მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160561.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მათ კი ვერავინ დაინახავს, გამოფენითაც არავინ გამოფენს, და აკი მისტერ ტენსლიმაც ჩასჩურჩულა ყურში, ქალებს ხატვა არ ეხერხებათ, წერა არ ეხერხებათო...
And it would never be seen, never be hung even, and there was Mr. Tansley whispering in her ear, "Women can’t paint, women can’t write..."
160562.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ახლა კი გაახსენდა, რის თქმას აპირებდა მისიზ რემზიზე.
She now remembered what she had been going to say about Mrs. Ramsay.
160563.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
არ იცოდა, როგორ უნდა გამოეთქვა სათქმელი, თუმცა იცოდა, რომ კრიტიკული იქნებოდა.
She did not know how she would have put it, but it would have been something critical.
160564.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
წინა საღამოს მბრძანებლურმა მანერამ გააღიზიანა.
She had been annoyed the other night by highhandedness.
160565.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ხედავდა მის გასხივოსნებულ მზერას და თავადაც შემატა განსხვავებული სხივი, როცა გაიფიქრა, მართლაც უმშვენიერესი არსებაა (წიგნზე თავდახრილი), იქნებ საუკეთესოცო, მაგრამ მაინც განსხვავდებოდა იმ სრულყოფილი ფორმისაგან, რომელსაც ახლა ხედავდნენ.
Looking along his beam she added to it her different ray, thinking that she was unquestionably the loveliest of people (bowed over her book), the best perhaps, but also, different too from the perfect shape which one saw there.
160566.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ოღონდ რით იყო განსხვავებული ან რამდენად?
But why different, and how different?
160567.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ჰკითხა საკუთარ თავს, და პალიტრიდან აფხიკა ყველა ლურჯი და მწვანე საღებავის გროვა, რომლებიც ახლა უსიცოცხლო ბელტებად ეჩვენებოდა, და მაინც, თავს აღუთქვა, რომ აუცილებლად შთაბერავდა სიცოცხლეს ფერებს, აიძულებდა ემოძრავათ, ედინათ, და ამ პირობას ხვალ შეასრულებდა.
she asked herself, scraping her palette of all those mounds of blue and green which seemed to her like clods with no life in them now, yet she vowed, she would inspire them, force them to move, flow, do her bidding tomorrow.
160568.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
და მაინც, რით იყო ის გამორჩეული?
How did she differ?
160569.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
რა სული ედგა, რა იყო მასში ის არსებითი, რაც იმდენად განასხვავებდა ყველასგან, რომ საკმარისი იყო მისი ხელთათმანი გენახათ სადმე, ტახტის კუთხეში მიგდებული, შეუძლებელი იყო, რომელიღაც ნათითურის მოხრილი ნაკვალევით უმალ არ მიხვედრილიყავით, რომ ეს მისი ხელთათმანია?
What was the spirit in her, what was the essential thing, by which, had you found a crumpled glove in the corner of a sofa, you would have known it, from its twisted finger, hers indisputably?
160570.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
სისხარტით ჩიტს თუ შეედრებოდა, პირდაპირობით – ისარს.
She was like a bird for speed, an arrow for directness.
160571.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
თავნება, მბრძანებლური იყო (რა თქმა უნდა, ლილიმ თავს შეახსენა, ვგულისხმობ მის ურთიერთობას ქალებთან, მე კი მასზე გაცილებით ახალგაზრდა, ერთი უღიმღამო არსება ვარ ბრომპტონ როუდიდანო).
She was willful, commanding (of course, Lily reminded herself, I am thinking of her relations with women, and I am much younger, an insignificant person, living off the Brompton Road).
160572.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ის საძინებელი ოთახების ფანჯრებს აღებს.
She opened bedroom windows.
160573.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
კეტავს კარს (ახლა გონებაში მისიზ რემზისთვის დამახასიათებელი ხმისა და ინტონაციის გახსენებას შეეცადა).
She shut doors (so she tried to start the tune of Mrs. Ramsay in her head.)
160574.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
როცა შინ გვიან ბრუნდება, ფრთხილად მიუკაკუნებს ხოლმე საძინებელი ოთახის კარზე, ძველი ბეწვის ქურქში ჩაფუთნილი.
Arriving late at night, with a light tap on one’s bedroom door, wrapped in an old fur coat.
160575.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მისტერ კარმაიკლი ქშენს და ქსუტუნებს.
Mr. Carmichael snuffling and sniffing.
160576.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ამბობს მისტერ ბენქსი, ბოსტნეულს მარილებს ვუკლავთო.
Mr. Bankes saying, "The vegetable salts are lost".
160577.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ამას ყველაფერს ოსტატურად წარმოადგენს ხოლმე, ეშმაკურადაც მოიხრება წელში.
All this she would adroitly shape, even maliciously twist.
160578.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ფანჯრისკენ გასწევს, თავს მოგაჩვენებს, ვითომ წასვლას აპირებს, – სადაცაა გათენდება, და აი, ხედავს, როგორ ამოდის მზე – ნახევრად შემოტრიალდება, ახლა უფრო შინაურულად, მაგრამ ყოველთვის მოცინარე, და დაიჟინებს, რომ აუცილებლად, აუცილებლად უნდა გათხოვდნენ ყველანი, მინტაც უნდა გათხოვდეს, ლილიც, ვინაიდან, როგორი დაფნის გვირგვინებითაც არ უნდა შეამკონ (ოღონდ მისიზ რემზის არაფრად მიაჩნდა მისი მხატვრობა), ან როგორ დიდებას და წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოს (როგორც ჩანს, მისიზ რემზის უკვე ეწვნია ეს ყოველივე), და აქ სევდა მოერეოდა, მოიღუშებოდა და თავის სკამს მიუბრუნდებოდა.
Moving over to the window, in pretence that she must go — it was dawn, she could see the sun rising — half turn back, more intimately, but still always laughing, insist that she must, Minta must, they all must marry, since whatever laurels might be tossed to her (but Mrs. Ramsay cared not a fig for her painting), or triumphs won by her (probably Mrs. Ramsay had had her share of those), and here she saddened, darkened, and came back to her chair.
160579.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
სახლი სავსე იყო მძინარე ბავშვებით და მისიზ რემზი მიაყურადებდა, რბილი შუქჩრდილები და მშვიდი ფშვინვა.
The house seemed full of children sleeping and Mrs. Ramsay listening, shaded lights and regular breathing.
160580.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
და მაინც, როცა ღამე მიილეოდა და თეთრი სხივები გააპობდა ფარდებს, და შიგადაშიგ რომელიღაც ჩიტის ჭიკჭიკიც შემოესმებოდა ბაღიდან, სასოწარკვეთილი, მხნეობას მოიკრებდა და ცდილობდა ხოლმე მისიზ რემზის დარწმუნებას, რომ ის გამონაკლისია საყოველთაო კანონიდან.
Yet, as the night wore on, and white lights parted the curtains, and even now and then some bird chirped in the garden, gathering a desperate courage she would urge her own exemption from the universal law.