მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160501.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ცივილიზებული სამყაროს განვითარება დამოკიდებულია დიდ ადამიანებზე?
Does the progress of civilization depend upon great men?
160502.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
არის ადამიანი რამით უკეთესი, ვიდრე ფარაონების ეპოქაში?
Is the human being better now than in the time of the Pharaohs?
160503.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
არის ადამიანი, ეკითხებოდა საკუთარ თავს, ის კრიტერიუმი, რომლითაც ცივილიზაციის განვითარების დონე ვზომავთ?
Is the human being, however, he asked himself, the criterion by which we judge the measure of civilization?
160504.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
შესაძლოა, არა. შესაძლოა, საუკეთესო განვითარებისთვის სწორედ მონათა კლასის არსებობაა აუცილებელი.
Possibly not. Possibly the greatest good requires the existence of a slave class.
160505.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
მელიფტე ლიფტის შახტისთვის მარადიული აუცილებლობაა.
The liftman in the Tube is an eternal necessity.
160506.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ამ აზრმა შეზარა, თავი აიქნია.
The thought was distasteful to him he tossed his head.
160507.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ის დაასაბუთებს, რომ ეს სამყარო რიგითი ადამიანისთვის არსებობს.
He would argue that the world exists for the average human being.
160508.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ხელოვნება ერთგვარი სამკაულია, რომელიც ადამიანის ცხოვრებას თავს მოახვიეს.
The arts are merely a decoration imposed on the top of human life.
160509.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
თავადაც არ ესმოდა, რატომ სურდა, ასე დაეკნინებინა შექსპირი და რატომ სურდა, მხსნელად მოვლენოდა ადამიანს, რომელიც ლიფტთან უნდა იდგეს მარადიულად, როცა მკვეთრი მოძრაობით მოწყვიტა ფოთოლი ბუჩქიდან.
Not knowing precisely why it was that he wanted to disparage Shakespeare and come to the rescue of the man who stands eternally in the door of the lift, he picked a leaf sharply from the hedge.
160510.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ეს ყველაფერი კარგად უნდა მოვამზადო კარდიფელი სტუდენტებისთვის მომავალ თვეშიო, გაიფიქრა მან.
All this would have to be dished up for the young men at Cardiff next month, he thought.
160511.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
აქ, ამ ტერასაზე, ის მხოლოდ პიკნიკისთვის ეძებდა ადგილს (ფოთოლი მოისროლა, რომელიც გაღიზიანებულმა მოწყვიტა), როგორც მოჯირითე, ცხენიდან რომ გადმოიხრება ვარდების თაიგულის დასაკრეფად, ან რომ ჯიბეები აივსოს თხილით, როცა დინჯად და ნებივრად მისეირნობს სოფლის ორღობეებსა და მინდვრებში, რომელთაც ადრეული ბავშვობიდან იცნობს.
Here, on his terrace, he was looking for a place for a picnic (he threw away the leaf that he had picked so peevishly) like a man who reaches from his horse to pick a bunch of roses, or stuffs his pockets with nuts as he ambles at his ease through the lanes and fields of a country known to him from boyhood.
160512.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ეს ყველაფერი ნაცნობია მისთვის, ეს შესახვევი, ეს ღობეზე გადასაძრომი კიბე, ის არხი ყანებს შორის.
It was all familiar, this turning, that stile, that cut across the fields.
160513.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ყველაფერი ისეთი ცოცხალი და ნათელი იყო, მაგრამ საბოლოოდ, ამ ყანას, ხალხს, მსხმოიარე თხილნარს და ყვავილებით დახუნძლულ ღობეს, ის გზის მორიგ გასაყარამდე მიჰყავდა, სადაც ყოველთვის ჩამოდიოდა ცხენიდან, ხეზე მიაბამდა და ფეხით აგრძელებდა სეირნობას მარტო.
All very brisk and clear, but at length the lane, the field, the common, the fruitful nut-tree and the flowering hedge led him on to that further turn of the road where he dismounted always, tied his horse to a tree, and proceeded on foot alone.
160514.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
მისტერ რემზიმ მინდვრის კიდეს მიაღწია და მის ქვემოთ გადაშლილ ყურეს გახედა.
He reached the edge of the lawn and looked out on the bay beneath.
160515.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ეს იყო მისი ხვედრი, მისი თავისებურება, ნებსით თუ უნებლიეთ, ასე გამოდიოდა ხოლმე უფსკრულის პირას, რომელსაც ზღვა ნელა-ნელა აცლიდა ნიადაგს, და იდგა იქ, მიტოვებული ზღვის ფრინველივით, მარტოდმარტო.
It was his fate, his peculiarity, whether he wished it or not, to come out thus on a spit of land which the sea is slowly eating away, and there to stand, like a desolate sea-bird, alone.
160516.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ეს იყო მისი ძალა, მისი ნიჭი, უეცრად შემოიძარცვავდა ყოველგვარ ზედმეტობას, განმარტოვდებოდა და თითქოს დაჩიავდებოდა, უფრო დაცლილად, უფრო მოცლილად გრძნობდა თავს, და მაინც არ კარგავდა გონების სიფხიზლეს, ასე იდგა შიშველი ქანის პატარა ნაგლეჯზე ადამიანური სიბნელის და უმეცრების პირისპირ, რომ ჩვენ არაფერი გაგვეგება, ზღვა კი ძირს აცლის მიწას, რომელზეც ვდგავართ – ეს იყო მისი ხვედრი, მისი ნიჭი.
It was his power, his gift, suddenly to shed all superfluities, to shrink and diminish so that he looked barer and felt sparer, even physically, yet lost none of his intensity of mind, and so to stand on his little ledge facing the dark of human ignorance, how we know nothing and the sea eats away the ground we stand on — that was his fate, his gift.
160517.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩამოქვეითდებოდა, ყოველგვარ ზედმეტობას, ყოველგვარ მანერულობას, პირობითობას, ზიზილ-პიპილებს, დაკრეფილი თხილისა თუ ვარდების ნადავლს შემოიძარცვავდა, ისე მოიბუზებოდა, რომ არათუ დიდებას, საკუთარ სახელსაც კი ივიწყებდა და ამ სრული განმარტოების ჟამსაც კი ინარჩუნებდა სიფხიზლეს, რომელსაც არ სწამს ლანდების და არც ფუჭი ხილვებით იტკბობს თავს.
But having thrown away, when he dismounted, all gestures and fripperies, all trophies of nuts and roses, and shrunk so that not only fame but even his own name was forgotten by him, kept even in that desolation a vigilance which spared no phantom and luxuriated no vision.
160518.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
„მაგრამ რვა შვილის მამას სხვა არჩევანი არ გააჩნია“, ჩაიბურდღუნა ძლივს გასაგონად, შემოტრიალდა, ამიოხრა, გაიხედა, თვალით ცოლი მოიძია, რომელიც მის უმცროს ვაჟს ზღაპრებს უკითხავდა, ჩიბუხი დატენა.
"But the father of eight children has no choice", muttering half aloud, turned, sighed, raised his eyes, sought the figure of his wife reading stories to his little boy, filled his pipe.
160519.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ჰყავს ცოლი, შვილები.
He had his wife, children.
160520.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
პირობა დადო, რომ ექვსი კვირის შემდეგ „რამე სისულელეს“ მოუყვება კარდიფელ ახალგაზრდებს ლოკზე, ჰიუმზე, ბერკლიზე და საფრანგეთის რევოლუციის გამომწვევ მიზეზებზე.
He had promised in six weeks’ time to talk "some nonsense" to the young men of Cardiff about Locke, Hume, Berkeley, and the causes of the French Revolution.