მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160681.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
როცა შარადების გამოცნობანას თამაშობენ, როუზი კაბებს კერავს, ყველაფერს ის აკეთებს, გიჟდება სუფრის გაწყობაზე, ყვავილებზე.
If they had charades, Rose made the dresses, made everything, liked best arranging tables, flowers.
160682.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
არ მოსწონს, რომ ჯასპერი ჩიტებს ესვრის.
She did not like it that Jasper should shoot birds.
160683.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
რატომ უნდა დადიოდნენ სკოლაში?
Why should they go to school?
160684.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მას ყოველთვის უნდოდა ახალშობილი, ჩვილი.
She would have liked always to have had a baby.
160685.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მაინც, ის მართალია.
Still, it was true.
160686.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ისინი ვერასოდეს იქნებიან ისეთი ბედნიერები, როგორებიც ახლა არიან.
They were happier now than they would ever be again.
160687.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მერე კარი იღება და ყველანი შემოდიან, ვარდებივით ცინცხლები, თითქოს ნასაუზმევს სასადილო ოთახში შემოსვლა, რასაც ყოველდღე აკეთებენ, არაჩვეულებრივად სასიამოვნო მოვლენა იყოს, და ასე შემდეგ, ხან ერთი და ხან მეორე, ვინ ჩამოთვლის, მთელი დღის განმავლობაში, სანამ მეორე სართულზე არ ავა, რომ მათ ღამე მშვიდობისა უსურვოს, ისე მოკალათდებიან ხოლმე, როგორც ჩიტები ალუბლებსა და ჟოლოებს შორის, და ისევ თხზავენ ამბებს და ჟღურტულებენ ათასგვარ წვრილმანზე, რაც იმ დღეს გაიგონეს, რისთვისაც ყური მოუკრავთ ბაღში.
Then the door sprang open and in they came, fresh as roses, as if this coming into the dining-room after breakfast, which they did every day, was a positive event to them, and so on, with one thing after another, all day long, until she went up to say good-night to them, netted in their cots like birds among cherries and raspberries, still making up stories about some little bit of rubbish — something they had heard, something they had picked up in the garden.
160688.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
და ყოველ მათგანს თავისი განძი აქვს...
They all had their little treasures...
160689.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
და ის გაბრაზდა.
And he was angry.
160690.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
რატომ უნდა ხედავდე ცხოვრებას ასეთ შავბნელ ფერებში? ჰკითხა ცოლს.
Why take such a gloomy view of life? he said.
160691.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მისთვის დამახასიათებელი სიკუშტით და სასოწარკვეთით, საერთო ჯამში მაინც მასზე უფრო ბედნიერი იყო, მასზე უფრო იმედიანიც.
That with all his gloom and desperation he was happier, more hopeful on the whole, than she was.
160692.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ყოველთვის ეგულებოდა სამუშაო, რომელსაც თავს აფარებდა.
He had always his work to fall back on.
160693.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ოღონდაც ცხოვრებაზე ფიქრობდა – და დროის ხანმოკლე მონაკვეთი დაუდგა თვალწინ – მისი ორმოცდაათი წელი.
Only she thought life — and a little strip of time presented itself to her eyes — her fifty years.
160694.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
თვალწინ დაუდგა მთელი ცხოვრება.
There it was before her — life.
160695.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ცხოვრება, გაიფიქრა – მაგრამ ფიქრი აღარ დაუსრულებია.
Life, she thought — but she did not finish her thought.
160696.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ცხოვრებას თვალი გადაავლო, რადგან იქ ის მკაფიოდ ხედავდა ყველაფერს, რაღაც ნამდვილს, რაღაც პირადულს, რომელსაც ვერც შვილებს გაუზიარებდა და ვერც ქმარს.
She took a look at life, for she had a clear sense of it there, something real, something private, which she shared neither with her children nor with her husband.
160697.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მათ შორის ერთგვარი ურთიერთქმედება იყო დამყარებული, რომელშიც თავად გამოღმა იდგა, ცხოვრება კი გაღმა იყო, და ის მუდამ ცდილობდა, რაც შეიძლება უკეთ ესარგებლა ამით.
A sort of transaction went on between them, in which she was on one side, and life was on another, and she was always trying to get the better of it.
160698.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
და ხანდახან მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა მასთან (როცა მარტო რჩებოდა);
And sometimes they parleyed (when she sat alone);
160699.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ახსოვდა დიდი შერიგების სცენებიც.
She remembered great reconciliation scenes.
160700.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მაგრამ უმეტესწილად, უნდა აღიაროს, რომ რაღაც შემზარავს, მტრულსაც გრძნობდა, ეს იყო რაღაც ისეთი, რასაც, თუ საშუალებას მისცემდი, თავს დაგესხმოდა.
but for the most part, she must admit that she felt this thing terrible, hostile, and quick to pounce on you if you gave it a chance.