მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160601.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მისიზ რემზი წამოდგა. ლილიც წამოდგა. მისიზ რემზი გავიდა.
Mrs. Ramsay rose. Lily rose. Mrs. Ramsay went.
160602.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მან სათვალე მოიმარჯვა, უკან დაიხია.
He had put on his spectacles, he had stepped back.
160603.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ხელი ასწია, ოდნავ მოეჭუტა კრიალა ლურჯი თვალები და როცა ლილი გამოერკვა და დაინახა, რას აპირებდა, უცაბედად შეკრთა, როგორც ძაღლი, რომელიც ხედავს, როგორ შემართეს მის საცემად ხელი.
He had raised his hand, he had slightly narrowed his clear blue eyes, when Lily, rousing herself, saw what he was at, and winced like a dog who sees a hand raised to strike it.
160604.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მას შეეძლო, სურათი სასწრაფოდ აეღო მოლბერტიდან, მაგრამ საკუთარ თავს უთხრა, ხომ უნდა ნახონო.
She would have snatched her picture off the easel, but she said to herself, they must see.
160605.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
და თუ ვინმემ უნდა ნახოს, მისტერ ბენქსი მათგან ყველაზე ნაკლებად შემაშფოთებელი იქნება.
And if it must be seen, Mr. Bankes was less alarming than another.
160606.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მაგრამ თავისთავად ის, რომ ვიღაცის თვალი ნახავდა, რას წარმოადგენს მისი ოცდაცამეტი წლის ნაცოდვილარი, ყოველდღიური ცხოვრების ნალექი, რომელსაც ერწყმოდა რაღაც უფრო იდუმალი, ვიდრე ის, რაც ოდესმე უთქვამს ან გამოუმჟღავნებია მთელი ამ დღეების განმავლობაში, ნამდვილ სატანჯველად ეჩვენებოდა.
But that any other eyes should see the residue of her thirty-three years, the deposit of each day’s living mixed with something more secret than she had ever spoken or shown in the course of all those days was an agony.
160607.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ამავე დროს, ეს უსაზღვროდ ამაღელვებელიც იყო.
At the same time it was immensely exciting.
160608.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მისტერ ბენქსმა ჯაყვა ამოიღო და ძვლის ტარი შეახო ტილოს.
Taking out a pen-knife, Mr. Bankes tapped the canvas with the bone handle.
160609.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
რის გადმოცემა სურდა ამ სამკუთხა იისფერი ფორმით, „აი, აქ?“ ჰკითხა მან.
What did she wish to indicate by the triangular purple shape, "just there"? he asked.
160610.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მისიზ რემზი იყო, ჯეიმსს წიგნს რომ უკითხავს, მიუგო მან.
It was Mrs. Ramsay reading a book to James, she said.
160611.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
რისთვის დაგჭირდათ მათი წარმოდგენა? ჰკითხა მან.
For what reason had she introduced them then? he asked.
160612.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მართლაცდა, რისთვის? – თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აი, იქ, იმ კუთხეში, კაშკაშაა, აი, აქ კი, ამ კუთხეში, მუქის მოთხოვნილება გაჩნდა.
Why indeed? — except that if there, in that corner, it was bright, here, in this, she felt the need of darkness.
160613.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მარტივი, აშკარა და ბანალური იყო, მისტერ ბენქსი დაინტერესდა.
Simple, obvious, commonplace, as it was, Mr. Bankes was interested.
160614.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ოღონდ ეს სურათი მათზე არ არის, თქვა მან.
But the picture was not of them, she said.
160615.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
არსებობს სხვა თვალსაზრისიც, რომელიც მათ მიმართ პატივისცემას გამოხატავს.
There were other senses too in which one might reverence them.
160616.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
აი, აქ ჩრდილით და იქ სინათლით, მაგალითისთვის.
By a shadow here and a light there, for instance.
160617.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
სინათლეს აქეთ ჩრდილი სჭირდება, იქით სიმუქე.
A light here required a shadow there.
160618.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ის დაფიქრდა. დაინტერესდა.
He considered. He was interested.
160619.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ის ამას მეცნიერულად მიუდგა, სრული სერიოზულობით.
He took it scientifically in complete good faith.
160620.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მართალი გითხრათ, ჩემს მიკერძოებულ განწყობას სულ სხვა მიზეზი აქვსო, თქვა მან.
The truth was that all his prejudices were on the other side, he explained.