მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160521.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
მაგრამ ეს და ამით მოპოვებული სიამოვნება, პოპულარობა, რომელსაც მის მიერ შეთხზული ფრაზები, ახალგაზრდების მგზნებარე შემართება, საკუთარი მეუღლის სილამაზე, პატივისცემა, მის ყურამდე სვონსიდან, კარდიფიდან, ეგზეტერიდან, საუთჰემპტონიდან, კიდერმინსტერიდან, ოქსფორდიდან, კემბრიჯიდან რომ აღწევდა – ყოველივე ეს უნდა დაეკნინებინა და მიეჩქმალა ერთადერთი ფრაზით – „რამე სისულელე“, რადგან ფაქტობრივად, მას არ გაუკეთებია ის, რის გაკეთებაც შეეძლო.
But this and his pleasure in it, his glory in the phrases he made, in the ardour of youth, in his wife’s beauty, in the tributes that reached him from Swansea, Cardiff, Exeter, Southampton, Kidderminster, Oxford, Cambridge — all had to be deprecated and concealed under the phrase "talking nonsense," because, in effect, he had not done the thing he might have done.
160522.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ეს თვალთმაქცობა იყო თ,ავშესაფარი კაცისა, რომელსაც საკუთარი გრძნობების ეშინია, რომელსაც არ შეუძლია თქვას, აი, რა მომწონს მე – აი, როგორი ვარ მე;
It was a disguise, it was the refuge of a man afraid to own his own feelings, who could not say, This is what I like — this is what I am.
160523.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
რატომაა აზროვნებით ასეთი გაბედული კაცი ცხოვრებაში ასეთი გაუბედავი.
Why so brave a man in thought should be so timid in life.
160524.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
რა უცნაურია, კაცი ერთდროულად თან ასეთი პატივსაცემი იყოს და თან ასეთი სასაცილო.
How strangely he was venerable and laughable at one and the same time.
160525.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ლილის აზრით, ქადაგება და ჭკუის სწავლება ადამიანის ძალებს აღემატება (ამ დროს თავის ნივთებს ალაგებდა).
Teaching and preaching is beyond human power, Lily suspected (she was putting away her things).
160526.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
მისიზ რემზი მეტისმეტად ადვილად გაიღებს მისთვის ყველაფერს, რასაც ითხოვს.
Mrs. Ramsay gave him what he asked too easily.
160527.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 8
ადგილზე გაირინდა, ერთხანს უხმოდ იდგა, ზღვას გაჰყურებდა, მერე კი ისევ უკან გაბრუნდა.
He stopped dead and stood looking in silence at the sea, then he had turned away again.
160528.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
დიახ, თქვა მისტერ ბენქსმა, რა სამწუხაროა, რომ რემზის არ შეუძლია, ცოტათი მაინც, სხვა ადამიანებივით ეჭიროს თავი.
Yes, said Mr. Bankes, it was a thousand pities that Ramsay could not behave a little more like other people.
160529.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
რადგან მას მოსწონდა ლილი ბრისკო, მასთან სრულიად გულღიად შეეძლო რემზიზე საუბარი.
For he liked Lily Briscoe, he could discuss Ramsay with her quite openly.
160530.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
სწორედ ამიტომ არ კითხულობენ ახალგაზრდები კარლაილს, თქვა მან.
It was for that reason, he said, that the young don’t read Carlyle.
160531.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
და ეს მით უფრო სამწუხაროა, თუ თქვენი აზრით, კარლაილი კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მასწავლებელიაო.
It was a thousand pities if you thought that Carlyle was one of the great teachers of mankind.
160532.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ლილის შერცხვა იმის თქმისა, რომ სკოლის შემდეგ კარლაილი აღარ წაუკითხავს.
Lily was ashamed to say that she had not read Carlyle since she was at school.
160533.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მაგრამ ეს სულაც არ აწუხებდა.
It was not THAT she minded.
160534.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ის ხომ სრულიად დაუფარავად ითხოვს პირფერობას, მისით აღტაცებას.
He asked you quite openly to flatter him, to admire him.
160535.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
რაც არ მომწონს, მისი სიბეცე და დაუნახაობააო, თქვა მან და თვალი გააყოლა.
What she disliked was his narrowness, his blindness, she said, looking after him.
160536.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
„ოდნავ ფარისეველი?“ ივარაუდა მისტერ ბენქსმა და მანაც გააყოლა თვალი მათგან მიმავალი მისტერ რემზის ზურგს და გაახსენდა, რომ სულ ახლახან ფიქრობდა მასთან მეგობრობაზე, იმაზე, რომ კემმა უარი უთხრა ყვავილის ჩუქებაზე, და მის გოგო-ბიჭებზე, და თავის სახლზე, მყუდრო სახლზე, რომელშიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სრულმა სიჩუმემ დაისადგურა.
"A bit of a hypocrite?" Mr. Bankes suggested, looking too at Mr. Ramsay’s back, for was he not thinking of his friendship, and of Cam refusing to give him a flower, and of all those boys and girls, and his own house, full of comfort, but, since his wife’s death, quiet rather?
160537.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ასეა თუ ისე, ახლა ძალიან მოუნდა, ლილი დასთანხმებოდა მას, რომ მისტერ რემზი „ოდნავ ფარისეველია“.
All the same, he rather wished Lily to agree that Ramsay was "a bit of a hypocrite".
160538.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ლილი ბრისკომ განაგრძო ფუნჯების ალაგება.
Lily Briscoe went on putting away her brushes.
160539.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
„ოდნავ ფარისეველი?“ გაიმეორა მან.
A bit of a hypocrite? she repeated.
160540.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ო, არა, ის კაცთაგან უგულწრფელესი, უწესიერესი (აი, ისიც), საუკეთესო.
Oh, no — the most sincere of men, the truest (here he was), the best.