარკები, საწერი ქაღალდი და თამბაქო?“ და იგრძნო, როგორ შეკრთა.
She said, "I am going to the town. Shall I get you stamps, paper, tobacco?" and she felt him wince.
160482.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ის მას არ ენდობოდა.
He did not trust her.
160483.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ამაში მისი ცოლია დამნაშავე.
It was his wife’s doing.
160484.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
„ახლა მე და მისიზ რემზის სალაპარაკო გვაქვს“, მისიზ რემზის ცოცხლად წარმოუდგა თვალწინ ამ კაცის უთვალავი ცხოვრებისეული დამცირება.
"Now, Mrs. Ramsay and I want to have a little talk together," and Mrs. Ramsay could see, as if before her eyes, the innumerable miseries of his life.
160485.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ნეტავი ჰქონდა თამბაქოს შესაძენი ფული?
Had he money enough to buy tobacco?
160486.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
და ახლა ყოველთვის გაურბოდა მას.
And always now he shrank from her.
160487.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
მაგრამ აბა რა უნდა ექნა მეტი?
But what more could she have done?
160488.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
მშვენიერი მზიანი ოთახი დაუთმო, ბავშვებიც კარგად ექცეოდნენ.
There was a sunny room given up to him, the children were good to him.
160489.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
მარკები ხომ არ გნებავთ, თამბაქო ხომ არ გნებავთ?
Do you want stamps, do you want tobacco?
160490.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
აი, წიგნი, რომელიც შეიძლება მოგეწონოთ, და ასე შემდეგ.
Here’s a book you might like and so on.
160491.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ბოლოს და ბოლოს, მას ხომ, როგორც წესი, არანაირად არ უჭირდა ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვება, ის ყველას მოსწონდა; მაგალითად, ჯორჯ მენინგს, მისტერ უოლისს.
After all, she had not generally any difficulty in making people like her, for instance, George Manning, Mr. Wallace.
160492.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
მისი სილამაზე თვალში საცემი იყო.
Her beauty was apparent.
160493.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
მას თაყვანს სცემდნენ, იგი უყვარდათ.
She had been admired, she had been loved.
160494.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ის შესულა ოთახში სადაც ჭირისუფლები ისხდნენ.
She had entered rooms where mourners sat.
160495.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
„მისიზ რემზი! ძვირფასო მისიზ რემზი... რა თქმა უნდა, მისიზ რემზი!“
"O Mrs. Ramsay! dear Mrs. Ramsay... Mrs. Ramsay, of course!"
160496.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
„კაცს გული დაუმძიმდა“, წაიკითხა ხმამაღლა, და აღარ მიდიოდა. თავის თავს უთხრა, “არ არის სწორი“, და მაინც წავიდა.
"The man’s heart grew heavy," she read aloud, and he would not go, he said to himself, "It is not right," and yet he went.
160497.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
და როცა ზღვას მიადგა, წყალი იისფრი და ლურჯი იყო, მერე მოიქუფრა, აიმღვრა და აღარ იყო ძველებურად კრიალა მწვანე და ყვითელი, ოღონდ მაინც წყნარი იყო.
And when he came to the sea the water was quite purple and dark blue, and grey and thick, and no longer so green and yellow, but it was still quiet.
160498.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
რატომ არ წავიდა ბავშვების თამაშის საყურებლად?
Why had he not gone to watch the children playing?
160499.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
მაგრამ არაფერი უთქვამს, გამოიხედა, თავი დაუკრა, კმაყოფილი იყო, გზა განაგრძო.
But he did not speak, he looked, he nodded, he approved, he went on.
160500.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
იკითხა, შექსპირი რომ საერთოდ არ გაჩენილიყო, რამდენად განსხვავებული იქნებოდა დღევანდელი სამყარო?
If Shakespeare had never existed, he asked, would the world have differed much from what it is today?