მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160701.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მარადიული პრობლემებიც იყო: ტანჯვა, სიკვდილი, სიღატაკე.
There were eternal problems: suffering, death, the poor.
160702.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
აქაც კი, ყოველთვის რომელიმე ქალი კიბოთი კვდებოდა.
There was always a woman dying of cancer even here.
160703.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
და მაინც, თავისი შვილებისთვის არაერთხელ უთქვამს, რომ ისინი ყველა სირთულეს გადალახავენ.
And yet she had said to all these children, You shall go through it all.
160704.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
დაუღალავად ეუბნებოდა ამას რვა ადამიანს.
To eight people she had said relentlessly that.
160705.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ამიტომ, რაკი იცოდა, რა ელოდათ მათ – სიყვარული და პატივმოყვარეობა და სასოწარკვეთა სადღაც, უღიმღამო მხარეში – და ხშირად ეუფლებოდა ეს გრძნობა, რატომ უნდა გაიზარდონ და რატომ უნდა დაკარგონ ეს ყოველივე?
For that reason, knowing what was before them — love and ambition and being wretched alone in dreary places — she had often the feeling, Why must they grow up and lose it all?
160706.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
და მერე ეტყოდა ხოლმე თავს და თან შემართულ მახვილს უღერებდა ცხოვრებას, რა სისულელეა, ძალიან ბედნიერები იქნებიანო.
And then she said to herself, brandishing her sword at life, Nonsense, they will be perfectly happy.
160707.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ვინაიდან, რასაც არ უნდა გრძნობდეს ის ცხოვრებასთან თავისი გარიგების შედეგად, ის, რაც მას გამოუცდია, სულაც არ არის აუცილებელი, სხვებსაც შეემთხვეს.
Because whatever she might feel about her own transaction, she had had experiences which need not happen to everyone.
160708.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ადამიანებს შვილები უნდა ჰყავდეთ
People must have children.
160709.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ნუთუ ცდებოდა ამაში? ეკითხებოდა თავს და თვალი გადაავლო თავის ქცევას ბოლო ერთი-ორი კვირის განმავლობაში, უნდოდა გაეგო, მართლა ზედმეტად ხომ არ უბიძგებდა გადაწყვეტილების მიღებისკენ მინტას, რომელიც ჯერ მხოლოდ ოცდაოთხი წლისა იყო?
Was she wrong in this, she asked herself, reviewing her conduct for the past week or two, and wondering if she had indeed put any pressure upon Minta, who was only twenty-four, to make up her mind.
160710.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ხომ არ დაავიწყდა ისევ, რამხელა გავლენა ჰქონდა ადამიანებზე?
Was she not forgetting again how strongly she influenced people?
160711.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
„მერე შარვალი ჩაიცვა და გიჟივით გაიქცა შინიდან“, განაგრძობდა კითხვას მისიზ რემზი.
"Then he put on his trousers and ran away like a madman," she read.
160712.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
წიგნი გადაფურცლა; სულ რამდენიმე პწკარიღა იყო დარჩენილი ბოლომდე, ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგა ხანია, დაძინების დრო მოვიდა, გადაწყვიტა, ზღაპარი ბოლომდე წაეკითხა.
She turned the page; there were only a few lines more, so that she would finish the story, though it was past bed-time.
160713.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
უკვე გვიანი იყო, ბაღში ანთებულმა სინათლემ მიახვედრა.
It was getting late, the light in the garden told her that.
160714.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ყვავილები გაფითრდნენ და რაღაც რუხი შეეპარა ფოთლებს და შეთქმულებივით ისე შეეკრათ პირი, რომ მღელვარებამ აიტანა.
The whitening of the flowers and something grey in the leaves conspired together, to rouse in her a feeling of anxiety.
160715.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ნეტავი რამ გამოიწვია ეს? თავიდან ვერ მიხვდა, მაგრამ მერე გაახსენდა, პოლი და მინტა და ენდრიუ ჯერ არ დაბრუნებულან.
What it was about she could not think at first, then she remembered, Paul and Minta and Andrew had not come back.
160716.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ენდრიუს ბადე და კალათა ჰქონდა.
Andrew had his net and basket.
160717.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ეს იმას ნიშნავს, რომ კიბორჩხალების დაჭერას აპირებდა.
That meant he was going to catch crabs and things.
160718.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
დაგორდებოდა და დაიმტვრეოდა.
He would roll and then crash.
160719.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
უკვე მთლად დაბნელდა.
It was growing quite dark.
160720.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მაგრამ ზღაპრის კითხვა ისე დაამთავრა, ოდნავაც არ შეჰპარვია ხმაში მღელვარება, და როცა წიგნი დახურა, ბოლო სიტყვები ისე წარმოთქვა, თითქოს მისი მოგონილი ყოფილიყოს და ჯეიმსს თვალებში ჩახედა: „და ასე ცხოვრობენ იქ დღემდე“.
But she did not let her voice change in the least as she finished the story, and shutting the book, and speaking the last words as if she had made them up herself, looking into James’s eyes: "And there they are living still at this very time".