მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160641.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
რას უნდა ნიშნავდეს ეს, თუ არა იმას, რომ სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო? ფიქრობდა მისიზ რემზი (მას ძალიან, ძალიან მოსწონდა მინტა).
What could it mean? except that she had decided, rightly, Mrs. Ramsay thought (and she was very, very fond of Minta).
160642.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მეორე დილით ცოლმა პირველმა გაიღვიძა, ჯერ მზეც არ ამოსულიყო, და საწოლიდან დაინახა მის თვალწინ გადაშლილი მშვენიერი ქვეყანა.
Next morning the wife awoke first, and it was just daybreak, and from her bed she saw the beautiful country lying before her.
160643.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ქმარი ჯერ კიდევ იზმორებოდა საწოლში...
Her husband was still stretching himself...
160644.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
შეეცადა გაეხსენებინა, როგორ იდგა ორივე სახლის შემოსასვლელ კართან ლანჩის შემდეგ.
She tried to recall the sight of them standing at the hall door after lunch.
160645.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
იდგნენ და ცას შესცქეროდნენ, აინტერესებდათ, როგორი ამინდი იყო მოსალოდნელი, და მისიზ რემზიმ უთხრა, რომ არ მორიდებოდათ და უფრო თამამად წასულიყვნენ ერთად სასეირნოდ (ვინაიდან ის პოლს უჭერდა მხარს), „ერთი ღრუბელიც არ ჩანს რამდენიმე მილის მანძილზე“, და იგრძნო, როგორ ჩაიქირქილა ჩია ჩარლზ ტენსლიმ.
There they stood, looking at the sky, wondering about the weather, and she had said, thinking partly to cover their shyness, partly to encourage them to be off (for her sympathies were with Paul), "There isn’t a cloud anywhere within miles," at which she could feel little Charles Tansley snigger.
160646.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ძალიან ცდილობდა, გონების თვალით გაეხსენებინა, მაინც ვერაფრით გაიხსენა, იყო თუ არა მათთან ერთად ნენსი იმ დროს.
Whether Nancy was there or not, she could not be certain, looking from one to the other in her mind’s eye.
160647.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მე არ მინდა ვიყო ხელმწიფე.
I do not want to be King.
160648.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
„კემ, ან შინ შემოდი, ან გარეთ გადი“, უთხრა გოგონას, რადგან იცოდა, მას ამ ზღაპარში მხოლოდ სიტყვა „ოქროს თევზი“ იზიდავდა და მაშინვე აცქმუტდებოდა და, როგორც ყოველთვის, ჯეიმსთან კინკლაობას გამართავდა.
"Come in or go out, Cam," she said, knowing that Cam was attracted only by the word "Flounder" and that in a moment she would fidget and fight with James as usual.
160649.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მისიზ რემზიმ კი კითხვა განაგრძო, გულზე მოეშვა, რადგან მას და ჯეიმსს ერთნაირი გემოვნება ჰქონდათ და თავს ძალიან კარგად გრძნობდნენ ერთად.
Mrs. Ramsay went on reading, relieved, for she and James shared the same tastes and were comfortable together.
160650.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
და ნეტავი ახლა სად არიან?
And where were they now?
160651.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
და ნეტავი მას როდის ეტყვიან?
And when should she be told?
160652.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
თუ არაფერი მომხდარა, მაშინ სერიოზული ლაპარაკი მოუწევს მინტასთან.
If nothing happened, she would have to speak seriously to Minta.
160653.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
აბა ასე ხომ არ იყიალებს აღმადაღმა მთელ სოფელში, თუნდაც ნენსი იყოს მათთან ერთად (ისევ შეეცადა, თუმცა წარუმატებლად, რომ უკნიდან დაენახა, როგორ მიუყვებოდნენ გზას და დაეთვალა ისინი).
For she could not go trapesing about all over the country, even if Nancy were with them (she tried again, unsuccessfully, to visualize their backs going down the path, and to count them).
160654.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მას ხომ პასუხისმგებლობა აკისრია მინტას მშობლების წინაშე – ჭოტის და ქარცახის წინაშე.
She was responsible to Minta’s parents — the Owl and the Poker.
160655.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
კითხვისას გაახსენდა, როგორ შეარქვა ეს მეტსახელები.
Her nicknames for them shot into her mind as she read.
160656.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ჭოტი და ქარცახი – დიახ, ნამდვილად გაბრაზდებიან, თუ გაიგეს – და უეჭველად გაიგებენ კიდეც – რომ, როცა მინტა რემზებთან რჩებოდა, ხალხმა თურმე ისინი ერთად ნახა აქა და იქ და ასე და ასე შემდეგ...
The Owl and the Poker — yes, they would be annoyed if they heard — and they were certain to hear — that Minta, staying with the Ramsays, had been seen etcetera, etcetera, etcetera.
160657.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ღმერთო, ღმერთო, თავისთვის თქვა მისიზ რემზიმ, როგორ გაუჩნდათ ასეთი განსხვავებული ქალიშვილი?
Dear, dear, Mrs. Ramsay said to herself, how did they produce this incongruous daughter?
160658.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ეს ქალაბიჭა მინტა, გამოხეული წინდებით რომ დაიარება?
This tomboy Minta, with a hole in her stocking?
160659.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
რანაირად ძლებს ეს გოგო იმ შემზარავ გარემოში, სადაც მოახლე გამუდმებით აქანდაზით დადის, რომ თუთიყუშის დაყრილი ქვიშა ახვეტოს, და სადაც საუბრის თემა თითქმის უკლებლივ, ამ ჩიტის საგმირო საქმეებია – იქნებ საინტერესოც, მაგრამ ძალიან უღიმღამო და შეზღუდული?
How did she exist in that portentous atmosphere where the maid was always removing in a dust-pan the sand that the parrot had scattered, and conversation was almost entirely reduced to the exploits — interesting perhaps, but limited after all — of that bird?
160660.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ბუნებრივია, ჯერ ჩაიზე მიიწვიეს, მერე სადილზე, ბოლოს შესთავაზეს, მათთან ფინლიში ჩამოსულიყო, რაც საბოლოოდ ერთგვარ უთანხმოების მიზეზად იქცა ჭოტთან – დედამისთან ურთიერთობაში, და მერე კიდევ უფრო მოხშირდა სტუმრობა, მოხშირდა საუბრები და ქვიშაც, დაბოლოს, იმდენი ტყუილი უამბო თუთიყუშებზე, რომ მთელი ცხოვრება ეყოფა მარაგად (ასე უთხრა ქმარს იმ ღამეს, როცა წვეულებიდან შინ ბრუნდებოდნენ).
Naturally, one had asked her to lunch, tea, dinner, finally to stay with them up at Finlay, which had resulted in some friction with the Owl, her mother, and more calling, and more conversation, and more sand, and really at the end of it, she had told enough lies about parrots to last her a lifetime (so she had said to her husband that night, coming back from the party).