მოიძებნა 669201 ჩანაწერი
160721.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
დაინახა, როგორ ჩაუქრა ბიჭს ინტერესი ზღაპრის მიმართ და რაღაც სხვამ დაიკავა მისი ადგილი, რაღაც გაოცებისმაგვარმა, სინათლის ანარეკლივით მკრთალმა, რომელმაც უმალ უბიძგა გაეხედა და გაოცდა.
She saw in his eyes, as the interest of the story died away in them, something else take its place, something wondering, pale, like the reflection of a light, which at once made him gaze and marvel.
160722.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
ის შეტრიალდა, ყურეს გახედა და იქ მართლაც დაინახა, როგორ თანაბრად წამოვიდა ტალღების თავზე პირველი ორი სწრაფი ნათება და მერე ერთი ხანგრძლივი გამონათება.
Turning, she looked across the bay, and there, sure enough, coming regularly across the waves first two quick strokes and then one long steady stroke.
160723.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
წამიც არ გავიდოდა, და ბიჭი ჰკითხავდა, „მაშ მივდივართ შუქურაზე?“
In a moment he would ask her, "Are we going to the Lighthouse?"
160724.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მას კი მოუწევდა ეთქვა, „არა: ხვალ არა; მამა ამბობს, არაო“.
And she would have to say, "No: not tomorrow, your father says not".
160725.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
საბედნიეროდ, მილდრედმა მოაკითხა წასაყვანად და რია-რიამ ყურადღება გაუფანტა.
Happily, Mildred came in to fetch them, and the bustle distracted them.
160726.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 10
მაგრამ როცა მილდრედს გაჰყვა, უკან მოიხედა, და ის დარწმუნებული იყო, ახლა იმაზე იფიქრებს, ხვალ რომ არ მივდივართ შუქურაზეო და მან გაიფიქრა, მას ეს მთელი ცხოვრება ემახსოვრება.
But he kept looking back over his shoulder as Mildred carried him out, and she was certain that he was thinking, we are not going to the Lighthouse tomorrow and she thought, he will remember that all his life.
160727.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
არა, გაიფიქრა მან, ჟურნალიდან მის მიერ ამოჭრილ სურათების დალაგებისას – მაცივარს, ბალახის საკრეჭ მანქანას, საღამოს კოსტიუმში გამოწყობილ ჯენტლმენს – ბავშვებს არაფერი ავიწყდებათ.
No, she thought, putting together some of the pictures he had cut out — a refrigerator, a mowing machine, a gentleman in evening dress — children never forget.
160728.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი, რას ეტყოდი, როგორ მოიქცეოდი, და შვებას იგრძნობდი, როცა ისინი დასაძინებლად გაიკრიფებოდნენ.
For this reason, it was so important what one said, and what one did, and it was a relief when they went to bed.
160729.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
რადგან მაშინ შეეძლო, არავისზე აღარ ეფიქრა.
For now she need not think about anybody.
160730.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
შეეძლო ყოფილიყო თავის თავი, თავისთვის.
She could be herself, by herself.
160731.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
მიუხედავად იმისა, რომ ქსოვას განაგრძნობდა და წელგამართული იჯდა, ასე შეეძლო შეეგრძნო საკუთარი თავი.
Although she continued to knit, and sat upright, it was thus that she felt herself.
160732.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
ერთიმეორის მიყოლებით ის, ლილი, ავგუსტუს კარმაიკლი, ყველანი გრძნობდნენ, რომ ეს ჩვენი ლანდი, სრული სისულელეა.
One after another, she, Lily, Augustus Carmichael, must feel, our apparitions are simply childish.
160733.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
მის ქვეშ, წიაღში, უკუნი წყვდიადია, ის ფართოვდება, უსაზღვროდ ღრმაა.
Beneath it is all dark, it is all spreading, it is unfathomably deep.
160734.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
მაგრამ დროდადრო ზედაპირზე ამოვდივართ და ესაა, რითაც გვხედავთ და შეგვიცნობთ.
But now and again we rise to the surface and that is what you see us by.
160735.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
წყვდიადის ამ ბირთვს სამყაროს ყველა წერტილში შეეძლო მისვლა, რადგან მას ვერავინ ხედავდა.
This core of darkness could go anywhere, for no one saw it.
160736.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
კარგავ პიროვნულს, ქრება შფოთვა, სიჩქარე, ფორიაქი.
Losing personality, one lost the fret, the hurry, the stir.
160737.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
და ეს ერთი რამ, ეს გრძელი სხივი, მისი სხივი იყო სწორედ.
And this thing, the long stroke, was her stroke.
160738.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
ხშირად ნახავდით როგორ გასცქეროდა სივრცეს ხელსაქმით ხელში, იქამდე, ვიდრე იმად არ იქცეოდა, რასაც შესცქეროდა – მაგალითად, იმ სინათლედ.
Often she found with her work in her hands until she became the thing she looked at — that light, for example.
160739.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
და მაშინვე მოადგებოდა ხოლმე ენაზე ესა თუ ის მოკლე ფრაზა, რომელიც გონებაში უტრიალებდა, რამე ასეთი – „ბავშვებო, არ დაივიწყოთ, არ დაივიწყოთ“, – იმეორებდა ხოლმე და დასძენდა, „ეს დასრულდება, დასრულდება“.
And it would lift up on it some little phrase or other which had been lying in her mind like that — "Children don’t forget, children don’t forget"— which she would repeat and begin adding to it, "It will end, it will end", she said.
160740.
გზა შუქურისკენ | ფანჯარა, თავი 11
და მერე, „ის ისევ მოვა, ისევ მოვა“, და უეცრად დასძენდა, „ყველანი უფლის ხელში ვართ“.
It will come, it will come, when suddenly she added, We are in the hands of the Lord.