მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160661.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მინტა ჩამოვიდა... დიახ, ჩამოვიდა.
Minta came... Yes, she came.
160662.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მისიზ რემზი დაფიქრდა, და მოეჩვენა, რომ აზრის გორგალში ეკლისმაგვარი რამ გაერია და როცა დაშალა, აი, რა აღმოაჩინა: ერთხელ ერთმა ქალმა მას დასწამა, თითქოს „დედას ქალიშვილის სიყვარულს ართმევდა“.
Mrs. Ramsay thought, suspecting some thorn in the tangle of this thought, and disengaging it found it to be this: a woman had once accused her of "robbing her of her daughter’s affections".
160663.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მისიზ დოილის რომელიღაც გამონათქვამმა ახლა ისევ გაახსენა ეს ბრალდება.
Something Mrs. Doyle had said made her remember that charge again.
160664.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მბრძანებლობის სურვილი, სხვის საქმეში ჩარევის სურვილი, ხალხის იძულება, აკეთონ ის, რაც მას სურს, აი, რაში სდებდნენ ბრალს, მას კი ეს უკიდურეს უსამართლობად მიაჩნდა.
Wishing to dominate, wishing to interfere, making people do what she wished — that was the charge against her, and she thought it most unjust.
160665.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
რა მისი ბრალია, თუ „ასე გამოიყურება“ გარეგნულად?
How could she help being "like that" to look at?
160666.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
არც არავის მბრძანებლობს, არც დესპოტია.
Nor was she domineering, nor was she tyrannical.
160667.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
საავადმყოფოც კი არ არის მთელ კუნძულზე.
No hospital on the whole island.
160668.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ლონდონში რძეს კართან მოგართმევენ და მტვრისგან მთლად გაშავებული დაგხვდება.
Milk delivered at your door in London positively brown with dirt.
160669.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ასეთი რამ აკრძალული უნდა იყოს.
It should be made illegal.
160670.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ერთი საჩვენებელი რძის საწარმო და საავადმყოფო მაინც რომ იყოს აქ – აი, ესაა, რასაც სიამოვნებით გააკეთებდა თვითონ.
A model dairy and a hospital up here — those two things she would have liked to do, herself.
160671.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მაგრამ აბა რანაირად? ამდენი ბავშვით.
But how? With all these children?
160672.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
იქნებ როცა გაიზრდებიან, მაშინ მაინც გამონახოს დრო, როცა ყველანი სკოლაში იქნებიან.
When they were older, then perhaps she would have time, when they were all at school.
160673.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მაგრამ, როგორ არ უნდა, რომ ჯეიმსი, თუნდ ერთი დღით მაინც გაიზარდოს! ანდა კემი.
But she never wanted James to grow a day older! or Cam either.
160674.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
რა ბედნიერება იქნებოდა, ეს ორი სულ ასე რომ დარჩნენ, ისეთები, როგორებიც არიან, ეშმაკის ფეხნი, სიხარულის ანგელოზები, ნეტავი სულ ასეთი ლაღები დარჩნენ და გრძელფეხება ურჩხულებად არ გადაიქცნენ.
These two she would have liked to keep for ever just as they were, demons of wickedness, angels of delight, never to see them grow up into long-legged monsters.
160675.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ამ დანაკარგს ვერაფერი აანაზღაურებს.
Nothing made up for the loss.
160676.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
როცა სულ ახლახან ჯეიმსს უკითხავდა, „და ჯარისკაცები ლიტავრებით და საყვირებით“, და მისი თვალები მოიღუშა, მისიზ რემზიმ გაიფიქრა, რატომ, რატომ უნდა გაიზარდონ და დაკარგონ ეს ყველაფერი?
When she read just now to James, "and soldiers with kettledrums and trumpets," and his eyes darkened, she thought, why should they grow up and lose all that?
160677.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ის მისი შვილებიდან ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე მგრძნობიარეა.
He was the most gifted, the most sensitive of her children.
160678.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ფრუ ხომ ნამდვილი ანგელოზივით ექცევა ყველას, და ახლა ხანდახან, განსაკუთრებით ღამღამობით, შეიძლება სუნთქვა შეგეკრას მისი სილამაზის შემხედვარეს.
Prue, a perfect angel with the others, and sometimes now, at night especially, she took one’s breath away with her beauty.
160679.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ენდრიუს ხომ – მისი ქმარიც კი აღიარებს, რომ არაჩვეულებრივი მონაცემები აქვს მათემატიკაში.
Andrew — even her husband admitted that his gift for mathematics was extraordinary.
160680.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
რაც შეეხება როუზს, მას დიდი პირი აქვს, მაგრამ საოცარი ნიჭი და სიმარჯვე დაჰყვა ხელებში.
As for Rose, her mouth was too big, but she had a wonderful gift with her hands.