მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160541.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მაგრამ თვალები დახარა და გაიფიქრა, მთლიანად საკუთარ თავშია ჩაკეტილი, დესპოტია, უსამართლოაო და შეგნებულად განაგრძობდა ქვემოთ ყურებას, რადგან სხვაგვარად ვერ შეძლებდა რემზების ოჯახში სტუმრობას.
But, looking down, she thought, he is absorbed in himself, he is tyrannical, he is unjust; and kept looking down, purposely, for only so could she keep steady, staying with the Ramsays.
160542.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მისტერ ბენქსი მისგან პასუხს მოელოდა.
Mr. Bankes expected her to answer.
160543.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
გაიფიქრა მან და თავი მოიკატუნა, ვითომ ტილოს უცვლიდა ადგილს, დაწმენდილი და გაფილტრული სიყვარულია.
It was love, she thought, pretending to move her canvas, distilled and filtered.
160544.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
არა ისეთი, თავისი გრძნობის ობიექტის კლანჭებში მოქცევას რომ ცდილობს, არამედ უფრო ისეთი, როგორსაც მათემატიკოსები გრძნობენ თავიანთი სიმბოლოების, ანდა პოეტები თავიანთი ფრაზების მიმართ, რომლებიც მთელ დედამიწაზე უნდა გავრცელდეს.
Love that never attempted to clutch its object, but, like the love which mathematicians bear their symbols, or poets their phrases, was meant to be spread over the world.
160545.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მართლაც ასე იყო.
So it was indeed.
160546.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
სამყაროს აუცილებლად უნდა გაეზიარებინა, მისტერ ბენქსს რომ შეძლებოდა იმის გამოხატვა, თუ რით ხიბლავდა ასე ეს ქალი.
The world by all means should have shared it, could Mr. Bankes have said why that woman pleased him so.
160547.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
რატომ ახდენდა მასზე – ფანჯარასთან მჯდომი, ზღაპარს რომ უკითხავს ვაჟს – ზუსტად ისეთსავე ზემოქმედებას, როგორსაც რომელიმე სამეცნიერო ამოცანის ამოხსნა, იმდენად, რომ შეეძლო, დაუსრულებლად დამტკბარიყო ამ სანახაობით და იმასვე განიცდიდა, რასაც მაშინ, როცა რომელიღაც ჭეშმარიტება დაამტკიცა მცენარეთა მომნელებელი სისტემის თაობაზე, და ბოლო მოუღო ბარბაროსობას და ქაოსი დააცხრო.
Why the sight of her reading a fairy tale to her boy had upon him precisely the same effect as the solution of a scientific problem, so that he rested in contemplation of it, and felt, as he felt when he had proved something absolute about the digestive system of plants, that barbarity was tamed, the reign of chaos subdued.
160548.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ასეთი აღტაცების შემყურეს, – აბა, სხვა რა სახელი შეიძლება უწოდოს ამას? – ლილი ბრისკოს მთლიანად გადაავიწყდა სათქმელი.
Such a rapture — for by what other name could one call it? — made Lily Briscoe forget entirely what she had been about to say.
160549.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
არაფერი განსაკუთრებული, რაღაცა, მისიზ რემზისთან დაკავშირებით.
It was nothing of importance, something about Mrs. Ramsay.
160550.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ამ „აღტაცების“, ამ უსიტყვო მზერის გვერდით ყველაფერი გაფერმკრთალდა, და ამის გამო უზომო მადლიერების გრძნობა დაეუფლა.
It paled beside this "rapture," this silent stare, for which she felt intense gratitude.
160551.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
რადგან ვერაფერი სხვა ვერ მოჰგვრიდა უფრო დიდ შვებას, ვერაფერი დაავიწყებდა ცხოვრებისეულ სირთულეებს და ვერ მოხსნიდა სასწაულებრივად სიმძიმის ამ შეგრძნებას, თუ არა ეს ამაღლებული გრძნობა, ღვთიური ნიჭი, და ამ მდგომარეობის დარღვევა ისეთივე სიგიჟე იქნებოდა, როგორც იატაკის კიდიდან კიდემდე მშვიდად განფენილი მზის სხივის დამსხვრევა.
For nothing so solaced her, eased her of the perplexity of life, and miraculously raised its burdens, as this sublime power, this heavenly gift, and one would no more disturb it, while it lasted, than break up the shaft of sunlight, lying level across the floor.
160552.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ის, რომ ადამიანებს ასეთი სიყვარული შეუძლიათ, რომ მისტერ ბენქსიც ალბათ ამავეს გრძნობდა მისიზ რემზის მიმართ (ჩაფიქრებულმა გახედა მას), იმედის მომცემი, ამაღლებული იყო.
That people should love like this, that Mr. Bankes should feel this for Mrs. Ramsey (she glanced at him musing) was helpful, was exalting.
160553.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მან შეგნებულად წამოიწყო ფუნჯების წმენდა, ერთიმეორის მიყოლებით იღებდა ფუნჯებს და მექანიკურად წმენდდა ჩვრით.
She wiped one brush after another upon a piece of old rag, menially, on purpose.
160554.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მან თავი შეაფარა ღრმა მოწიწებას.
She took shelter from the reverence.
160555.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
უცქიროს ასე, თავად სურათს შეავლებს თვალს.
Let him gaze, she would steal a look at her picture.
160556.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
უვარგისია, უვარგისია, სრულიად უვარგისი!
It was bad, it was bad, it was infinitely bad!
160557.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ხომ შეეძლო, სხვანაირად დაეხატა.
She could have painted it differently of course.
160558.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
აი, როგორ ხედავდა ამას პონსფორტე.
That was how Paunceforte would have seen it.
160559.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ის ხედავს, როგორ ანთია ფერი ფოლადის კონსტრუქციაზე, როგორ ელავს პეპლის ფრთა ტაძრის თაღზე.
She saw the colour burning on a framework of steel, how the light of a butterfly’s wing lying upon the arches of a cathedral.
160560.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ყოველივე ამის ნაცვლად, მხოლოდ თითო-ოროლა შემთხვევითი მონასმი შერჩა ტილოზე.
Of all that only a few random marks scrawled upon the canvas remained.