მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160621.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ყველაზე დიდი სურათი მისაღებ ოთახში მიკიდია, სურათი, რომელსაც მხატვრები აქებენ და მეტ ფასსაც ადებენ, ვიდრე მე გადავიხადე, მასზე ალუბლის აყვავებული ხეებია გამოსახული მდინარე კენეთის სანაპიროზეო.
The largest picture in his drawing-room, which painters had praised, and valued at a higher price than he had given for it, was of the cherry trees in blossom on the banks of the Kennet.
160622.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
თაფლობის თვე თურმე სწორედ კენეთის სანაპიროზე გაუტარებია.
He had spent his honeymoon on the banks of the Kennet.
160623.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
და მან მათ წინაშე გადაშლილი ხედისკენ მიუთითა.
And he indicated the scene before them.
160624.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მას არ შეეძლო იმის თქმა, თუ რის გამოხატვას ცდილობდა, ამას თავადაც ვერ ხედავდა, თუ ფუნჯი არ ეჭირა.
She could not show him what she wished to make of it, could not see it even herself, without a brush in her hand.
160625.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
კვლავ დაიკავა ძველი პოზიცია, რომელიც ხატვისას ჰქონდა, თვალმოჭუტულმა გაფანტული იერი მიიღო, ყველა შთაბეჭდილება, როგორც ქალმა, დაუქვემდებარა რაღაც უფრო ზოგადს.
She took up once more her old painting position with the dim eyes and the absent-minded manner, subduing all her impressions as a woman to something much more general.
160626.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
კიდევ ერთხელ აღმოჩნდა იმ ხილვის ზემოქმედების ქვეშ, რომელიც ერთხელ ცხადად დაინახა, და ახლა ხელის ფათურით უნდა ეპოვა ბუჩქებსა და სახლებში და დედებსა და შვილებში – თავის სურათზე.
Becoming once more under the power of that vision which she had seen clearly once and must now grope for among hedges and houses and mothers and children — her picture.
160627.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ამის გაკეთება შეიძლება, თუ ტოტის ხაზს ცოტა უფრო განზე გაავლებს, ასე, ან თუ წინა პლანზე არსებულ სიცარიელეს ობიექტით შეავსებს (მაგალითად, ჯეიმსით), აი, ასე.
She might do it by bringing the line of the branch across so, or break the vacancy in the foreground by an object (James perhaps) so.
160628.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
არ უნდოდა, თავი მოებეზრებინა და მსუბუქად მოხსნა ტილო მოლბერტიდან.
She did not want to bore him, she took the canvas lightly off the easel.
160629.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
მაგრამ ის ნახეს, ის მას წაართვეს.
But it had been seen, it had been taken from her.
160630.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
ამ კაცთან რაღაც უაღრესად ღრმა სიახლოვე დაუმყარდა.
This man had shared with her something profoundly intimate.
160631.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 9
და მისიზ რემზის და მისტერ რემზის მიმართ უზომო მადლიერებით აღივსო ამ ყოველივეს გამო, ამ ადგილის, ამ წუთების გამო, ამ სამყაროში ისეთი ძალა აღმოაჩინა, რომლის არსებობა არც კი დაუშვია – თურმე შეიძლება, სურათების გალერეის გრძელი დერეფანი ასე ჩაიარო ვინმესთან ერთად, ხელიხელგაყრილმა – ყველაზე წარმოუდგენელი რამ ამ დედამიწაზე, და ყველაზე გამამხნევებელი – და საღებავების კოლოფს ჩხაკუნით დაახურა თავი, საჭიროზე უფრო ღონივრად, და ამ ჩხაკუნმა თითქოს მარადიული წრე შემოავლო ამ საღებავების ყუთს, ამ მდელოს, მისტერ ბენქსსა და დაუოკებელ კემს, გაშმაგებით რომ მოქროდა მათკენ.
And, thanking Mr. Ramsay for it and Mrs. Ramsay for it and the hour and the place, crediting the world with a power which she had not suspected — that one could walk away down that long gallery not alone any more but arm in arm with somebody — the strangest feeling in the world, and the most exhilarating — she nicked the catch of her paint-box to, more firmly than was necessary, and the nick seemed to surround in a circle forever the paint-box, the lawn, Mr. Bankes, and that wild villain, Cam, dashing past.
160632.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ისე მიქროდა, როგორც ჩიტი, ტყვია ან ისარი, ვის შეეძლო ეთქვა, რა სურვილმა მიიზიდა, ან ვინ მოსდევდა?
She was off like a bird, bullet, or arrow, impelled by what desire, shot by whom, who could say?
160633.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მაგრამ, როდესაც მისიზ რემზიმ მეორედ დაუძახა, „კემ!“, შურდულმა შუა გზაზე შეწყვიტა ქროლა, ლასლასით შემოტრიალდა, გზად ერთი ფოთოლი მოწყვიტა და დედასთან მივიდა.
But when Mrs. Ramsay called "Cam!" a second time, the projectile dropped in mid career, and Cam came lagging back, pulling a leaf by the way, to her mother.
160634.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ნეტავი რა მოელანდაო, გაიფიქრა მისიზ რემზიმ, როცა დაინახა, როგორ იდგა გოგონა მის წინ, საკუთარ ფიქრებში იმდენად ჩაფლული, რომ ორჯერ მოუხდა დაბარება, ჰკითხე ერთი, მისიზ მილდრედს, დაბრუნდნენ თუ არა მის დოილი და მისტერ რეილიო.
What was she dreaming about, Mrs. Ramsay wondered, seeing her engrossed, as she stood there, with some thought of her own, so that she had to repeat the message twice — ask Mildred if Miss Doyle and Mr. Rayley have come back?
160635.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
გეგონებოდათ, ეს სიტყვები ღრმა ჭაში ჩაცვივდა, სადაც, თუ წყალი სუფთაა, ისე არაბუნებრივად დამახინჯდებიან, რომ ფსკერზე არც იქნებიან ჩასული, აშკარა შეიქნება – ისე გადაიხლართებიან, უფალმა უწყის, რა სახეს მიიღებენ ბავშვის გონების ფსკერზე დალექვისას.
The words seemed to be dropped into a well, where, if the waters were clear, they were also so extraordinarily distorting that, even as they descended, one saw them twisting about to make Heaven knows what pattern on the floor of the child’s mind.
160636.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
რა დანაბარებს გადასცემს კემი მზარეულს?
What message would Cam give the cook?
160637.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
და მართლაც, მხოლოდ მოთმინებით ლოდინის წყალობით, გაიგონა, რომ სამზარეულოში წითელლოყება მოხუცი ქალი წვნიანს შეექცეოდა ჯამიდან, და მისიზ რემზის გულმა უგრძნო, რომ თუთიყუშის ინსტინქტი ამოქმედდა, რომელმაც სრული სიზუსტით გაიმეორა მილდრედის სიტყვები და ცოტაც და, კიდევ გაიმეორებდა უღიმღამო მელოდიასავით.
And indeed it was only by waiting patiently, and hearing that there was an old woman in the kitchen with very red cheeks, drinking soup out of a basin, that Mrs. Ramsay at last prompted that parrot-like instinct which had picked up Mildred’s words quite accurately and could now produce them, if one waited, in a colourless singsong.
160638.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მაშ მინტა დოილი და პოლ რეილი ჯერ არ დაბრუნებულან.
Minta Doyle and Paul Rayley had not come back then.
160639.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ეს მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს, გაიფიქრა მისიზ რემზიმ.
That could only mean, Mrs. Ramsay thought, one thing.
160640.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მან მისი წინადადება ან უნდა მიიღოს, ან უარი უნდა უთხრას.
She must accept him, or she must refuse him.