მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160581.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მას უყვარდა მარტო ყოფნა.
She liked to be alone.
160582.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მას სურს, იყოს ის, რაც არის.
She liked to be herself.
160583.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
და უწევდა, სწორუპოვარი სიღრმის სერიოზული მზერისთვის გაესწორებინა თვალი, იძულებული იყო, დაპირისპირებოდა მისიზ რემზის მარტივ ჭეშმარიტებას (და ბავშვს ემსგავსებოდა), რომ ლილი, მისი საყვარელი და ცქვიტი გოგონა, ჩერჩეტია.
And so have to meet a serious stare from eyes of unparalleled depth, and confront Mrs. Ramsay’s simple certainty (and she was childlike now) that her dear Lily, her little Brisk, was a fool.
160584.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
და ლილის გაახსენდა, როგორ ჩაუდო კალთაში თავი მისიზ რემზის და ახარხარდა და ხარხარებდა და ხარხარებდა ლამის ისტერიულად იმაზე, რომ მისიზ რემზი, მისთვის დამახასიათებელი ურყევი სიმშვიდით, განაგებდა ადამიანების ბედს, რომელთა შესახებ არაფერი გაეგებოდა.
Then, she remembered, she had laid her head on Mrs. Ramsay’s lap and laughed and laughed, laughed almost hysterically at the thought of Mrs. Ramsay presiding with immutable calm over destinies which she completely failed to understand.
160585.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
და იჯდა იქ, უბრალო, სერიოზული.
There she sat, simple, serious.
160586.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ოღონდ რომელ ნაკრძალში შეიჭრა?
But into what sanctuary had one penetrated?
160587.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ლილი ბრისკომ ბოლოს და ბოლოს ზემოთ აიხედა და მისიზ რემზი დაინახა, რომელსაც წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა აცინებდა ლილის, ოღონდ ამჯერად თავნებობის ყოველგვარი ნიშანწყალი გამქრალიყო, და მისი ადგილი რაღაც ნათელს დაეკავებინა, ბოლოს და ბოლოს გადაყრილ ღრუბლებს შორის გამოჩენილი სივრცისმაგვარს – ცის პაწია ნაგლეჯს, რომელიც თვლემს მთვარეს მოფარებული.
Lily Briscoe had looked up at last, and there saw Mrs. Ramsay, unwitting entirely what had caused her laughter, but now with every trace of wilfulness abolished, and in its stead, something clear as the space which the clouds, at last, uncover — the little space of sky which sleeps beside the moon.
160588.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
იყო ეს სიბრძნე?
Was it wisdom?
160589.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
იქნებ ისევ სილამაზის ცთუნება იყო, რომელიც ადამიანის აღქმას ერთიანად აბურდავს და სიმართლისკენ ნახევარ გზაზე ოქროს აბლაბუდაში გახლართავს?
Was it, once more, the deceptiveness of beauty, so that all one’s perceptions, half way to truth, were tangled in a golden mesh?
160590.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ან იქნებ გულში იმარხავდა რაღაც საიდუმლოს, იმას, რაც ლილის რწმენით, უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რათა დედამიწამ არსებობა არ შეწყვიტოს?
Or did she lock up within her some secret which certainly Lily Briscoe believed people must have for the world to go on at all?
160591.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
და იმ დროს, როცა იატაკზე იჯდა და ხელები მისიზ რემზის მუხლებისთვის შემოეჭდო, რომ რაც შეიძლება ახლოს შეეგრძნო იგი, და ეღიმებოდა იმაზე, რომ მისიზ რემზი ვერასოდეს შეიტყობდა, რა იყო ამის მიზეზი, წარმოიდგინა, რომ ქალის გულისა და გონების საკნებში, რომელსაც ფიზიკურად ეხებოდა, როგორც მეფეთა საძვალეში, განლაგებული იყო წმინდა წარწერებიანი ფილები, და თუ შეძლებდა მათ ამოკითხვას, შეიტყობდა ყველაფერს, ოღონდ ისინი არასოდეს გაუმხელდნენ ამ ცოდნას ხილულად, საჯაროდ.
Sitting on the floor with her arms round Mrs. Ramsay’s knees, close as she could get, smiling to think that Mrs. Ramsay would never know the reason of that pressure, she imagined how in the chambers of the mind and heart of the woman who was, physically, touching her, were stood, like the treasures in the tombs of kings, tablets bearing sacred inscriptions, which if one could spell them out, would teach one everything, but they would never be offered openly, never made public.
160592.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
რა ოინი, რა ოსტატობაა ცნობილი სიყვარულისთვის, რომლითაც ამ საიდუმლო საკნებში შეღწევაა შესაძლებელი?
What art was there, known to love or cunning, by which one pressed through into those secret chambers?
160593.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
რომელი აღწევს ერთიანობას, სული თუ ხორცი, როცა ასე მარჯვედ შეერწყმიან ტვინის ჩახლართულ ხვეულებს?
Could the body achieve, or the mind, subtly mingling in the intricate passages of the brain?
160594.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
შეიძლება, რომ სიყვარულმა, როგორც ადამიანები უწოდებენ ამას, ერთარსად ქმნას ის და მისიზ რემზი?
Could loving, as people called it, make her and Mrs. Ramsay one?
160595.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
რადგან ის ცოდნას, ფილებზე ამოტვიფრულ წარწერებს კი არ ესწრაფოდა, არამედ ერთობას, არაფერს ისეთს, რაც იწერება კაცთა მოდგმისთვის ნაცნობ რომელიმე ენაზე, არამედ სიახლოვეს, რომელიც სწორედ ცოდნაა, ფიქრობდა, როცა თავი მისიზ რემზის მუხლებზე ედო.
for it was not knowledge but unity that she desired, not inscriptions on tablets, nothing that could be written in any language known to men, but intimacy itself, which is knowledge, she had thought, leaning her head on Mrs. Ramsay’s knee.
160596.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
არაფერი მომხდარა. არაფერი! არაფერი! – ვიდრე ასე ედო თავი მისიზ რემზის კალთაში.
Nothing happened. Nothing! Nothing! as she leant her head against Mrs. Ramsay’s knee.
160597.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
და მაინც, მან იცოდა, რომ მისიზ რემზის გულში ცოდნა და სიბრძნე ინახებოდა.
And yet, she knew knowledge and wisdom were stored up in Mrs. Ramsay’s heart.
160598.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მაშ საიდან, ეკითხებოდა თავის თავს, საიდან და როგორ იგებს ადამიანი ამას თუ იმას სხვა ადამიანის შესახებ, თუკი ეს ცოდნა ასეა დაგმანული?
How, then, she had asked herself, did one know one thing or another thing about people, sealed as they were?
160599.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მხოლოდ ფუტკარივით, რომელსაც ჰაერში სურნელი თუ სიმძაფრე იზიდავს, ვერც ხელით რომ ვერ შეეხები და ვერც გემოს გაუსინჯავ, ადამიანი მარტოდმარტო დასტრიალებს თაღის ფორმის სკებს, მთელ სამყაროს შემოივლის მათ ძიებაში და კვლავ და კვლავ უბრუნდება ამ სკებს, რომლებიც მუდამ ბზუილსა და ფუთფუთში სუფევენ.
Only like a bee, drawn by some sweetness or sharpness in the air intangible to touch or taste, one haunted the dome-shaped hive, ranged the wastes of the air over the countries of the world alone, and then haunted the hives with their murmurs and their stirrings.
160600.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ეს სკები ადამიანები არიან.
The hives were people.